”ჯეოსტარი”, ”ნიჭიერი”, ”ბრავო”, ”ვის უნდა 20 ათასი” და მრავლად
ასაშენებელი ეკლესიები, ის მცირე ჩამონათვალია რომლებიც მოსახლეობის მოწყალებაზე
არიან დამოკიდებულები. ბოლო დროს მედიაში მსგავსი ტიპის გადაცემები მომრავლდა.
მიზანი ერთია მოსახლეობიდან ფულის ამოღება. რეკავ ან ამესიჯებ კონკრეტულ ნომერზე.
ზარის ფასი 50 თეთრი ან 1 ლარი. შემოსული თანხა ძირითადად ჯეოსელს რჩება. მაგალითად
ჯეოსტარის ყოველ კონცერტზე მინიმუმ 30 ათასი ზარი შედის. ეს ფულად ერთეულებში
15 000 ლარია. რაც უფრო ახლოვდება ფინალი მით უფრო იმატებს დამმესიჯებელთა
რაოდენობა და მეტი ფული გროვდება.
ერთადერთი გადაცემა რომელიც მოქალაქეებზე ორიენტირებული არის ”ვის უნდა 20 ათასი”-ა. აქ
მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხა რომელიმე კონკრეტულ ”გაჭირვებულ” პიროვნებას
ხმარდება.
მოქალაქეების ტყავის გაძრობის მხრივ დომინანტი მედიასაშუალება არის
”რუსთავი 2” .
მისი მენეჯმენტი ორიენტირებულია ისეთი გადაცემების კეთებაზე სადაც მოსახლეობას
”ახათრებენ” ფულის გადახდას.
ტელე ”იმედი” ამ მხრივ ვერ დამკვიდრდა ან სხვა პოლიტიკის გატარება
არჩია. მისი გადაცემები მესიჯებსა და ზარებზე არ არის ორიენტირებული, რა თქმა უნდა
იშვიათი გამონაკლისების გარდა.
რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს ვერ გეტყვით რა ხდება იქ,
რადგან არ ვადევნებ მის გადაცემებს თვალ-ყურს.
მე როგორც მოქალაქე არც ერთ გადაცემაში არ მაქვს არც მესიჯი
გაგზავნილი და არც დარეკილი. რატომ? ძალიან მარტივი მიზეზის გამო... ეს ”ახირება”
თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ არის სრული იდიოტიზმი, რადგანაც ნიჭიერ ადამიანს
მოსახლეობა მესიჯების გარეშეც აიტაცებს სხვადასხვა ფორმით. თავს მოხვეული
ძალდატანება კი არაფრის მომცემია. ფაქტია, რომ საქართველოში და ქართულ სულში მაინც
დევს სეპარატიზმი. ყველა თავის რეგიონის წარმომადგენელს დაუმესიჯებს, მიუხედავად
იმისა არის თუ არა ნიჭიერი. სწორედ ეს პრინციპი, რომ რეგიონების სახელით გამოდიან
კონკურსანტები არის ამ კონკრეტული გადაცემის დახურვის საბაბი. მაშინ როცა საქართველოში
ორი კონფლიქტური ზონა გვაქვს და რეგიონებს შორის ერთობა სხვა მხრივაც არ არის
მყარი, ვფიქრობ არ შეიძლება კიდევ უფრო შეუწყო ხელი დაყოფას. თუკი ნიჭიერი
მომღერალი გამოვა თავისი სახელით და არა რეგიონის, მაყურებელი მაინც დაურეკავს ან
დაუმესიჯებს. იმის გამო რომ რომელიმე რეგონის მცხოვრებლები ”ააგდო” და
დაამესიჯებინო არ უნდა დაყო და დააპირისპირო კუთხეები.
სწორედ ამიტომ არც ვრეკავ და არც ვუყურებ ამ გადაცემას, რომ არაფერი
ვთქვათ მარინა ბერიძის და ლანა ქუთათელაძის ”თავში ავარდნილ” ქცევებზე. არც ერთი
არ არის იქ ჯდომის ღირსი და დღითი დღე ზიზღდება საზოგადოებას. ისინი პროექტში
”სწერვა” დეკორაციები არიან და სხვა არაფერი.
რაც უფრო მეტი ადამიანი ამესიჯებს ამ და სხვა პროექტებში მით უფრო
ამსგავსებენ პროექტებს ერთმანეთს. ამიტომაც ნუღარ დაამესიჯებთ და ისინიც
იძულებულები გახდებიან გადაცემის ტიპები შეცვალონ და ხარისხი გააუმჯობესონ. ერთფეროვნება
მანდვილად მოსაბეზრებელია. ნუ გააძრობინებთ ტყავს ვიღაცის ჯიბის სანაცვლოდ.
2 комментария:
absoluturad getanxmebi Tariel am postshi - didi xania macuxebs es "matxovroba" tele ekranidan, magram ver movicale postis dasacerad! tan ici yvelaze cudi ra aris? laxatronia da am laxatrons ise aketeben, rom kidev namusze gagdeben, "ra pontshi ar migzavni sms-o!"
მომბეზრდა ეს ერთფეროვანი გადაცემები და მუდმივი მათხოვრობა. თუკი ადამიანი არის ნიჭიერი ამას მესიჯების გარეშეც შეაფასებს ხალხი. რადგანაც ჩემი რეგიონის სახელით გამოდის არ ნიშნავს რომ ვინამუსო და დავუმესიჯო.თან როგორი დამოკიდებულება აქვთ კონკურსანტების მიმართ.
Отправить комментарий