12/09/2010

”პროფილოლოგია და ჟორჟოლიანიზმი”

ქართული მედია არასდროს ყოფილა მისაბაძი და არც არასდროს ყოფილა მისი მაყურებელი კმაყოფილი. რა არის ამის მიზეზი? პროფესიონალიზმი? მაყურებლის გემოვნება თუ რაიმე სხვა...
არ ვიცი შეფასება ალბათ თავად მაყურებელზეა. როგორც წლების განმავლობაში მასწავლიდნენ ჟურნალისტიკა მაყურებელზე (მსმენელზე, მკითხველზე) ორიენტირებული უნდა იყოს.


 ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის ან მეგობრებისთვის ორი დიდი ”შოუ”, რომელიც დღეს ტელე ეთერში გადის, ვგულისხმობ ”პროფილსა” და ”ნანუკას შოუს”, თუ დაინტერესდა მაყურებლის სურვილებით და გემოვნებით.
დიდი ეჭვი მაქვს, რომ არა.
პროფილი, რომელიც ეთერში რამდენიმე წელის გადის მაყურებლის ცრემლებზე უფროა ორიენტირებული. ”მოგვიყევით როგორ მოხდა” - მაიას ნაზ ხმასთან ერთად გულჩვილ მაყურებელს ცრემლებს მოგვრის. ისტორიებიც ისეთია, ქვასაც კი ცრემლს გადმოაფრქვევინებს. საერთო ჯამში მაყურებელი კმაყოფილი ხდება. ხსვისი ამბების მოყოლა (რიგ შემთხვევაში ზღაპრების) უმრავლესობას სიამოვნებს.
”პროფილი”-ს ყველა გადაცემა იმდენად გავს ერთმანეთს, არა მარტო ისტორიების ერთფეროვნებით, არამედ წამყვანის მიმსგავსებულად ჩაცმითა და ხმის თუ ქცევების მანევრით შთაბეჭდილება მექმნება სერიალი გადის. სერიალი რომელსაც არ აქვს დასასრული. ბრაზილიური სერიალებიც კი არ გადის ამდენი ხნის განმავლობაში. მეტისმეტად გაეწელა მაიას ეს სერიალი...
მეორე შოუ, რომელიც ჩანაფიქრში ახალი სიტყვა უნდა ყოფილიყო ქართულ მედიაში წამყვანის ქცევებითა და ჩაცმულობით მეტისმეტად თამამი წარმოგვიდგა. წამყვანი პატარა ცელქი გოგონას მანერებით დახტოდა სტუდიაში, ხან ფლოსტები ეცვა, ხანაც ლამის ყირაზე გადადიოდა. მიზანს მიაღწია. მიიქცია მაყურებლის ყურადღება. მერე თითქოს და გაიხარდა და დაჭკვიანდა... დასერიოზულდა... მთლად ვერ გაიზარდა მაგრამ...
ნანუკა რაღაცით მაიას დაემსგავსა. თემატიკა შეცვალა და პროფილურ თემებს გადავიდა. მაიამას ნანუკას მიბაძა და გათამამდა.
სეზონის გახსნა იმდენად გავდა ერთმანეთს სტუდიის და წამყვანის გარდა განსხვავება მინიმალური იყო.
ნანუკას ბოლო ეთერში ”ჯეოსტარი”-ს მონაწილე ანი სირაძე ყვებოდა თითქოს და მარინა ბერიძე კარადაში დამალულს დაეძებდა და როგორი მსხვერპლი ყოფილა 16 წლის ანი. გავრცელებული ჭორების მიხედვით ანის ამ გადაცემაში ”ზღაპრის” მოყოლისათვის ”ნანუკას შოუმ” გადაუხადა პროექტის დატოვების ჯარიმა 10 ათასი ლარი. ეჭვს ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ ნანუკამ სტუდიაში შემოსულ ნიაზ დიასამიძეს უთხრა ”შენც ხომ არ გინდა 10 ათასი ექსკლუზივის სანაცვლოდო”.
ეს მოჯადოებული სიტყვა ”ექსკლუზივი” ორივე შოუს შემოქმედს აკერია პირზე... ისემც კარგად მეყოლე როგორი ექსკლუზივებიც გაქვს. ”ზღაპრები, რომლებიც პიკის საატში გადის ბავშვების დაძინებისათვის იდეალურია. ხო და მეგობრებო თუკი ბავშვი არ ძიჯერებთ შეგიძლიათ დააშინოთ დაიძინე თორემ ”ნანუკას შოუ”-ს გაყურებინებო... თუკი თქვენი შვილი ტირილის შემდეგ უფრო კარგად იძინებს მაშინ ”პროფილი”-ს ყურებით დაემუქრეთ.
სამწუხაროა, რომ ქართული საზოგადოება პროფილიზმითა და ჟორჟოლიაზმით არიან დაავადებული...
 გვეშველება რამე?
ვერ გეტყვით.... ალბათ საკუთარ თავს თავად უნდა ვუშველოთ....

http://www.youtube.com/watch?v=4DEI1onpELw

http://www.youtube.com/watch?v=-g4rs8DN30M&feature=related

3 комментария:

ქეთი დუმბაძე комментирует...

saintereso shenishvnebia, satauric gonivrulad aris mignebuli . .

Анонимный комментирует...

saintereso shenishvnebia,satauric gonivruladaa mignebuli . .

Unknown комментирует...

gmadlobt chemo kargoooo