11/13/2015

Caucasian youth - Problems and Challenges

I participated in an overall project together with the Caucasian youth several years ago. We, young journalists from Georgia, Azerbaijan and Armenia flew to Antalya from Tbilisi together to participate in the project. We met each other at the airport. It was just saying hello, nothing else. I was sitting with my colleagues from Armenia and Azerbaijan while flying, absolutely not talking to each other for four hours. Azerbaiajanian and Armenian colleagues were especially distinguished with exceptional distrust towards each other. I was more adventurous. But later, when I met my Abkhazian and Osetian colleagues in Antalya, uncomfortable feeling crashed between me and them, living on the occupied territories of Georgia.      
At the end of the project, we represented one big circle of friends, where nither ethnical property existed, nor 90s conflicts.    
Separation was tearful, contact in social net - very active.
I felt a little bit uncomfortable with my Russian colleagues in the next project. Colleagues from Azerbaijan and Armenia, from Caucasus, from ‘My country’ were much more closer and native. The project in Germany has further helped me to overcome this inconvenience.  

11/12/2015

ბათუმის ბულვარის განადგურების გეგმა მთავრობისგან

ბათუმის ბულვარში და მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი პრექტები იგეგმება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ისედაც მწირი გამწვანების მქონე ქალაქში მეტი ახალი შენობა, მაგრამ ნაკლები სიმწვანე იქნება.
ბარბარეს ეკლესიის უკანა ტერიტორიაზე, სადაც ახლა სკვერია და ბულვარის ერთგვარ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ქალაქშია შემოჭრილი გაუქმდება და ამ ადგილას ფრანგული სახლები აშენდება. საუბარია რუსთაველიდან ნინოშვილამდე,
თავდადებულიდან (ძველი შაუმიანი) ვაჟა ფშაველამდე არსებულ მონაკვეთზე.
ამ მონაკვეთში იგეგმება ფრანგული უბნის გაკეთება, მაგრამ საოცარი ისაა, რომ გასულ წელს ამ სკვერს ლონდონის სკვერი უწოდეს და დადგეს ლონდონისათვის დამახასიათებელი სატელეფონო ჯიხური. ეს ჯიხური დღემდე უფუნქციოა. როგორც ჩანს, წვიმიან ბათუმში ლონდონის სკვერის იდეა დაიწუნეს და ამჯერად საფრანგეთის დედაქალაქისათვის დამახასიათებელი შენობების გადმოკოპირება სურთ.
პარადოქსი 1 - სკვერს მიანიჭეს ლონდონის სახელი და აშენებენ ფრანგულ უბანს
ლონდონის სკვერში ფრანგული უბნის გაშენება არის იმ დიდი პროექტის ერთ-ერთი დეტალი, რასაც თამამად შეიძლება დავარქვათ „ფულს შეწირული ქალაქი და ქალაქელები“.

11/07/2015

ქრისტეს დასახვედრად საქართველოში გადმოსახლებული გერმანელები

კაცობრიობა აღსასრულს რამდენჯერ ელოდა. შიში იმისა, რომ სამყაროს აღსასრული მოდის ძირითადად მრგვალ თარიღებს უკავშირდება. მაგალითად 2000 წელს, 2012 წელს და .. აღსასრულის თარიღი იმდენჯერ დაანონსნდა, შეიძლება, სათვალავიც აგერიოთ.   ჩვენს წინაპრებს  ესქატოლოგიური თეორიების შეთხზვა ნამეტანი ჰყვარდათ. ჯერ იყო და 1000 წელს უცქერდნენ ეჭვის თვალითისეთი მრგვალია, მშვიდობიანად არ ჩაივლისო, მერე – 1037-, 1492-, 1666- და..
სამყაროს აღსასრულის შიშით შეპყრობილ ლუთერანთა ნაწილმა ცალკე რელიგიური სექტა შექმნა. ამ სექტის წარმომადგენლები ორ ნაწილად იყოფოდნენსეპარატისტებიდაბეპლენისტები“. ისინი თვილიდნენ, რომ საზოგადოება ღირსი უნდა იყოს ქრისტეს დაბრუნების და ყველა პირობა უნდა შეექმნათ ქრისტეს დახვედრისათვის.  მათ სურდათ  ადამიანები ყოფილიყვნენწმინდადასრულყოფილებირათა ქრისტეს მიეცა კაცობრიობისათვის ახალი ათასწლეული  და მშვიდობიანი სამეფო დედამიწაზე.  ასე დაიწყეს  კომუნაჰარმონია“- შექმნა, სადაც ყველა მშვიდობიანად იცხოვრებდა და იქნებოდნენ ღირსი ქრისტეს მეორედ მოსვლას შეხვედროდნენ.
ასევე ამ სექტის წარმომადგენლებს  სჯეროდათ, რომ ღმერთმა შექმნა ადამი, რომელიც იყო სრულყოფილი, ქალისა და კაცის ორგანოებით. შემდეგ ღმერთმა მისი ნაწილებისგან შექმნა ქალი, ხოლო ქორწინება არის მცდელობა იმისა, რომ ადამის სრულყოფილებას მიაღწიონ.

10/25/2015

გენდერული კვოტირების მიზანშეწონილობა საქართველოს დემოკრატიული ტრანზიციის დღევანდელ ეტაპზე

ქალთა უფლებები და გენდერული საკითხები ბოლო დროის ქართული რეალობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემას წარმოადგენს. საპარლამენტო განხილვები, საჯარო დისკუსიები და თემატური არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გენდერული თანასწორობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, თემის აქტუალობაზე და მნიშვნელობაზე მიუთითებს. განსაკუთრებული მნიშნელობა ენიჭება ქალთა საჯარო პოლიტიკაში ჩართულობის უზრუნველყოფას. განიხილება სხვადასხვა მექანიზმები, მათ შორის კვოტირების მექანიზმი. ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის უპირობო მხარდაჭერის მიუხედავად, ავტორს მიზანშეწონილად არ მიაჩნის ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის უზრუნველყოფა კვოტირების გზით. 
კანონმდებლობაში კონკრეტული სქესის მითითება, სამსახურების მიხედვით კვოტების დაწესების შემთხვევაში, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და  არის დისკრიმინაცია მეორე სქესის მიმართ. საქართვლოს კონსტიტუცია ამბობს, „ყველა ადამიანი თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“ [საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 14]. გაეროს 1948 წლის კონვენციაც ასევე კრძალავს ადამიანის დისკრიმინაციას.  

9/21/2015

სამოქალაქო ინიციატივები ბერლინში

გერმანია ბევრისთვის საოცნებო ქვეყანაა. პირადად მე გერმანიაში ცხოვრების სურვილი არასოდეს მქონია. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებშიც 7 ქვეყნის 16 ახალგაზრდა ჟურნალისტი ბერლინში დასავლურ გამოცდილებას ვეცნობოდით. შეხვედრის ძირითადი თემა ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ჩართულობა და სამოქალაქო ინიციატივები იყო.
დასავლური მიდგომა, მენტალობა და ინიციატივები ჩვენთან ფაქტია ვერ ადაპტირდება.
ბერლინში მოქალაქეთა ინიციატივებთან დაკავშირებით რამდენიმე ბაღისა და სკვერის მაგალითზე მოგვიყვნენ.

11/04/2014

როცა ქალს ქმრის მორჩილება მოწონს

ბებიასა და ბაბუას 6 ვაჟი ჰყავდა. მამაჩემი რიგით მესამეა. ბებიას სპილოს დაავადება (ჭარბი სიმსუქნე) ჰქონდა და 25 წელი საწოლს იყო მიჯაჭვული. უფროსი ბიძიას პირველი ქორწინება რამდენიმე თვე გაგრძელდა. მეორე ქორწინებიდან ორი ვაჟი შეეძინა. ბიცოლა 25 წელი ბებიას უვლიდა. მიუხედავად იმისა, რომ მოხუცი მშობლების მოვლა ტრადიციულად ოჯახის უმცროსი ვაჟი და მისი ცოლის ტვირთია ხოლმე, უფროს ბიცოლას პრეტენზია არ ჰქონია ავადმყოფი ბებიას მოვლაზე.

5/14/2014

ბიჭი, რომელმაც პირველად ნახა ზღვა

ზღვისფერი თვალები აქვს. ლაჟვარდოვანი ზღვისფერი. სექტემბრის შავ ზღვას აქვს ხოლმე ასეთი მკაფიო ლურჯი ფერი, თუმცა ამ სილაჟვარდის სიღრმე  ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე უფრო კარგად აღიქმება.  

ერთმანეთი ანტალიის აეროპორტში გავიცანით. „გო მედია გრუპის“ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ამიერკავკასიაში მომუშავე ახალგაზრდა ჟურნალისტები ქემერში მედია სკოლის ფარგლებში შევიკრიბეთ.

4/11/2014

რატომ ტრიალებს ჟურნალისტიკა მოჯადოვებულ წრეზე?

რამდენიმე წლის წინ, მანამ სანამ ერთად დავიწყებდით მუშაობას, ლაშამ მითხრა - არც ერთი სამუშაო არ ღირს მეგობრების დაკარგვის ფასად!
არ ვიცი, რამდენად არის ეს მისი სიტყვები, მაგრამ მუდამ მახსოვს, რომ ბევრგან მიმუშავია, თუმცა მეგობრები მაინც მეგობრებად დარჩენილან ან ერთმანეთი დაგვიკარგავს.
ფაქტია და უარყოფას აზრი არ აქვს, რომ ჟურნალისტები ჟარგონულად, რომ ვთქვა „სტრანნი“ ტიპაჟები ვართ.

2/11/2014

სამშაბათი. დღიური #2

დილით ტელეფონზე დაიკოს ზარი მაღვიძებს. „ტელეარხ 25“-ზე ნეკროლოგებში გვინდა გამოვაცხადოთ და ტექსტი შენ უნდა დაწეროო. ჟურნალისტი ხარო და უკეთესად დაწერო. ღმერთმანი, რა დავაშავე?!  არ მეგონა ოდესმე ბიძაჩემის ნეკროლოგს თუ დავწერდი. მე რამდენი მოგონება მაკავშირებს ბიძაჩემთან... შეუძლებელია ეს ნეკროლოგში დაწერო. სისულელეა... არ შემიძია. ვერ ვწერ. დავწერ ტრაფარეტულად გარდაიცვალა და გასვენება არის ამა და ამ დღეს-თქო.
მაინც დავწერე.

ორშაბათი. დღიური #1

კვირას გვიან დავბრუნდი გურიიდან. მეძინება. ორშაბათია. მაღვიძარამ დარეკა. უკვე მღვიძავს, მაგრამ ბოლომდე ვერ მოვედი გონს. მეორე ტელეფონზე ჩაირთო მაღვიძარას ხმა. ახლა უკვე ორივე ერთად აყრუებს ოთახს. ტრადიუციულად ვიზლაზნები. ერთი წუთი ძილიც კი ყველაფრად მიღირს. ავქედი. გათბობა ჩავრთე და დავჯექი. შემდეგ წამოვწექი და ისევ ჩამეძინა. კიდევ კარგი 9-დან 10-მდე ყოველ 15 წუთში მაქვს მაღვიძარა დაყენებული. ავდექი და ტელევიზორი ჩავრთე. ეს ნივთი დიდი ხანია დევს ჩემს ბინაში, მაგრამ თითქმის არასოდეს ვრთავ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემები ისედაც სამსახურეობრივად ვიცი, სერიალს არ ვუყურებ, რეკლამები არ მაინტერესებს...

7/04/2013

არსებობენ ტიპები, რომლებიც ტუზ კოზირით და ორი ჯოკერით "იხიშტებიან"

არსებობენ არარაობები, ვის გამოც ერთ მშვენიერ დღეს იღვიძებ და საერთოდ არაფრის
კეთება არ გინდა...
არსებობენ სრულიად უცხო ადამიანები, რომლებიც გულწრფელად გირჩევენ, რომ არარაობის გამო არ ღირს საყვარელ საქმეზე ხელის ჩაქნევა.
არსებობენ უთავმოყვარეო ამაზრზენებიც - ვერ გიტანენ მაგრამ "საჭირო" ხარ და "გეტენებიან", ფაქტიურად გაძალებენ "მეგობრობას", და ეზიზღები იმის გამო რომ "სხვა გზა არ აქვთ" და უნდა "შეგეტენონ"... მერე, ძალიან თუ გაიშიფრნენ, "დროულად" ბოდიშს გიხდიან და კიდევ უფრო ვერ გიტანენ ამ ბოდიშის გამო... მერე, ანონიმურ მესიჯში, შენი სიკვდილის დეტალურად და მხატვრულად აღწერილ "სცენარს" გიგზავნიან;

3/08/2013

მდგმურის მიერ ნაჩუქარი სიცოცხლის ხალისი

ასაკის მიუხედავად სახეზე ნაოჭი არ ეტყობა, თუმცა მძიმე ცხოვრების კვამლი სახეზე მაინც იკითხება. ხელებზე ეტყობა, რომ საოჯახო საქმე უყვარს. დანაოჭებული, მაგრამ რბილი პატარა თითებით მუდამ რაღაცას აკეთებს. უსაქმურად ყოფნა არ შეუძლია. გონება ძველებურად აღარ უჭრის, აღარც ხელი და ფეხი ემორჩილება, მაგრამ ასაკს მაინც ჯიუტად ებრძვის. 78 წლისაა და როგორც თვითონ იტყვის, კუთვნილი ცხოვრება უკვე გაიარა, მაგრამ დანებებას არ აპირებს. უფრო მეტად სიარული უჭირს, რადგან წნევა აწუხებს და ბარბაცებს, ამიტომ ხშირად კედელზე მიყრდნობით დადის. მოსმენაზე მეტად ლაპარაკი უყვარს, განსაკუთრებით გარდაცვლილ შვილსა და ქმარზე. სიამოვნებს როცა მათზე დადებით შეფასებებს ისმენს.

11/29/2012

უნიღბოდ დარჩენილი მედია და პოლიტიკა

სასწაულების ეპოქაში ვცოვრობთ. ყოველდღიური სასწაული თითქოს ჩვეულებრივ მოვლენად გვექცა.
გულწრფელად ვიტყვი, რომ ამ არჩევნებზე ძალიან გამიჭირდა. მეტისმეტად ბევრი რამ მოხდა, იმისთვის, რომ ადვილად გადამეხარშა. ხელისუფლების ცვლილებას არ ვგულისხმობ, მის თანმდევ მოვლენებზე მაქვს საუბარი.
მოკლედ რამდენიმე მათგანს გამოვყოფ:

6/15/2012

ოცნებიდან რეალობამდე... ბავშვობის ახდენილი ოცნება

რამდენიმე დღის უკან ურეკში მომიხდა გადაღებაზე წასვლა. ურეკთან ახლოს ბებია
ცხოვრობს და ბავშვობაშიც ხშირად ჩავდიოდი დასასვენებლად.
ბოლოს 2005 წლის ზაფხულში ვიყავი. წლების შემდეგ პატარკაციშვილის მიერ გალამაზებული "იმედის" ქალაქი კიდევ უფრო გაპარტახებული იყო... მეწყინა, მეგონა უფრო გალამაზდებოდა და უფრო დამშვენდებოდა გურულების სიამაყე.
შორენა ღლონტთან ერტად პლაჟზე გავედი... ქვიშაში  ფეხშიშველი გავიარე და უნებლიედ მოგონებებში გადავვარდი...

4/16/2012

ბოზობა დაბრუნდა

ბათუმთან ვისაც აქვს შეხება ალბათ ყველას ემახსოვრება საკათედრო ტაძრის გვერდით ბორდელი. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი მკითხველისაგან, რომელიმე იყოს იქ სექსუალურად დაკმაყოფილებული, თუმცა გავლისას მაინც ექნება ნანახი ბათუმური სექს-ინდუსტრიის ცენტრი.
მოკლედ რამდენიმე წლის წინ, როგორც იქნა და მთავრობას აზრად მოუვიდა დაეშალა ეს ბარაკები და მეძავები მიმდებარე ტერიტორიიდან გაეყარა. ეს მშვენიერ დღესაც ჩატარდა რეიდი და „ხათრიანი დეიდები“ თავშესაფარის გარეშე დარჩნენ. ვერ გეტყვით სად წაიყვანეს ან რომელიმე მათგანი თუ დააკავეს, მაგრამ თითოეულ ბათუმელს გაეხარდა ამ ინდუსტრიის ნგრევა.

რა ხდება ქართულ ციხეში


სულ მაინტერესებდა რა ხდება ქართულ ციხეებში, რა პირობებში უწევთ პატიმრებს  ცხოვრება, როგორი საკვები მიეწოდებათ და ა.შ. მაგრამ არასოდეს მომცემია შანსი ეს ყველაფერი მენახა საკუთარი თვალით. ჩვენი ტუჩსქელი მინისტრი კი ამტკიცებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებები საჯაროა და იქ ყვავის ყველაფერი, თუმცა პატიმართა ოჯახის წევრები სხვა რამეს ამტკიცებენ.

2/14/2012

მე შენ მიყვარხარ!

ვალენტინობა არა კვახი... არ ვაღიარებ ამ დღესასწაულს, რადგან ჩემთვის ამ დღესასწაულს არანაირი დანიშნულება არ აქვს... ჩემთვის ყოველი დღე ვლენტინობაა და საყვარელ ადამიანთან შეხვედრა ყოველთვის დღესასწაულია.
ამ ვალენტინობას განსხვავებულად შევხვდი. სიმართლე, რომ გითხრათ ცხოვრებაში მეორედ ვარ შეყვარებული. პირველი წარუმატებელი აღმოჩნდა, რიგი ფაქტორების გამო და არც ვნანობ დაშრებას. ახლა მას ქმარი ყავს და ბედნიერებას ვუსურვებ...

2/13/2012

რატომ არ უყვართ უცხოელები ქართულ კაფე-ბარებში?


ბათუმში კაფე-ბარებში უცხოელი სტუმრები დიდი ხანია არ უკვირთ, მით უფრო მაშინ, როცა უცხოელი პედაგოგები ჩამოვიდნენ. ყოველ საღამოს ინგლისური ენის პედაგოგები კაფე ბარებში ლუდს მიირთმევენ და მშობლიურ ენაზე ჭორაობენ.
სიმართლე, რომ გითხრათ მათი სტუმრობა კაფე ბარებში დიდად არ ახარებთ. რატომ? მიზეზი რამდნეიმეა და ობიექტური.
 პირველ რიგში არ უყვართ იმიტომ, რომ ისინი როგორც წესი "მალალიტრაშკები" არიან და მცირეოდენი ალკოჰოლიც კი ათრობთ. ეს თავადაც კარგად იციან და მცირე ოდენობის ალკოჰოლს იღებენ.

ამით ჩვენს პრეზიდენტს გაუმარჯოს!

ხოო და როგორც გალაქტიონი იტყოდა "ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის დნება' :):):):):) ნუ მთლად ამდენი ამბიცია არ მაქვს, თუმცა მე გალაქტიონისაგან განსხვავებით ვჯღაბნი ჩემს პირად ბლოგზე.
დღეს საღამოს ერედელში წასვლა გადავწყვიტე სადაც სოფოსთან ერთად სოკოს წვნიანი ვხეთქე, შემდეგ კი ვინილში გადავედი. თეომ, ქეთიმ და სალომ დაპირებული ოცი წუთის ნაცვლად საათი და ოცი წუთი მალოდინეს, თუმცა საბოლოოდ მოღოღდნენ :)

12/02/2011

სქესობრივი აქტი ხშირად არ უნდა მეორდებოდეს

გთავაზობთ უტოპიურ და უჩვეულო ინსტრუქციებს, რომლებიც საბჭოურ ეპოქაში გამოქვეყნდა. მათ შორის ნამდვილი "მარგალიტი" პროლეტარიატის სექსუალური ქცევის კოდექსია. 

1924 წელს გამოცემული ბროშურა "რევოლუცია და ახალგაზრდობა" ახალგაზრდა პროლეტარებს სქესობრივი ცხოვრების 12 ოქროს წესს სთავაზობდა:




10/30/2011

ბანკირ გოგონებში დამალული სექსუალურობა


კლასიკური ჩაცმულობა, სტანდარტული ვარცხნილობით, ცოტათი მკაცრი იმიჯი და მომღიმარი სახე - ეს ბანკის თანამშრომელი გოგონების სავიზიტო სახეა.
სხვადასხვა ბანკი ცდილობს მომხმარებლების მიზიდვას დაბალი საპროცენტო განაკვეთისა და სხვა შეთავაზებების გარდა კარგირგი იმიჯის მქონე გოგონებით ცდილობს. ბანკში ჩაცმულობა განსხვავდება ცენტრალურ ნაწილში მომუშავე თანამშრომლებსა და ე.წ. „ბექ ოფისი“-ს თანაშრომლებს შორის.

10/18/2011

რატი წითელაძის ბნელი მხარე


24 წლის რატი წითელაძემ კარატეში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ მსახიობობა და ფოტო მოდელობა გადაწყვიტა. 2009 წელს კარატისტთა მსოფლიო ვარსკვლავთა ხუთეულში მოხვედრის მოუხედავად მან შეჯიბრებებში მონაწილეობას თავი მიანება და გეზი შოუ ბიზნესისკენ აიღო. სოციალურ ქსელ ფეისბუქში მის  გვერდს 17 ათასამდე ფანი ჰყავს. ქსელში განთავსებული პიკანტური ფოტოების გამო მას სხვადასხვა სახის ურთიერთობებს არამხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგელები სთავაზობენ.

10/01/2011

ტუჩები,როგორც სექს-სიმბოლო

დიდი, მოცულობითი ტუჩები ყოველთვის ითვლებოდა სექსუალურობის სიმბოლოდ, რომლის აშკარა მაგალითია მერლინ მონრო - სექს-სიმბოლო, რომელიც დღემდე სილამაზის იდეალად ითვლება. მისი დიდი ტუჩები სექსუალური სურვილის განხორციელება იყო. ისინი თითქოს მუდმივად მზად იყვნენ კოცნისთვის და თავისდაუნებურად აგიჟებდნენ მამაკაცებსამ უმშვენიერეს ქალს, რომელიც საოცარი მოყვანილობის ტუჩები ჰქონდა, მათთვის მეტი სექსუალურობის მისანიჭებლად კი მონრო პატარა ეშმაკობას იყენებდა: თავდაპირველად ტუჩებზე ფუნჯით საშუალო შეფერილობის ტუჩსაცხს ისვამდა, შემდეგ ტუჩების ცენტრში - უფრო მუქი ფერის პომადას, ბოლოს კი კიდევ უფრო მუქი ტონით ტუჩის კონტურებს მოხაზავდა

რატომ წავიდა ჯეოსტარში ნიკო ბერიძე?

მისი კარიერა ბავშთა ოპერის დროს დაიწყო. მაშინ მხოლოდ 10 წლის იყო. მანამდე სტუდია „ჩანგი“-ს აღსაზრდელი იყო. მოგვიანებით ჯგუფ „დაიმონდსი“-ს სოლისტი გახდა. ითამაშა სხვადასხვა მიუზიკლში, მაგრამ ბოლოს „ქეთო და კოტეში“ შესრულებულ როლმა მას კვლავ პოპულარობა მოუტანა. იგი 21-ე საუკუნის კოტედ იქცა. ეხლა კი სოლო კარიერის გასაგრძლებლად და თავისი შესაძლებლობების წარმოსაჩენად ჯეოსტარის სცენიდან გააგრძელებს ბრძოლას.

ნიკო ბერიძე 23 წლისაა, თუმცა დიდ სცენაზე ყოფნის 13 წლიანი გამოცდილება აქვს. 2000 წელს სტუდია „ჩანგი“-ს ბაზაზე შექმნილი ბავშთა ოპერის ერთ-ერთი მთავარი სოლისტი იყო.  2003 წელს ბავშთა ოპერის დახურვის შემდეგ ახალგაზრდულ მუსიკალური თეატრში გააგრძელა მოღვაწეობა. მუსიკალურ ცენტრთან არსებულ ამ თეატრმა  რადენიმე სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს. მათი ბოლო სპექტაკლი კი დაახლოებით ერთი წლის წინ „თავფარავნელის ბალადა“ იყო.
-        „ქეთო და კოტეს“ რაც შეეხება ჩემთვის ძალიან მნიშვნელვანი იყო ამ როლის თამაში, ისეთ ხალხთან მიწევდა მუშაობა დოი, ნიკა, ნანი, სოფო და სხვები.  მეორე როგში იმიტო რომ ბათუმში იყო პრემიერა და მე შემარჩიეს. როცა შეეძლოთ შეერჩიათ ვინმე ცნობილი, მაგრამ კასტინგი ჩატარდა მივედი და მოვეწონე და ამიყვანეს.“

9/26/2011

არის თუ არა ლამაზი ქალი სულელი? და რამდენს უხდიან ბათუმელ მოდელებს ერთ ჩვენებაში


ბათუმში 90-60-90 სტანდარტი ამ სფეროში არ არსებობს, მთავარია იყო გამხდარი და მაღალი. მოდელების საქმიანობა არც შემოსავლიანი არაა. ჩვენებაში მათ 10-20 ლარს უხდიან, ამიტომაც ქალაქის ლამაზმანებს უმაღლესი განათლების მიღება სურთ, რადგან არ უნდათ „ლამაზი ქალი სულელია“-ს სტატუსის ჩვეში გაერთიანდნენ.
ბათუმში „ნატალის“ გახსნამდე სამოდელო სააგენტო არ არსებობდა. რამდენიმე წლის წინ კი ნატალი გაიხსნა და ადგილობრივ დინეზე მოდელების შერჩევა-აყვანა დაიწყო. ამ სფეროში არსებული მსოფლიო სტანდარტები 90-60-90 მოდელების შერჩევისას მთავარ კრიტერიუმად არ განისაზღვრებოდა. როგორც თავად მოდელები ამბობენ, მთავარია მაღალი და გამხდარი იყო. სხვა დანარჩენს კი ყურადღება არ ექცევა. ისინი ჩვენებებში მონაწილეობენ და ადგილობრივი თუ დედაქალაქური დიზაინის სამყაროს მამებისა და დედების სიახლეებს დამსწრე აუდიტორიას სთავაზობენ. ჩვენებაზე მისული ადამიანები ხშირად ამ სფერიში ვერ ერკვევიან, მაგრამ სიახლის თუ ლამაზი გოგონების ხილვის სურვილით მოწვეულ სტუმართა რიგში ჯდებიან. მათ შორის მრავავლადაა თინეიჯერები და პოლიტიკოსები.

რაზე წუწუნებენ ყველაზე ხშირად ფეისბუქში


ყველაზე გლობალურ სოციალურ ქსელში 561 340 ქართველი მომხმარებელია რეგისტრირებული. როგორგ კვლევები გვიჩვენებს მათი ძირითადი ნაწილი დღის განმავლობაში  2-3 საათს მაინც ატარებს ამ სოციალურ ქსელში.
მომხმარებელთა უმრავლესობა სოციალურ ქსელში სტატუსების წერით, ჩათაობით და ფოტოების თვალიერებითაა დაკავებული. საკმაოდ ბევრია ადამიანი, რომელიც საკუთარ გულისწუხილს საჯაროდ გამოხატავს და სტატუსის სახით კონკრეტულ ადამიანთან გზავნის საჯაროდ აგზავნის.
მასალაზე მუშაობის დროს ჩავატარეთ გამოკითხვა, თუ რის შესახებ წუწუნებენ ხოლმე ფეისბუქის მომხმარებლები. 

9/01/2011

გუგუნია ბათუმში ბათუმელების გარეშე


ფოტოს ავტორი: გურამ მურადოვი
საღამოს 9-ის ნახევრისათვის თამარის დასახლებაში ბათუმის კულტურის ცენტრის მიმართულებით ტაქსით წავედით. ქალაქიდან გამავალ ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენიმე ასეულ მეტრზე საცობი იყო. რივი ვაი ვაგლახით მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს. რუსი ეროვნების ტაქსისტი ვერ მალავდა აღფრთოვანებას კულტურის ცენტრის განახლებული შენობის სილამაზეზე. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მანქანის გაჩერების საშუალებას არ გვაძლევდნენ, ამიტომაც ლამის მიმავალი მანქანიდან ჩამოვხტი. კულტურის ცენტრის ეზოში ქართული ელიტა ირეოდა. მაღალი ქუსლები, საზაფხულო ფერებში გადაწყვეტილი საგამოსვლო კაბები, საგულდაგულოდ დავარცხნილ თმას რამდენიმე საათიანი წვალება ემჩნეოდა.

7/23/2011

სისხლისმსმელი არამკითხეები


არამკითხეს ინსტიტუტი საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით, რომ სარგებლობს ალბათ ყველა დამეთანხმებით, თუმცა ბოლო დროს განსაკუთრებით სოციალური ქსელების „გაპოპულარების“ შემდეგ მათი ოდენობა გაათმაგდა. ფეისბუქის ლაიქებიდან დაწყებული ფორუმის თემების განხილვით დამთავრებული ყველა „სხვის ომში“ ბრძენობს და საკუთარ მჭერმეტყველებას იმტკიცებს.
რაღა შორს წავიდე და გამოფორუმელებულთა საზოგადოების შესახებ მინდა ორიოდ სიტყვა დავწერო. ეს განსხვავებული კასტა იმ „დაჯგუფებას“ მიეკუთვნება, რომელის საფირმო სიტყვები „იცით მე ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ“ - წარმოადგენს. მათი დილა გვიან იწყება, რადგან ღამით ბევრი იშრომეს და საკუთარი ნაჯაფი ინტერნეტ ქსელში გამოფინეს.

7/21/2011

ვაღიარებ! ვაღიარებ! ვაღიარებ!

ვაღიარებ, რომ ვარ ჟურნალისტი
ვაღიარებ, რომ რომ ხშირად ეროსის, გრეჩიხას, მაკა ასათიანის ან მამუკა ღლონტის აგენტს მეძახიან.
ვაღიარებ. რომ ყოველთვის 2 ან 4 რესპოდენტი მყავს და ვცდილობ ორივე მხარე მყავდეს.
ვაღიარებ, რომ საშინლად არ მიყვარს პოლიტიკა, თუმცა ამ სფეროზე ვმუშაობ.
ვაღიარებ, რომ ხშირად ვბრაზდები როცა მატყუებენ (უფრო ცდილობენ დამაბოლონ) და არ ვიმჩნევ.
ვაღიარებ, რომ ჩაწერის დროს პრეზიდენტის წინაშე მუხლებზე ვმდგარვარ, ოპერატორებისვის კადრი რომ არ გამეფუჭებინა.

5/30/2011

სულგამძვრალი ჟურნალისტიკა


მცირედი წაწუწუნება თანამედროვე ჟურნალისტიკის გარშემო...
ბრიფინგები:
პოლიტიკური თუ აპოლიტიკური ორგანიზაციების ბრიფინგებისთვის რატომღაც მისაღები დრო 11:00-დან 14:00-მდეა. მათი 90% თითქმის დღის ამ მონაკვეთში ტარდება. რა თქმა უნდა იშვიათი გამონაკლისების გარდა. ბრიფინგები მუდამ ერთმანეთს გავს. მოგცემენ ნახევარ გვერდამდე მოცულობის პრესრელიზს და ზუსტად იგივე ტექსტს ჩაიკითხავენ (პირდაპირი მნიშვნელობით) ბრიფინგზევე. შემდეგ უნდა ეცადო, რომ დამატებითი კითხვებით „ამოქაჩო“ თემის სრული არსი. უმეტესწილად ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს და ჟურნალისტს ხელთ მხოლოდ პრესრელიზი (ტექსტუალური და ვიდეო მასალა) რჩება. მერე იტეხე თავი, რომ თემა გამოვიდეს. მცირედი შეცდომა და რისხვის ქარ-ცეცხლი დაგატყდება თავს.

დამღუპველი იდეოლოგია


მოდად ქცეული სიტყვები „მე ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ“ მეტისმეტად  გავრცელდა და გახშირდა. თითქოს და „ტელევიზორ მივიწყებული“ ხალხი, ხან ნანუკას შოუს გარეჩავში არიან, ხანაც პროფილის ყურების ემოციებზე საუბრობენ. არც სპეციალური რეპორტაჟის დადგმული სპექტაკლები და შეთხზული ამბების მოხსენიება ავიწყდებათ. თუკი საუბარს შეაწყვეტინებ და კითხავ  „აკი არ ვუყურებო“? თამამაც მოგიგებენ, რომ მე საინფორმაციო გამოშვებებს არ ვუყურებო. 
არც მაგის არ მჯერა, რომ საინფორმაციო გამოშვებებს, არ უყურებენ. უბრალოდ ურჩევნიათ „არ ვიცი“, „არ დამინახავს“, „არ გამიგონია“-ს პრინციპით გავიდნენ ფონს,  რომ საკუთარი აზრის დაფიქსირება და ტვინისათვის ცოტა ძალის დატანება არ მოუხდეს.

5/03/2011

ქალაქი, სადაც ყველა მეფობს...


სიტყვის, აზრის, გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც ასე ხშირად ვიყენებთ სულაც არ ყოფილა კონსტიტუციური. ყველას გონია, რომ ჟურნალისტები ყველაზე მეტად ვართ განებივრებულები ამ თავისუფლებებით, თუმცა მე საპირისპიროდ ვფიქრობ.             მაშინ როდესაც მოქალაქეები ქვეყნის კონსტიტუციას და სხვა კანონებს ემორჩილებიან, ჟურნალისტებს ემატება კიდევ ერთი მთავარი თვითკონტროლის  საშუალება - ეთიკა. დაწერილი და დაუწერელი ქცევის წესები, რომლის დაცვაც სავალდებულო თუ არა საჭირო მაინცაა.

4/27/2011

„ჭირმა გაგწყვიტოთ ყველა“

შაბათს უქმე დღის გასატარებლად მეგობრები ერთად შევიკრიბეთ. ის ისაა შევიკრიბეთ, როცა ტელეფონმა დარეკა. ვიღაც ქალბატონი საშველად გვიხმობდა. „ალო მაესტროა? სასწრაფოდ სარფში გამოდით. ტვირთი ჩამოგვართვეს და აქცია გვაქვს“ - მომაძახა ტელეფონში და გამითიშა. მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დღე მქონდა და თანაც საღამოს 8 საათი იყო, მაინც წავედი სარფში.
ადგილზე მისულს 15მდე სახეალეწილი და თმაგაწეწილი ქალბატონი დამხვდა. „ერთი ცალი თეთრეული გადმომქონდა და ჩამომართვეს. ეს რა უბედურებაა.

4/19/2011

20 აუცილებელი სიტყვა აჭარაში :)


უკანდისხან - ბოლო დროს, ცოტა ხნის წინ
ამას წინაებზე - ამას წინათ
დიმიდინგლე - მომისმინე
ფლენ - მარხავენ
აგზე - აქ
რაცხაფერ - რაღაცნაირად, როგორღაც
ზოვლი - ძალიან
იმმეტა - რაღაცაზე მეტად
იმფერი - ისეთი, ისეთივე
ამფერი - ასეთი, ასეთივე
ბეჩი - ფსიქიკურად არამყარი
შტერი - იგივე სულელი
იგზე - იქ, იქვე
ჭო - მამაკაცისადმი მიმართვის ფორმა, იგივე ბიჟო

4/05/2011

სექსი ბათუმურად


მოკლედ პროფესია რას არ გაგაკეთებინებს. მაყურებელს და მკითხველს ყოველთვის ის აინტერესებს, რაც თითქოს და იცის თუმცა მაინც უნდა მეტი გაიგოს. არც ისე დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ პარკში ვსეირბობდი.  შეყვარებული წყვილები, კაცის თუ ქალის მაძებარი ახალგაზრდები ყველა გამვლელ გამომვლელს ათვალიერებენ. მე ისევ მოსამზადებელ სიუჟეტებზე და ბლოგის მიმართ უყურადღებობაზე ვნერვიულობ. უცებ თავში რაღაც იდეა მომივიდა. ეს ის არის! -თქო და პუშკინის ქუჩისკენ დავიძარი.
თავდადებულის ქუჩიდან პუშკინზე გადავედი და ქუჩას მარჯვნივ დავუყევი. პირველივე ქუჩის კვეთამდე ქუჩის კუთხეში ამინდთან შედარებით ზედმეტად „თხლად“ ჩაცმული ქალი შევნიშნე.

3/30/2011

ბევრის აზრი ფეხზე მკიდია

ვიღაცისთვის მეგობარი ვარ ვიღაცისთვის სოფლიდან ჩამოსლი გოიმი
ცინიკური დამოკიდებულება... ირონიული კითხვა და ბევრი პირდაპირი შეურაწყოფა მომისმენია და გამიტარებია. ბევრი მიფიქრია და ბევრიც მინერვიულია.
მერე და რა, თუ ეროვნული გამოცდების ტესტებისთვის ფული ურეკში, პლაჟზე ვაჭრობით ვიყიდე?
მერე და რა, თუ ეროვნული გამოცდების გადასახადი სახლში მოვიპარე და მშობლებისგან მალულად შევიტანე?
მერე და რა, თუ მასწავლებელთან მომზადების ფული არ მქონდა?
მერე და რა, თუ პირველი გამოცდის დროს უნივერსიტეტი სად იყო არ ვიცოდი და ძლივს მივაგენი?
მერე და რა, თუ გამოცდებზე არავისნ მყავდა გულშემატკივარი?
მერე და რა თუ უნივერსიტეტში პირველ დღეს არავის ვიცნობდი?

3/22/2011

როგორ მოატყუეს მერია?

სამი დიპლომი მიდევს სახლში, მაგრამ მარშუტკაზე ვმუშაობ მაინც - ამბობს გულდაწყვეტით რეზო.
ეხლა ტენდერი ჩაგვიტარეს და მარშუტკის რაოდენობის განახევრებით დაგვემუქრნენ. არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ლუკმა პურის დაკარგვა არ მინდოდა, ამიტომაც რაღაც უნდა მომეფიქრებინა.
ქართველების მოუგონებელი არაფერიაო, ხოდა მშირმა კუჭმა მიკარნახა რაც უნდა მექნა. ტენდერის პირობებს გადავხედე. ე.წ ტექპასპორტში ავტომობილის ფერი, სერიული ნომერი და მარკა წერია. მაგალითად თეთრი ფერის ფორდი JFF- 577. კონკურსს ფაქტიურად ამ სახელით გადის. იდეა მაქვს!!!...

3/21/2011

გასკდით გულზე არა ბათუმელებო :)


სექტემბრიდან - 11 სექტემბერის ჩათვლით, საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსიGolden Talent 2011-Batimi უმასპინძლებს მსოფლიოს  25  ქვეყნის პოპულიარულ   შემსრულებლებს.
წარმოგიდგენთ მონაწილეებს თავისი საკონკურსო ნომრებით:

3/04/2011

თანამედროვე სამყაროს ხიბლი

თანამედროვე პოლიტიკოსი
თანამედროვე მამა

თანამედროვე პენსიონერი პენსიის აღებიდ დღეს

თანამედროვე მედია

თანამედროვე სექსი

თანამედროვე ეკონომიკა

თანამედროვე ინტელიგენცია

თანამედროვე პედაგოგი

თანამედროვე საჯარო მოხელე


თანამედროვე საჯარო მოხელის დამოკიდებულება

თანაედროვე ქალი

2/25/2011

ვინ იტყუება - მოსახლეობა თუ სამინისტრო?


იმის გასაგებად თუ რა სიტუაციაა მაღალმთიან რეგიონში და როგორ ცხოვრობს მოსახლეობა ჟურნალისტები და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი შუახევის რაიონში გავეშურეთ.
შუახევის რაიონული ცენტრიდან  მარეთის ხეობისკენ გავემართეთ. სოფლის ოღრო-ჩოღრო გზებზე თოვლის საფარი თანდათან იმატებს. რამდენიმე კილომეტრში დასახლებული პუნქტები არ მოჩანს. სახლები მხოლოდ მთის ფერდობებზე, კილომეტრების მოშორებით მოჩანს. თოვლის საფარის მატებასთან ერთად ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ.
გზად თოვლის გამწმენდი გრეიდერი შეგვხვდა, რომელიც ძირითადად ქალაქისთვისაა განკუთვნილი. გრეიდერის მძღოლის თქმით ტრანსპორტი მაშინვე აჩერებს მუშაობას, როგორც კი მცირე დაბრკოლება ან ქვა შეხვდება. ამ გზებზე კი იგი თითქმის ვერ მუშაობს. გრეიდერს სატვირთო ავტომანქანაც ახლდა, რომლითაც შ.პ.ს. „შუახევის გზის“ დირექტორი მურმან დავითაძე ახლდა.დავითაძე ჩვენ გამოგვყვა და გზა სოფლებისკენ განვაგრძეთ.

 მაღალგამავლობის ავტომანქანით გადაადგილება მხოლოდ ე.წ. მომწვრის ხიდამდეა შესაძლებელი. ხიდთან ზვავის მიერ ჩახერგილი გზა გაწმენდილია, თუმცა ხიდს იქეთ გადაადგილება მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. ხეობაში სატვირთო ავტომობილის ხმა გაისმა. მისი გრუხუნი მიძინებულ ხეობას ექოდ გასდევდა. ხიდი მალე სატვირთომ გადმოკვეთა, რომელსაც საბარგული არ ქონდა. საბარგულის ფუნქციას ძარაზე დადებული რამდენიმე ფიცარი ასრულებდა. საბარგულის წინა მხარეს სურსათი ელაგა. ფქვილი, ზეთი, შაქარი და სხვა პირველადი მოხმარების ნივთები მწვანე „შპაკატით“ არის მიმაგრებული ძარას. სატვირთოზე 30-მდე ადამიანი თავს ერთადერთ ბაგირზე იმაგრებს თავს.
ხიდის გადმოკვეთის შემდეგ სატვირთო ჩვენთან გაჩერდა. საბარგულზე მყოფი ადამიანები ჩამოვიდნენ და მცირე შესვენება გააკეთეს. განხილვის ძირითადი თემა რამდენიმე დღის წინ სოფელ მახალაკიძეებში მცხოვრებ დავით მახარაძის გარდაცვალება იყო. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ გარდაცვალების მიზეზი  გზების  და მედიკამენტების არ არსებობა იყო.  გარდაცვლილი დიაბეტით იყო დაავადებული. ოჯახაში მხოლოდ მოხუცებული ცოლ-ქმარი ცხოვრობდნენ. ცოლმა დავით მახარაძე მეზობლების დახმარებით, ციგით საავადმყოფოში სამკურალოს გამოაყოლა. რამდენიმე საათში კი ავადმყოფი, უკვე გარდაცვლილი ისევ ციგით მიასვენეს სახლში.
 მოსახლეობის გაღიზიანების მთავარი მიზეზი მედიასაშუალებების მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელება  იყო. მათი თქმით ჯანდაცვის სამინისტრომ მოიტყუა, როცა ერთ-ერთი ტელევიზიით თქვა, რომ თითქოს დავით მახარაძე სამინისტროს წარმომადგენლებს სპეცტექნიკით გადმოჰყავდათ და ოჯახის წევრებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. იგინი განმარტავდნენ, რომ გარდაცვლილი თავად მოსახლეობას, ციგით მოჰყავდათ და გზაში გარდაიცვალა. სამინისტრო საერთოდ არ დაინტერესებულა სოფელში არსებული სიტუაციით. ისინი ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევასაც უარყოფდნენ.
რამდენიმე წუთიანი გაჩერების შემდეგ გზას სატვირთო ავტომანქანით, მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელეთ. ბოლო 20 დღის განმავლობაში ჩვენ პირველები ვართ ვინც ავტომანქანით გადაადგილდება ამ გზაზე. თოვლი, სოფლის გზები, პატარა და საშუალო ზომის ზვავები გადაადგილებისას დაბრკოლებებს ქმნის. ადგილობრივები ყოველ დაბრკოლებაზე საბარგულიდან ჩამოდიან და ერთიანი ძალით ასუფთავებენ გზას. ასე გავიარეთ 5 კილომეტრი. უცებ მგზავრებმა მძიმედ ამოიოხრეს. წინ, გზა ზვავს ჩაეხერგა. მოსახლეობამ გზის განთავისუფლება ხელით დაიწყო, მაგრამ 10 მეტრამდე ზვავს ვერაფერი დააკლეს, ამიტომაც მურმან დავითაძემ ტრაქტორი გამოიძახა.
უკვე საღამო იყო. უახლოეს სოფლამდე რამდენიმე კილომეტრი იყო. უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ. 5 კილომეტრი ღამით ფეხით გამოვიარეთ და ჩვენს ტრანსპორტს დავუბრუნდით. რამდენიმე საათის შემდეგ გავიგეთ, რომ ტრაქტორმა გზა გაანთავისუფლა და მოსახლეობამ შეძლო ოჯახებში დაბრუნება.


