26 ნოემბერს ბათუმში პრესკაფე გაიხსნა. კაფის შესახებ რამდენიმე თვით ადრე გავიგე. ნანა კვაჭაძე და ბათუმელების გუნდი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ კაფის ინტერიერისა და სხვა დეტალების შესახებ. იდეა თავიდანვე მომეწონა. პრესკაფე წარმოვიდგინე, როგორც ჟურნალისტების თავშეყრის ადგილი. ადგილი სადაც არა მარტო ჩემი კოლეგები არამედ ამ სფეროთი დაინტერესებული პირები ბევრ საერთოს გამონახავენ.
ბოლო დღემდე ინტერ-ექსტერიერის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ აღწერილი გარემო უკვე მომწონდა.

დადგა ნანატრი გახსნის დღე... მეგობარმა დამირეკა დღეს საქეიფოდ მივდივართ ჩვენი ”სასტავი” და თუ წამოხვალო. პრესკაფეში წასვლა გადავდე. საქეიფოდ წავედი.
მეორე დღეს მივედი პრესფაფეში.

კაფეში შესულს წინ ევროპული გარემო დაგხვდება. ყავისფერი მრგვალი მაგიდები, მინი ბარი, გარემოსათვის შესაფერისად შეღებილი კედლები და გურამ
წაბახაშვილის მშვენიერი სურათები. კაფის შუაში საყრდენ თარზე სხვადასხვა პერიოდული
ორგანოს ნაწილებია, სადაც ამოიკითხავ მასალებს, რომლებიც საუკუნის წინაა დაწერილი
მაგრამ დღევანდელ რეალობას სრულად შეესაბამება.

ჯერი კერძებზე მიდგა...
ჩემთვის საყვარელი თურქული ყავა ჯერ
ვერ დავაგემოვნე, სამაგიეროს ”ექსპრესო” და ”ამერიკანო” მომეწონა. კარტოფილი ”ფრი”-ც
კარგად არის შებრაწული. სხვა კერძებისას ჯერ ვერ გეტვით. სხვადასხვა მიზეზების
გამო ვერ დავაგემოვნე.
რაც შეეხება ფასებს. ნანა, ასლანი და
ხელმძღვანელი ჯგუფის წევრები ამბობს, რომ დაბალი
ფასებია და მასში 30% ფასდაკლება უკვე დევს. მე ეს ფასდაკლება ვერ ვიგრძენი,
მაგრამ ჩვენი ქალაქის საბაზრო ფასებს სრულად შეესაბამება. ყავა 1,50-დან იწყება.
”ექსპრესო” და ”ამერიკანო” 2 ლარი და ა.შ. ნუ 5-10 ლარად ისადილებ და რაც მთავარია
დამატებითი მომსახურებით ისარგებლებ.
და რა არის ეს დამატებითი მომსახურება?
პრესკაფეში შეგიძლია სხვადასხვა ქართულ და უცხოურ პრესას უფასოდ გაეცნო. კუთხეში
მაგიდაზე ალაგია ჟურნალ-გაზეთები. აიღე და წაიკითხე. ანუ რომელიმე გაზეთში, რომ არ
გადაიხადო ფული, წადი პრესკაფეში და იმ ფასად ყავა დალიე, სამაგიეროს სასურველი და
სხვა გაზეთიც იქვე მშვიდ გარემოში წაიკითხე. კაფეში არის ”wi-fi”. ისარგებლე
ინტერნეტით უფასოდ. მგონი კარგია...
“YELLOW PRESS” ანუ ყვითელ პრესას აქ მხოლოდ ტუალეტის
კარების წარწერად იხილავთ. ამ ტიპის ჟურნალებს იქ ვერ იხილავთ.
მშვენიერი სამუშაო გარემოა.
მე კაფის პიარზე არ ვმუშაობ... უბრალოდ
გარემო ძალიან მომწონს. რაც მომწონს, იმას უბრალოდ საჯაროდ ავღნიშნავ.
Комментариев нет:
Отправить комментарий