12/04/2010

ვაჟიშვილობის ინსტიტუტი საქართველოში და 18+


დილით, როცა პოსტის დაწერა გადავწყვიტე სხვადასხვა ბლოგი და საიტი დავათვალიერე, რათა რაიმე თემის შესახებ იდეა მომეძებნა. ucnauri.com-ის საიტზე ვნახე პოსტი ვაჟიშვილობის ინსტიტუტი და სექსის სკოლა. თემა მომეწონა და სწორედ ამ თემის შესახებ მოგახსენებთ.
რას გრძნობს მამაკაცი, როდესაც არანაირი სექსუალური გამოცდილება არ აქვს, არადა არც პატარა ბიჭია,რომ ასაკს დააბრალოს ყველაფერი და შვებით ამოისუნთქოს, არც ჯან-ღონე აკლია, არც გარეგნობითაა მთლად წყალში გადასაგდები,მაშინ რაშია საქმე, რამ გამოიწვია ეს ხათაბალა, რა გააკეთა არასწორად, ან რატომ უჭირს ნაბიჯის გადადგმა ,,სრულყოფილებისკენ”?
საქართველოში სტატისტიკა იმის შესახებ არ აქვთ, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს ზუსტად არა თუ ინფორმაცია ვაჟიშვილობის ინსტიტუტის ან მისი პრობლემების შესახებ ქონდეთ. ქართული გრაბახი და საკუთარი თავის პიერი იმდენად გამჯდარია მენტალობაში, რომ არ მეგულება იყოს ვინმე 20-24 წლის ვაჟიშვილი და თამამად განაცხადოს მისი სექსუალური გამოუცდელობის შესახებ.


ნებისმიერს რომ კითხო გქონდა თუ არა სექსი, შეიძლება ისეთი სახით შემოგხედოს ან ისეთი პასუხი გაგცეს, ბოდიში მოუხადო ეს როგორ გკითხეო. არა და ბევრია ვინც ცოლის მოყვანას ელოდება, რომ თავისი სექსუალური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს.
ქუჩაში მდგომი ძმაკაცების (მხოლოდ ჩემსას არ ვგულისხმობ) საუბრის თემა ხშირად ქალები არის. გამვლელ გოგოს საჯდომს, ფეხის ზომას, მკერდს ან სხეულის რომელიმე ნაწილს გულდასხმით უფასებენ და მერე თავიანთ სექსუალურ ფანტაზიების ან რეალობის ისტორიების მოყოლას იწყებენ.  საქმე ის არის, რომ როცა ისტორია რამდენჯერმე გაქვს ერთი პიროვნებისგან მოსმენილი და კვლავ ისმენ ხშირად შეიძლება დაიბნე ნამდვილად ძველი ისტორიაა თუ რაღაც ახალია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ხდება გაზვიადება და ფანტაზიის მაქსიმალურად ჩართვა.
საქართველოში ”უტყდებათ” იმის აღიარება, რომ ვაჟიშვილები არიან. მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა მხრიდანაც არის უარყოფითი დამოკიდებულება ვაჟიშვილების მიმართ.
მიაჩნიათ, რომ კაცი გამოცდილი უნდა იყოს ამ საქმეში. წინა საუკუნეებში სოფლებში სადაც მეძავის ინსტიტუტი არ იყო, ან დაოჯახება ადრეულ ასაკში ხდებოდა განა უჭირდათ სქესობრივი აქტის ჩატარება? მეეჭვება. აი მაშინ უფრო იყო გამრავლება და სექსის ხელოვნების მაქსიმალურად დაუფლება.
უცხოეთში სექსის სკოლები არსებობს სადაც ვაჯიშვილებს ასწავლიან ქალის სექსუალურ წერტილებს და მათთან ”მუშაობის” წესებს.
საქართველოში დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ სკოლამ იმუშაოს, რადგან მამაკაცები სხვების დასანახად არ ივლიან სექსის სწავლების კურსებზე. ურჩევნიათ თქვან რომ მათ ამის შესახებ ყველაფერი იციან და საუბრისას ამერიკული ან გერმანული ფორნო ფილმებში დანახული ეროტიკული და ორგაზმის მომგვრელ წერტილებზე ისაუბრონ.

რატომ გადავწყვიტე ამ თითქოს და სულელური (ზოგისთვის უზრდელური) თემის შესახებ დაწერა? იმიტომ, რომ ჩვენთან მუდმივად საუბრობენ ქალიშვილობის ინსტიტუტზე და მის განადგურებაზე და ამ დროს უფრო და უფრო მძაფრდება ვაჟიშვილობის ინსტიტუტი. მამაკაცები 1000 კაც-გადავლილ ნატაშასთან ან მარისთან ცდილობენ ვნების მოკვლას, რომელსაც ზიზღით ვერც კი კოცნიან და მხოლოდ ზედაპირული სექსით შემოიფარგლებიან, რაც მათ სექსისმიერ ცოდნას კი არ გვრის არამედ წუთიერ სიამოვნებას განიცდიან, რაც არც ისე მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩუკენობით მიღებული სიამოვნებისაგან.
პრობლემა მნიშვნელოვანია, მაგრამ დანახვაა საჭირო.... მგონი მოძველდა გაგება - მამაკაცი ხომ ძლიერი არსებაა.. როგორ შეიძლება მის სისუსტეზე ვისაუბროთ...

Комментариев нет: