12/06/2010

მეზობლებო! გამოდით უნდა დაგთვალოთ


ეს ქართული შეძახილი არაერთხელ გამიგონია. ბოლოს ეს სიტყვები გუშინ მოვისმინე.
-         თქვენს სისხლს დავლევ!
-         თქვენი კარგები და კეთილები!
მოკლედ, მეტს აღარ გავაგრძელებ... ავტომატურად კი მიხვდებით რა რვასართულიანითაც გაგრძელდება ეს გინება...
მიზეზი? რა იყო ამ ”ქება-დიდების” მიზეზი?
2 დღის წინ ჩემს უბანში მეზობელმა ქორწილი გადაიხადა. უფრო ზუსტად უბნელმა ქორწილი გადაიხადა ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში. მე ამ ქორწილში არ ვყოფილვარ, მაგრამ საღამოს სახლში მისულს ეზოში 50-მდე ადამიანი დამხდა შეკრებილი... ფუსფუსი... ჭორაობა და მთელი ქართული გაჭორ-გამოჭორვა.

იმდენად მშიოდა, რომ გამარჯობა ძვივს ამოვილუღლუღე და ბინაში შევედი.
დავნაყრდი და მერე გამოვედი ეზოში.
ხალხი ცოტა შეთხელდა... ყველა გაიკრიფ-გამოიკრიფა...
ბიჭების ბრბოსთან მივედი და დავდექი... უცებ ერთ-ერთი შემომიბრუნდა და მეუბნება ”სად იყავი შენი ბიძაშვილი კინაღამ მოკლესო”. ვერ მივხვდი?
-         რომელი? აქ ამ უბანში 6 ბიძაშვილი მყავს და რომელზე მეუბნები...
იმათ ის ბიძაშვილი მითხრეს, რომელსაც საერთოდ არ ველოდი.
როგორც წესი ქართული ქორწილი ჩხუბით მთავრდება. ამჯერად ჩხუბის მიზეზი ტაქსისტი გახდა. ჩემმა ბიძაშვილმა და მეგობარმა უბნელ ტაქსისტს ქორწილიდან სახლში აყვანა თხოვეს შესაბამისი გასამრჯელოს სანაცვლოდ. ტაქსისტის ძმისშვილებმა კი შარი აუტეხეს, რა აკადრე ბიძაჩვენსო. ჩხუბის პირველი ნაწილი ქორწილში მოხდა. იქ დროულად გააშველეს. ბიძაშვილი სხვა ტაქსით სახლში ამოვიდა. სადარბაზოსთან მას უკვე ელოდნენ ზემოხსენებული ტაქსისტის ძმისშვილები. 6 კაცი 2-ის წინააღმდეგ... აჯობეს... ჩხუბი გაჩაღდა. ბიძაჩემმაც შვილის დასაცავად გაშველება სცადა. ისიც ჩაითრიეს ჩხუბში. საქმეში დეიდაჩემი და უბანში მდგომი ქალებიც ჩაერთენ. ქალებსაც მოხვდათ... საბოლოოდ ლამის მტელი უბანი გამოვიდა და როგორც იქნა დაცხრა ყველა.
ნაცემი ბიძაშვილი, მისი მეგობარი და ბიძაჩემი სახლში აიყვანეს. სხვები ეზოში დარჩნენ და განხილვა დაიწყეს.
ვინ ვის უტყამდა ვერავინ გაარკვია, მაგრამ ფაქტია, რომ ნაცემები გვერდებდაშავებულები დარჩნენ.
ამ დროს მე მარშუტკიდან ჩამოვედი, მშირემა სახლში წავედი და არაფრის გაგებაში არ ვარ....
სად არის ამ დროს პარტული?
პატრული როგორც ამერიკულ ფილმებშია ყველაფერი რომ დამთავრდა მერე მოვიდა. ვერც ვერაფერი გაიგო და უკან გაბრუნდა...

დღე მეორე
დილით ისევ ჩოჩქოლია. უკვე ჩემი ბიძაშვილის გულშემატკივრები და საძმაკაცო, ერი და ბერი შეიკრიბა და მეორე მხარის საცემრად მოემზადა. იმათგან შიკრიკი მოვიდა. ”მეზობლებო, ხომ იცით მკვლელობა ხდება და რიგდებიან ხალხი და არ პატარა ჩხუბის გამო ნუ ატეხავთ ამბავს. შევრიგდეთ და დამთავრდება ყველაფერი”.
”რა შერიგებაზეა საუბარი ნახეთ სახე რას უგავთ ამათ. ქალებიც ცემეს მაგ არაკაცებმა და მაგათ ვინ შეარჩენს”.
ბრბო იმ ბინის წინ შეიკრიბა სადაც გამლახავები იყვნენ. ”გამოეთრიეთ ლაჩრებო” და სხვა შეძახილებით ცდილობდნენ პროვოცირებას.
იმათგან უკვე 6 თუ 7 შიკრიკი მოვიდა და შერიგებას ითხოვდა. ესენი რა თქმა უნდა არ თანხმდებიან. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ მოლაპარაკება არ შედგა. ხალხი შეთხელდა და იმათაც უცებ გააპარეს მოჩხუბრები.
მიმავალი მანქანიდან ერთ-ერთმა დაიმუქრა. ”თქვენს სისხლს დავლევ!” უკან დამხევის ... 
ბრბო დარჩა კბილების ღრჭიალითა და მომართული მუშტებით.
ჯერჯერობით ნაცემი შერჩათ. მეორე მხარე დანებებას არ აპირებს. სადაც შევხდებით იქვე იქვე გავუსწორდებითო.
ხალხი დაიშალა. მე იქვე სკამზე ჩამოვჯექი. უცებ უბანში პარტული შემოვარდა. ჩემს წინ დაამუხრუჭა. სახეში ლამის ქვიშა შემომაყარა და უცებ ჩამოხტნენ. მიიხედ მოიხედეს. უბანში აღარავინ იდგა სამიოდე პირის გარდა. ყველა მიიმალა.
ერთ-ერთი ჩემთან მოვიდა და რა ხდება? ვინ გამოგვიძახაო მკითხა.
მე სიგარეტს ვაბოლებდი. შევხედე და თან ვფიქრობ: ეხლა ასეთ პარტულს როგორ შეიძლება არ გაეკაიფო მეთქი.
-         მეგობარო ჯერ თავი წარმომიდგინეთ და მერე დამისვით კითხა-მეთქი.
-         უფროსი ლეიტენენტი ..... (არ აქვს მნიშვნელობა)
-         არაფერი ვიცი. ეზოში ვარ და სიგარეტს ვეწევი. მგონი არც არაფერი ხდება. ვინც გამოგიძახათ იმათ კითხეთ. მე სამწუხაროდ არაფერი ვიცი.
შევატყვე ნერვები მოეშალა, მაგრამ ჩემი თავხედობა და ნერვების მოშლა სხვამ ჩამაშხამა. უცებ ნაცნობი დაინახა და იმისაკენ წავიდა. იმანაც არაფერი უთხრა.
პატრულის მანქანაში კიდევ 2 თანამშროლემი იქდა, რომელიც არც კი გადმოსულა მანქანიდან. ეს თანამშრომელიც ჩაჯდა და უკან წავიდნენ.
ვფიქრობ და ვერ ვპოულობ განსხვავებას ჩემი უბნის ბრბოსა და მარიტას ჩამქოლველ ბრბოს შორის... ყველა სისხმოწყურებული და ბრმაა...  მიზანი ერთი აქვთ და აზრი არც ერთს არ დაეკითხება...
ესეც ჩვენი 21-ე საუკუნე და სამოქალაქო საზოგადოება... ესეც ჩვენი მენტალობა და ისევ ძველი შეძახილი ”მეზობლებო გამოდით უნდა დაგთვალოთ!” 

Комментариев нет: