ბრიფინგები:
პოლიტიკური თუ აპოლიტიკური ორგანიზაციების ბრიფინგებისთვის
რატომღაც მისაღები დრო 11:00-დან 14:00-მდეა. მათი 90% თითქმის დღის ამ მონაკვეთში
ტარდება. რა თქმა უნდა იშვიათი გამონაკლისების გარდა. ბრიფინგები მუდამ ერთმანეთს გავს.
მოგცემენ ნახევარ გვერდამდე მოცულობის პრესრელიზს და ზუსტად იგივე ტექსტს ჩაიკითხავენ
(პირდაპირი მნიშვნელობით) ბრიფინგზევე. შემდეგ უნდა ეცადო, რომ დამატებითი კითხვებით
„ამოქაჩო“ თემის სრული არსი. უმეტესწილად ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს და ჟურნალისტს
ხელთ მხოლოდ პრესრელიზი (ტექსტუალური და ვიდეო მასალა) რჩება. მერე იტეხე თავი, რომ
თემა გამოვიდეს. მცირედი შეცდომა და რისხვის ქარ-ცეცხლი დაგატყდება თავს.
საკრებულოს სხდომები:
საკრებულოს სხდომები ბრიფინგების მსგავსაც ერთფეროვნად და ერთსულოვნად მიმდინარეობს. მას ყველა
ესწრება ვისაც არ ეზარება. წინა რიგებში მმართველი პარტიის, ხოლო უკანა რიგებში ოპოზიციის
წარმოადგენლები ზიან.
მომხსენებელს თითქმის არავინ უსმენს. არ არავის უჩნდება
კითხვა. ხანდახან თუკი საინტერესო მომხსენებელი ან თემა „გაიჩითება“, ოპოზიცია ჩაეძიება
და კითხვებს დასვამს, თუმცა ამ დროს თავმჯდომარე რეგლამენტს შეახსენებს და „თქვენ უკვე
დასვით 3 კითხვა“-თი შეაწყვეტინებს. მტკივნეული თემა თუ იქნა შეიძლება დაპირისპირებაც
მოხდეს, თუმცა სხდომის შემდეგ ყავა-სიგარეტის ფონზე ხდება შერიგება.
მომხსენებლის მიერ გამოსვლის დამთავრებიში შემდეგ კენჭისყრის
დრო დგება, სადაც უმრავლესობის წევრები თანხმობაზე ხელს მხოლოდ მაშინ აიღებენ, როცა
თავმჯდომარეს გადახედავენ და მისი ხელის მოძრაობას დააკვირდებიან. გამონაკლისები აქ
მხოლოდ 1000-დან ერთია.
შემდეგ დგება ინტერვიუების „ჩამორიგების“ დრო, სადაც
ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე ტექსტებს იმეორებენ. ეს იმიტომ, რომ ჟურნალისტებს
სხვა გზა არ აქვთ...
უმაღლესი საბჭოს სხდომები:
საკრებულოს მსგავსად ტარდება სხდომები აჭარის საკანონმდებლო
ორგანოში. ოღონს აქ უფრო ძინავთ სხდომებზე ვიდრე წინა შემხვევაში. სხვა ყველა შემთხვევა
იდენტურია.
მოქალაქეების ჩაწერის პრობლემები:
წინა შემთხვევებში ავად თუ კარგად რაღაც კომენტარი კეთდება
და რის ვაი ვაგლახით შეძლებ მის ეთერში გაშვებას. აი ყველაზე რთული მოქალაეებთან ურთიერთობაა.
მათთვის მიკროფონის და ჟურნალისტის დანახვა
ეშმაკის დანახვის ტოლფასია. მეორე ქუჩაზე თუ არ „გადახტნენ“, ისეთი სახითა და ხმით
უკვეხად გეტვიან უარს კითხვასაც არ დაგასმევინებენ. თემას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია
მოგიშორონ. „აუ კამერის წინ არ მინდა, ისე გეტყვი“. კომენტარის გაკეთებაზე თუ დაითანხმე
ვინმე, რომ უთხრა პურის ფასი გაორმაგდა, პენსიები განახევრდა და კომუნალური გადასახადები
გაათმაგდაო, კამერის წინ იმის მტკიცებას დაიწყებენ, ასე უნდა იყოს, უი რა კარგიაო.
შიშია თუ საკუთარი კანის გადარჩენის სურვილი არ ვიცი, თუმცა ფაქტი ჯიუტია... ხალხს
საკუთარი აზრის დაფიქსირებისა ეშინია.
ბოლოსიტყვა
მოდით და ამ სამი უკიდურესობის შემდეგ ჟურნალისტს მოთხოვე
არიქა ზეპროფესიონალურად მოამზადე მასალა რამდენიმე წუთში და ტელე-ეთერით მომართვიო.
მერე დაჯდები და ამდენ ოფლჩაღვრილ მასალას არ ვარგაო და პულტის დახმარებით გადართავ.
ეს პულტი, ხომ ჟურნალისტების შრომის გასანადგურებლადაა
გამოგონებული...
თუ სექსი, სისხლი და ფული არ ახსენე ფასი არ გექნება.
აბა პორნოზე, ზეძავებზე და მსგავს თემებზე გააკეთე, უცებ მნახველთა ოდენობა გაათმაგდება.
SEX -- S-ურვილი E-მატება X-ალხს...
1 комментарий:
ტარას ამ ბოლოს სექს–ზე მაგარი გაჭედილი გაქვს. რა ხდება? :)
Отправить комментарий