2/13/2011

ქართული "პერო"

ბევრჯერ გამიგია "პეროგარჭობილი საზოგადოება", "გეგონება პერო აქვს გარჭობილიო" და ა.შ. სულ მაინტერესებდა ვინ და რატომ ირჭობდა პეროს...
ამას წინათ ერთ-ერთ საინტერესო ბლოგზე ვნახე პოსტი "ტრ**ში პეროს ინსტალაცია" და "ბათუმის პეროგარჭობილი საზოგადოება".
 საინტერესო იყო ჩემთვის თანატოლისგან პეროგარჭობილის განმარტება და თანატოლის მოსაზრება პეროგარჭობილ ადამიანებზე.
 "ბათუმის პეროგარჭობილი საზოგადოების" კითხვა რომ დავიწყე სისხლი გამეყინა... 
პირველ აბზაცში "ისინი ბათუმის რამოდენიმე "აი რაღაცნაირ" ბარებში არიან გადანაწილებულნი. ფეხი ფეხზე გადადებული, კოხტად მოკალათდებიან სავარძლებში, სიგარეტს უფუილებენ და ნეკათით აკაპიწებული ეწრუპებიან ყავას..."  აკუთარი თავი დავინახე. კაფეში ფეხი ფეხზე გადადებული, სიგარეტით ხელში, ყავას ხშირად ვწრუპავ... მერე კი როცა საქმე ხელოვნებაზე და ფოტოსესიებზე მიდგა მივხვდი რომ ამ ქალაქში ჩემზე უარესებიც არსებობენ და უკან მორჭობილი პეროს ტკივილი შემიმსუბუქდა.
ალბათ ყველა თვლის, რომ პეროგარჭობილი არ არის. თუმცა პეროგარჭობილის იმდენივე ვესიაა რამდენი ადამიანიცაა.
ვერ ვიტყვი რომ პეროგარჭობილია ადამიანი ვინც ქალაქის ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. ღონისძიებებს "არ მაზავს" და ცდილობს არ იყოს მკვდარი. არც კაფეში სიარული და სიგარეტის გაფუილება მიმაჩნია პეროს გარჭობის სადარად. ამ ქალაქში არც კინოთეატრია, არც თეატრი (იშვიათად თუ არის ხოლმე სპექტაკლი) და არც სხვა გასართობი ფორმა.
ისმის მარტივი კითხვა რა ქნან ახალგაზრდებმა? - "ბირჟაზე" იდგნენ და იქ აფუილონ სიგარეტი? თუ სახლში დაჯდნენ და კომპიუტერს ჩასციცინებდნენ მთელი დღე ან ჯოკერს თამაშობდნენ? - მგონი არა. აჯობებს ისევ კაფეში დაჯდნენ, სიგარეტიც აფუილონ და თუნდაც აკუილონ. მთავარია ვირტუალური სამყარო არ შექმნან და ადამიანის სახე არ დაკარგონ. 
პეროგარჭობილობა ვფიქრობ ისაა, როცა ვიღაცა მეორეს თავის დარად არ თვლის... ზემოდან დაჰყურებს... განსხვავებულად მეტყველებს (უფრო იპრანჭ-იტყლარჩება), ყველას დასცინის (გემობართან ან შინაგანად) და ვითომ fashion ზმანზე "ტასაობენ"... თუმცა შიძლება ზმანით არ იყოს პეროგარჭობილი თუმცა სულით პეროიანთა დედო იყოს...
ვფიქრობ ეგ ნიშნები არ მახასიათებს... არც პეროს ვგრძნობ ტრ**ში... 
რავი... თუ ვინმე დაინახავს ჩემს უკანალში გარჭობილ პეროს, იმედია ფერადად და ლამაზად გადაშლილს მაინც დაინახავს და ჩვენს ლამაზ ქალაქში დეკორაციის გამოვლინებად ჩათვლის....

2 комментария:

Xmunka комментирует...

აბსოლიტურად გეთანხმები ტარიელ :)

Анонимный комментирует...

შენ არ მეისპე საცხა :D შენ ნამდვილად ვერ მიხვალ იმ ზეყოყოჩ საზოგადოებასთან ტატო;) არავის უთქვამს რომ ახალგაზრდები ბირჟებს უნდა დაუბრუნდნენ და სახლებში ჩაიკეტონ ;) სწორედ მაგას ვიძახი, "პეროგარჭობილობა ვფიქრობ ისაა, როცა ვიღაცა მეორეს თავის დარად არ თვლის... ზემოდან დაჰყურებს... განსხვავებულად მეტყველებს (უფრო იპრანჭ-იტყლარჩება), ყველას დასცინის (გემობართან ან შინაგანად)"... აბა რას ფიქრობ ნორმალურია, ფილმის განხილვაზე "K"აცი რო იტყვის: "არ ვიცი ახლა, ამ ფილმის აზრი ისე როგორ აგიხსნათ, რომ თქვენ გაგაგებინოთ!"... WTF?! :D :D
p.s. IF რა მომინდომე, გეგონა პოსტი შენზე დავწერე? :D :D
ეს რამხელა კომენტარი გამომივიდა :O