3/30/2011

ბევრის აზრი ფეხზე მკიდია

ვიღაცისთვის მეგობარი ვარ ვიღაცისთვის სოფლიდან ჩამოსლი გოიმი
ცინიკური დამოკიდებულება... ირონიული კითხვა და ბევრი პირდაპირი შეურაწყოფა მომისმენია და გამიტარებია. ბევრი მიფიქრია და ბევრიც მინერვიულია.
მერე და რა, თუ ეროვნული გამოცდების ტესტებისთვის ფული ურეკში, პლაჟზე ვაჭრობით ვიყიდე?
მერე და რა, თუ ეროვნული გამოცდების გადასახადი სახლში მოვიპარე და მშობლებისგან მალულად შევიტანე?
მერე და რა, თუ მასწავლებელთან მომზადების ფული არ მქონდა?
მერე და რა, თუ პირველი გამოცდის დროს უნივერსიტეტი სად იყო არ ვიცოდი და ძლივს მივაგენი?
მერე და რა, თუ გამოცდებზე არავისნ მყავდა გულშემატკივარი?
მერე და რა თუ უნივერსიტეტში პირველ დღეს არავის ვიცნობდი?
მერე და რა თუ ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტი დავამთავრე და არა რომელიმე ძვირადღირებული სასწავლებელი?
მერე და რა, თუ 3 ჯერ შემიჩერეს სტუდენტის სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო?
მერე და რა, თუ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ვსწავლობდი, რადგან იაფი იყო?
მერე და რა თუ ქალაქში არ დაბვადებულვარ და სადმე ცენტრალურ უბანში არ ვცხოვრობდი?
მერე და რა, თუ სოფლელი ვარ?
მერე და რა თუ, „კრიშა“ არ მყოლია და მარტოს მიწევდა სულ „ბრძოლა“?
მერე და რა, თუ ბევრს ჩემი განსხვავებული აზრი არ მოწონს?
მძიმე ცხოვრება გამოვიარე (სამწუხაროდ ბევრს ჩემზე მძიმე ცხოვრებაც ქონდა) და ზუსტად ვიცი რა მინდა ცხოვრებაში.
ბევრისთვის სოფლიდან ცალ-ცალი კალოშით ჩამოსულად ვრჩები და სულაც არ მიტყდება ეს შეფასება,
ბევრისთვის ინტრიგანი ვარ, რომელიც ყველაფერში ცუდს ეძებს და ხმამაღლა იმიტომ ამბობს, რომ თავი გამოიჩინოს,
ბევრისთვის არაპროფესიონალი, ვარ რომელსაც დიდი ამბიციები აქვს,
ბევრისთვის „პედიკი“ვარ და გონია, რომ კაცები მომწონს,
ბევრისთვის გიომი ვარ, რომელიც ნერვებს უშლის,
ბევრისთვის საშუალება ვარ რომ მისი სიახლეები გაშუქდეს მაესტროზე,
ბევრისთვის არაფერი, ვარ და არც არაფერს ვუშლი...
ჩემთვის?
ჩემთვის განსხვავებული აზრიც მისაღებია და არაობიექტური შეფასებაც...
ჩემთვის ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია, რადგან ყველას აქვს რაღაც განსაკუთრებული,
ჩემთვის ყველა კოლეგა მნიშვნელოვანია, რადგან მათგან ბევრს ვსწავლობ,
ჩემთვის ფულიც მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის არსებობა პირდაპირ მასზეა დამოკიდებული,
მე ერთი უბრალო ადამიანი ვარ, რომელიც ყველას უღიმის არა იმიტომ, რომ რაღაც გამოსძალოს, არამეს იმიტომ, რომ ისევე უნდა ექცეოდნენ, როგორც ის ექცევა სხვებს.
მე მაქვს ცხოვრებაში მიზანი და ამ მიზნისთვის ვიბრძვი.
მე მეამაყება, რომ არასოდეს მიმიღწევია მიზნისთვის სხვის ხარჯზე,
მე კაცი, ვარ რომელსაც „სხვანაირი“ორიენტაციის შეფასებას იმიტომ აძლევენ, რომ განსხვავებული ხმის ტემბრი და „ზამაშკები“ აქვს, თუმცა ეგ შეფასება ნამდვილად არასწორია.
მე მიყვარს ჩემი საქმე და მუშაობის დროს ყოველთვის ვცდილობ ვიყო ობიექტური,
მე მაქვს პრინციპები, რომელიც შესაძლოა აბსურდულიც კი იყოს, მაგრამ არადროს ვარღვევ მათ,
მე არ ვიყიდები და არც ავიყიდები,
მე ვარ და ვიქნები ისეთი, როგორიც ვარ.

ვისაც უნდა მიმიღოს ასეთი, როგორიც ვარ... ფეხებზე მკიდია ბევრის მოსაზრება.... ფეხებზე მკიდია ბევრის შეფასება,
ფეხებზე მკიდია ბევრის დამოკიდებულება,
 ფეხებზე მკიდია ბევრი რამ.
ვიღაცისთვის ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთი არგუმენტი იქენება იმის დასადასტურებლად რომ გოიმი ვარ.
ვიღაცისთვის კიდევ უფრო ახლო გავხდები,
ვიღაცისთვის არაფერი შეიცვლება,
ვიღაცა შენიშვნას მომცემს,
 ვიღაცა თანამიგრძნობს,
 ვიღაცა დამცინებს....
მე ხომ ვიცი, ვინც ვარ და რაც მინდა... მე ყველასთან ვმეგობრობ განურჩევლად ყველაფერისა!
მერე და რა, ბევრისთვის მე „ცალკალოშიან“ სოფლელად თუ ვრჩები :)

3 комментария:

Dato trapaidze комментирует...

რა ხდება ტარიელ? ამოფეთქა?
არაუშავს. იცის ხოლმე. ასეთი პოსტის დაწერა ჯერ კიდევ ბევრჯერ მოგინდება. მთავარია შემდეგ შენთვის გააკეთო ანალიზი. დროთა განმავლობაში რიგი ფასეულობების გადაფასება ხდება. მტკივნეული მომენტია, მაგრამ სასარგებლო. ასე რომ გაუძელ და წინ იარე ;)

Анонимный комментирует...

da, mere ra, rom cal kaloshiani sofleli xar? lomonosovi fexshishvela goimi iyo da isic ar iyo peterburgeli......mtavaria, tvinshi ra gidevs da guli rogori gaqvs. ceris sheneuli, gansxvavebuli manera ki, damijere, bevrs shurs.

Unknown комментирует...

yvelani sakutari identobit unda vamayobdet.. ase rom, daikide