პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამაში ახალი არაფერია, მაგრამ საინტერესოა რა ხდება ამ დღეს და როგორი პიარ-აქციებით ებრძვიან შიდსს.
როგორც სტუდენტობის განვლილი წლებიდან მახსოვს ამ დღეს 238 აუდიტორიაში სემინარ-შეხვედრები ტარდება შიდსის შესახებ, სადაც სლაიდ-შოუებისა და ფლაეერების დახმარებით ვიგებთ, რომ შოდსი კოცნით, შეხებით და საერთო მოხმარების ნივთებით კი არა სქესობრივი გზით გადადის.
ეგ ყველაფერი გასაგებია... მაგრამ...
ამ დღის ხიბლი და კულმინაცია ის არის, რომ შეხვედრის ბოლოს ასეულობით პრეზერვატივი რიგდება. "სიკო", "მასკულანი" და სხვა დასახელების პრეზერვატივებს სტუდენტები თითის ნაცვლად რამდენიმეს იღებენ და ჯიბესა თუ ჩანთაში ალაგებენ. მკითხავთ მერე რა? რა დიდი ამბავი ამაშიაო...
გარეთ გამოსულები ერთმანეთს ეარშიყებიან... თითქოს და რაღაც განსაკუთრებულით ხელ ან ჯიბედამშვენებულები კისკისით ტოვებენ ადგილს. ორგანიზატორებიც ვალმოხდილები მშვიდი სახიტ ერთმანეთს ულოცავენ შეხვედრის წარმატებით დასრულებას.
შეხვედრიდან გამოსულს ხშირად პრეზერვატივი პარკსი ტერიტორიაზე ხეზე ჩამოკიდებული, ლექტორის მაგიდაზე გაწელილი, ან კიდევ ყველაზე გავრცელებული საშუალებით უნივერსიტეტის რომელიმე სართულიდან წყლით გაბერილი შეიძლება დაგეცეს თავზე...
ზოგიც ინახავს... ინახავს... იმის იმედით რომ მალე ექნება სექსი და დაჭირდება... ბოლოს კი ჯიბეში გაცრეცილი და დაზიანებული პრეზერვატივი ერჩება რომელიც რამდენიმე თვის ან წლის დაძველებისა იქნება... ეს დანიშნულება დაკარგული პრეზერვატივი კი შეიძლება შიდსის თუ არა არასასურველი ფეხმძიმობის მიზეზადაც კი იქცეს...
იყენებს კი ვინმე შეხვედრაზე დარიგებულ პრეზერვატივებს დანიშნულებისამებრ? მე ვფიქრობ უმცირესი ნაწილი, რადგან თუკი ვინმეს აქვს სექსი, მას იმის 3 ლარიც აქვს რომ შეიძინოს და გამოიყენოს. დანარჩენები კი საილუსტრაციოდ, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ან და სახუმაროდ იყენებს.
პრეზერვატივების დარიგების ტრადიციამ პრეზიდენტის პატრიოტთა ბანაკში ვიზიტი გამახსენა. "აგერ ბუჩქები და აგერ თქვენო".
მერე კი განიკითხავენ სტუდენტებს აუდიტორიაში, პლაჟზე ან ბუჩქების ძირას რატომ აქვთ ქორწინებამდელი სექსიო. - "პრეზერვატივი თუ გაქვს სექსამდე რაღა დიდი მანძილია" (ბიჭების ნაწილის ფილოსოფიური აზრი).
თუკი გაქვთ ან გინდათ გქონდეთ დაცული სექსი მაინცა და მაინც ნუ დაელოდებით 1-ელ დეკემბერს და ნაჩუქარ პრეზერვატივს...
როგორც ანფისა ჩეხოვა იტყვის როგორიც არ უნდა იყოს სექსი, მთავარია, რომ იგი იყოს დაცული.
Комментариев нет:
Отправить комментарий