12/03/2010

კარიერული წინსვლის საწოლისეული რეცეპტი

კარიერის დაწყება, რომ რთულია ამაში ალბათ ყველა დამეთანხმებით. ნიჭიერი, ჭკვიანი, კრეატიული, მიზანსწრაფული, განათლებული და ლამაზი რომც იყო მაინც რთულია დამოუკიდებლად მიაღწიო რამეს. შეიძლება მიაღწიო მაგრამ აშკარად უფრო მეტი შრომისა და წვალების ფასად.
ვაი და დიდი გამოცდილების მქონე ვარო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი აქტიური და დამოუკიდებელი ცხოვრება 5 წლის წინ დაიწყო.
არც ისე ბევრია, მაგრამ სრულწლოვანიც კი არ ვიყავი, რომ ჩემი თავის ბატონ-პატრონი გავხდი და ყველაფერიც ჩემივე შრომითა და ჯაფით დავიმსახურე.
დიდი არაფერი წარმატება არ მაქვს ჯერჯერობით, მაგრამ არც უიღბლო ვარ, რომელიც სხვებს შეჰყურებს ხელებში.
ამ 5 წლის განმავლობაში ბევრი ვნახე ვინც წარმატებას მალევე მიაღწია... უცებ ავიდა მოწოდების მწვერვალზე თუ არა მიახლოებულ ქედზე მაინც... ზოგი მერე უცებზე დაეცა... ზოგიც დარჩა...


საქართველოში, რომ ჯერ კიდევ პატრიარქატი მეფობს... ეგ ხომ ცხადია... ჩვენთან ადვილია მიაღწიო უფრო დიდ წარმატებას თუ ხარ ქალი... უფრო სწორად ლამაზი ქალი... კარგი ტან-ფეხი და ლამაზი სახე... ცოტაც პირფერობა და ეგაა წარმატების გასაღები...
ისეთებიც შემხვდა, ვინც უფროსმა საწოლშიც გამოსცადა...
ბევრისგან კარგი სპეციალისტი გამოვიდოდა, მაგრამ დღევანდელი კვერცხი ერჩივნა ხვალინდელ ქათამს და აკეთებს იმას რასაც იქ არ უნდა აკეთებდეს... არის იქ სადაც არ უნდა იყოს... მაგრამ გასაოცარია და გონია, რომ სწორედ იქ არის სადაც უნდა იყოს...
ბევრი კიდევ რასაც ერთად ვებრძვოდით... რისთვისაც ვიბრძოდით ეხლა თავად გვებრძვის და თავად ანადგურებს... ძველი პრინციპები დაივიწყა და ახალი სრულად შეისისხლხორცა...
მე არ ვაპირებს ვინმეს დატუქსვას და კუთხეში დაყენებას... უბრალოდ გული მწყდება, რომ მედროვეები, გამომრჩენები და გამყიდველები გახდნენ ძველი მეგობრების ნაწილი...
ქართულ მედიაში ისევე, როგორც ქართულ ქუჩაში სიტუაცია ისეა არეული, წლებიც რომ ვეღარ გამოასწორებს...
ვშიშობ, რომ წნეხის ქვეშ გაზრდილ ჟურნალისტს აღარასოდეს გაუჩნდება თავისუფალი და დამოუკიდებელი ცხოვრებისა და მუშაობის სურვილი...
საბოლოოს კი მხოლოდ სიყვითლით.... ვიღაცის უკანალის და ვიღაცის მხოლოდ პიარით შეოიფარგლებიან... დაქირავებული მუშები იქნებიან და არა მხოლოდ პროფესიულ კარიერას, არამედ ადამიანურობასაც დაკარგავენ...
ამ ყველაფერზე ხშირად ვფიქრობ.... მაგრამ გამოსავალს ვერ ვხედავ... თქვენ? თქვენ ხომ არ იცით გამოსავალი? იქნება გვეშველოს რამე?

Комментариев нет: