4/05/2011

სექსი ბათუმურად


მოკლედ პროფესია რას არ გაგაკეთებინებს. მაყურებელს და მკითხველს ყოველთვის ის აინტერესებს, რაც თითქოს და იცის თუმცა მაინც უნდა მეტი გაიგოს. არც ისე დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ პარკში ვსეირბობდი.  შეყვარებული წყვილები, კაცის თუ ქალის მაძებარი ახალგაზრდები ყველა გამვლელ გამომვლელს ათვალიერებენ. მე ისევ მოსამზადებელ სიუჟეტებზე და ბლოგის მიმართ უყურადღებობაზე ვნერვიულობ. უცებ თავში რაღაც იდეა მომივიდა. ეს ის არის! -თქო და პუშკინის ქუჩისკენ დავიძარი.
თავდადებულის ქუჩიდან პუშკინზე გადავედი და ქუჩას მარჯვნივ დავუყევი. პირველივე ქუჩის კვეთამდე ქუჩის კუთხეში ამინდთან შედარებით ზედმეტად „თხლად“ ჩაცმული ქალი შევნიშნე.


 ქალი რკინის გისოსებიან კაფეში შევიდა. ქუჩაში მიმოვიხედე და ქალს უკან შევყევი. კაფეში 6 ქალი ნახევრად შიშველ მდგომარეობაში „პლეტის“ გარშემო შემოკრებილიყო. 2 მათგანი 22-27 წლისა იქნებოდა, ერთი 30-32, ხოლო ორი ყველაზე მსუქანი და ღიპიანი 40-ს ზემოთ ასაკისა. ყველა მათგანს პარფიუმერიის და ოფლის სუნი ასდიოდა. დახეზე და სხეულის გამოსაჩენ ნაწილზე გადღაბული ტონალურს თითების კვალი ეტყობოდა. ყველაზე მსუქანი მაგიდასთან იჯდა. აშკარად ეტყობოდა, რომ ამ კაფის (და იქ მყოფთა) „მენეჯერი“ უნდა ყოფილიყო. კაფეში ერთი მაგიდა, 4 ყვითელი ფერის პლასტმასის სკამი, მინი ბარი და ზედ შემოდგმული „ხლებნაია დარი“ და „ნემიროვი“, კუთხეში კი ჩაჭუჭყიანებული ფარდებით გაკეთებული კუპე იყო. კაფეში ორი ბიჭიც იყო, რომლებიც ფასზე თანხმდებოდნენ.
ფასების გარკვევა მეც ვცადე. აქ საწყისი ფასი 50 ლარია, თუმცა ფასი დამოკიდებულია დროზე. ამ სფეროში ალბათ ყველაზე კარგად იციან გამოთქმა „დრო ფულია“.  „1 საათი 50 ლარი, რაშიც შედის სასტუმროც“ - ამბობს ერთ-ერთი სექს-მუშაკი.  ნახევარი საათი 30 ლარში შამოვა. ნაკლები არ იქნება. სიტუაციას აშკარად ეტყობა, რომ კარგად დალაპარაკების შედეგ ბოშებივით ფასს გაანახევრებდნენ. კაფეში 4 ბიჭი შემოვიდა. ქალების შეთვალიერების გარეშე 4 წამოვიდესო და გარეთ გავიდნენ და ტაქსთან დადგნენ. გამოძახებას გაყვნენ და იმან ვისთანაც ფასის საკითხებს ვარკვევდი მომაძახა: ნახევარი საათი თუ დამელოდები ჯადოსნურ ღამეს გაგატარებინებო. ოთახში მხოლოდ ღვაწლმოსილი და ჩაპუტკუნებული სექს-მუშაკები დარჩნენ. ვიკითხე პოლიცია თუ უშლიდა მათ მუშაობას და რაიმე პრობლემა, ხომ არ შემექმნებოდა... მა განმიცხადეს, რომ პოლიციაც სარგებლობდა მათი მომსახურებით და ამიტომაც დაზღვეულები იყვნენ სამუშაოს დროზე ადრე შეწყვეტისაგან.
კაფედან გამოვედი და ქუჩაში კიდევ ერთხელ მიმოვიხედე. კაფედან პირდაპირ  რამდენიმე მეტრის მოშორებით ბათუმის მერის სახლია. იქვე გვერდით ქუჩების კვეთის მეორე მხარეს კიდევ ერთი კაფეა, სადაც ფასები ცოტათი იმატებს. აქ სექსით მომსახურება მინიმუმ 50 ლარი დაგიჯდებათ. ქალები უფრო მოწესრიგებულები არიან და კაფეც უფრო კომფორტულია.
იქვე მდებარეობს პუშკინის ქუჩის „გლამურული“ სასტუმრო „ანა“, სადაც ერთი შეხედვით არაფერი ხდება, თუმცა რეგისტრატორთან შეთანხმების შემდეგ არჩევანის საშუალება გეძლევა. ფასები აქ 100  ლარიდან იწყება. ამ ფასში არ შედის სასტუმრო. სასტუმრო პლუს 40 ლარი ღირს. ქალები ზომიერად გაღებილები არიან თუმცა ოფლის და მაკიაჟის ნაზავი მათთანაც იგრძნობა.  პუშკინის ქუჩაზე, რომელიც დღისით სანტექნიკითაა ცნობილი ღამიღ ქალ-ტექნიკითაა ცნობილი. მხოლოდ ამ ქუჩაზე 20-მდე სექსმომსახურების ობიექტია.
ქალაქის ყველაზე იაფი სექს-მუშაკები ჭავჭავაძეზე თიბისი ბანკის გვერდით, ე.წ. „ძველი რკინიგზის სადგურის“ წინ არიან. აქ ქუჩაში ღამის 12-დან გამოდიან. ფასები 5 ლარიდან იწყება და თქვენ წარმოიდგინეთ მუდმივ კლიენტებზე „ნისიაც“ კი მოქმედებს. აქ მისული მამაკაცის მთავარი არსი ერთადერთია „დირკა ნაშოლ - ჰაიდა პაშოლ“... სექსი 5 ლარად მკურნალობა 500-ად.
განსხვავებული ფასებია  ხოფაზე მდებარე სასტუმრო  „მარი“-ში.  იქ ფასები 60-დან 150 ლარამდე მერყეობს. ფასები დამოკიდებულია დროსა და მომსახურების ტიპზე.
ქალაქის ყველაზე „სვეცკი“ სექსმუშაკები ინტურისტში და სხვა დიდ სასტუმროებში არიან. ისინი მთელი ღამით მომსახურებაში 100 დოლარიდან ზემოთ იღებენ.
მგონი ჯობია აქ გავჩერდე. ეს პოსტი ვიღაცას რეკომენდაციად გამოადგება, ვიღაცა ახალ რაღაცას გაიგებს, ვიღაცა კი საქმე გამოლეულად ჩამთვლის, თუმცა ფაქტია, რომ სექსი ეს ის საკითხია, რომელიც ყველას ყოველთვის აინტერესებს.

4 комментария:

sulxan mesxidze комментирует...

:):):):) ramdenjerme mec mqonda mcdeloba am temaze damewera tumca respodentebi ar damtanxmden:D:D:D:D:D ertxel mati nisiebis rveuli chamivarda:D:D:D:D bevrs ramdennime nisia hqonda da ewera 10 +15+ 50 anu sxvadasxva droebi aigo :D:D:D:D:D

მარი комментирует...

სასტუმრო "აჭარა"-შიც შეგეხედა, პარკთან, იდეალური ადგილია, აი ქალების და ფასების იდეალურობაზე ვერაფერს ვიტვყი, გადასამოწმებელია და შენზე მომინდია :) :)

Анонимный комментирует...

:))))))))))

Анонимный комментирует...
Этот комментарий был удален администратором блога.