2/20/2011

გიჟო, გამამათრახე!

დღეს დეასგან მესიჯი მივიღე. ვინილში (კაფეა ასეთი)  მივდივართ და თუ წამოხვალო. შეხვედრის დრო საღამოს 7 საათი დავთქვით და  საქმეებს მივხედეთ.
სამუშაო დღის ბოლოს ერას მოედნისკენ, ვინილში გავეშურე. კაფეში დეა, საა, დენიელი, ნინა, დასთინი, ნოე და დეას მეგობარი ნანუკა დამხვდნენ. კაფის პატარა სივრცეში მეგობრებისთვის "საჭუკჭუკო" გარემო იყო. საა და ნოე "იქს-ნულს" თამაშობდნენ... დენიელი და ნინა თავისთვის ფუსფუსებდნენ... ვინილის მენეჯერი ლევანი და ირაკლი ბართან თავის პონტში საუბრობდენ.
შემდეგ ლუდი, ყავა, სიგარა...


ვინილი უცხოელი პედაგოგების საყვარელი თავშეყრის ადგილია. იქ შესულს თავი ამერიკის რომელიმე კაფეში გეგონება. ენის გასატეხად და ინგლისურის დასახვეწად საუკეთესო გარემოა. საოცარი მოსასმენია ამერიკელების ქართულად ლაპარაკის მცდელობა. დასთინს ქართულად "ბაყაყი წყალში ყიყინებს" და "ჩემო უღრუტუნებულესობავ" თქმა ვასწავლეთ. თავად კი ინგლისურად "Amtidisestablishmanttorrienism" "superkolaphredulessexpialadoshus" ვაი ვაგლახით გვათქმევინა.
შემდეგ სიტყვების უფრო გართულება და მაიმუნობა დავიწყეთ. დეას ვთხოვე დასთინისთვის ეთხოვა "მოდი გამტყიპე გიჟო" და "გამამათრახე" ესწავლებინა. მეგობრებმა ჩემი ნათქვამი დასთინისადმი გზავნილად ჩათვალეს და დამცინეს.
ქართულ-ინგლისური "ენის წვალება" რამდენიმე საათს გაგრძელდა.
ვინილის შთაბეჭდილებების წიგნში ნახევარი გვერდიც შევავსე და დავიშალეთ.
აშკარად სასიამოვნო კვირა დღე გამომივიდა...

2/19/2011

უპატრონოდ დარჩენილი შადრევნები ბათუმში

ფანტანების ბუმა განსაკუთრებით ბათუმში იჩინა თავი. "მოცეკვავე", "მორბენალი", "მოჩუხჩუხე" შადრევნები ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია თავმოყრილი. ნინოშვილის ქუჩაზე "მოცეკვავე" შადრევანი "ცეკვით" ზაფხულობით ათასობით ადამიანი საათობით ტკბება.
ზღვასპირა ქალაქში ადამიანები ლამის ქოლგებით დადიოდნენ.
შემოდგომაზე შადრევნები, როგორც ბათუმი სიცოცხლეს ანელებენ.

ზამთარში მხოლოდ ცენტრალურ ბულვარში არსებული შადრევანი აგრძელებს სიცოცხლეს.
კლასიკური მუსიკის ფონზე ის თავისთვის მდარედ იზმორება....

რა ხდება შადრევნების დაფინანსებაში?
წელს ბათუმის საკრებულოს მიიღო გადაწყვეტილება, რომ შადრევნების ეპოქა დასრულდა და მას დაფინანსება არარ სჭირდება. ბიუჯეტის მუხლში "შადრევნების მოვლა პატრონობის ხარჯი" - თანხის გასწვრივ წერია - 0. ქალაქის ათეულობით შადრევანი მოუვლელი დარჩა...
შადრევნის აუზის გაწმენდის, ახალი წყლით გავსების და სხვა ხარჯი დაიზოგა. სამაგიეროდ  ზაფხულობით ჩამოსულ ტურისტებს უკვე გამწვანებული და "სუნიანი" შადრევნები დახვდება.
ალბათ ლამაზი იქნება მწვანე შადრევანი და ასევე მსიფლიოში პირველი "სუნიანი" შადრევნების ქალაქი.
ბიუჯეტის წაკითხვის დროს პირველი პარალელი ჩემს უბანთან გამიჩნდა. უბანში, რომელშიც მე ვცხოვრობს სახელმწიფოს მიერ გაკეთებული შადრევანი არ არის, თუმცა გვაქვს ბუნებრივი შადრევანი. ეს შადრევანი კვირაში ერთხელ მაინც ამოხეთქვას და ქუჩას უბნელების გმირობით ავსებს. კანალიზაციის ჭიდან ამოფრქვეულ შადრევანს ყველა სახის საჭმელ-სასმელის ნარჩენები მოყვება და საოცარი სუნი დასდევს. ამ შადრევანს, როგორც მეზობლები ყვებიან ყველა როდი გაურბის. ერთ-ერთმა ლოთმა ერთი "პოლიტრის" შეპირების შემდეგ პირი დაიბანა. ასე, რომ არც ისე ცუდია მსგავსი შადრევნები.

რა შეიძლება მოყვეს ამას?
ვერ ვიტყვი, რა ბედი ეწევა ასეთი პიარით გაკეთებულ შადრევნების მიტოვებას, მაგრამ ეს მასალა თუკი ისევე "და-shear"-ების" შემთხვევაში ისევ ისეთი რიცხვა და ალიაქოთი მოყვება, როგორც წინა პოსტს.
ხოო და მერე ჩამახრჩობენ ამ შადრევანში და დამმარხავენ "აქციის"ფარგლებში ახალ სასაფლაოზე. :):):)