12/12/2010

მგზავრის დღიური - თბილისის გაყინული ქუჩებიდან

მატარებელი დილის 7 საათზე სადგურში გაჩერდა. გამცილებელი მგზავრებს აჩქარებს და კარებისკენ მიერკება. სახეალეწილი მგზავრები ვაგონებს ტოვებენ და სხვადახვა მიმართულებით იფანტებიან.
მატარებლიდან ჩამოსვლის შემდეგ საკუთარ თავს ვეკითხები „სად წავიდე“? დილით არ მინდა მეგობარი გავაღვიძო და დავადგე საწოლშივე თავს. დილის თბილისის დათვალიერება გადავწყვიტე... მეტროში ჩავედი და „თავისუფლების მოედნისკენ“ წავედი. მეტროდან ამოსვლის შემდეგ მივხვდი დაშვებული შეხდომის არსს. სუსხი... ცარიელი ქუჩები და საახალწლო ნაირფერადი განათებებით მორთული ქალაქი... იმის იმედით, რომ რუსთაველის ქუჩაზე მაინც მივაგნებდი ყავის დასალავ ადგილს ქუჩას დავუყევი და მეტრო რუსთაველისკენ ავიღე გეზი. პარლამენტთან მისულს უკვე სახე გაყინული, ყურები ზეგ მიყინული და სუნთქვაშეკრული მივბობღავდი. არ დავნებდი... გზა გავაგრძელე. კაფე არსად ჩანდა. გზად მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შემხვდა. უკვე 8 საათი ხდებოდა. არც გზას უჩანდა დასარული. 
 ქუჩებში ლურჯი და თეთრი განათებები ანაცვლებდა ერთმანეთს. კინოს სახლთან მისულს შიმშილის გრძნობაც დამემატა. მეტროში ჩავედი. იქ უკვე სითბო იყო. მეტროს მძიმე, მაგრამ თბილი ჰაერი მესიამოვნა. სანზონისკენ გავყევი მეტროს. ქალაქი თანდათან ივიძებდა.
მეტროში ყველა თავის საფიქრალში იყო. ზოგი პრესას ეცნობოდა, ზოგიც სხვის ჩაცმულობას ათვალიერებდა დაიღრიჭებოდა. მეგობართან მივედი. ეძინა... გავაღვიზე და ჩვეულად დავიწყეთ ტლიკინი. გამათბობელს ჩახუტებული გულის ფანცქალით ველოდებოდი მაესტროში შეხვედრას.
12 საათზე ნუცუბიძიესკენ დავიძარი. მეტრო ღრმაღელე... დიდუბე... ელ.დეპო... ნაძალედევი... ვაგზლის მოედანი.... გადასასვლელი მეორე ხაზზე. გადასასვლელ გზას დავუყევი. ყველა ფეხაჩქარებით მიდის, მე კი მეზარება იმავე სიჩქარით სიარული. შემდეგ ისევ ვაგზლის მოედანი... წერეთლის გამზირი...  .... დელისი!!! როგორც იქნა. მოვედი. მეტროდან ამოსული რუსთავი 2-ის აზიდულ შენობას გვერდს ვუვლი და ნუცუბიძისკენ მივდივარ.
შეხვედრა კარგად სრულდება. რეგიონალურ ბიუროებს სამუშაო ტექნიკას გვაძლევენ. უკმაყოფილოები მხოლოდ ოპერატორები არიან. პროფესიონალურ კამერებს ელოდნენ და იმედები არ გაუმართლდათ, მაგრამ მთავარია, რომ კამერა თავის ფუნქციებს ასრულებს. მე ფუჯიცუს ფირმის ლეპტოპი მერგო.
შეხვედრის მერე კვლავ მეგობართან წავედი. ისევ მეტრო და ისევ ხმაური.
საღამოთი ვერაზე ყოფილ თანამშრომლებს ეკასა და ამიკოს ვხდები. ბევრი ვიხალისეთ და გავიხსენეთ ძველი ამბები. ვიგრძენი, რომ მონატრებია ორივე თანამშრომელი.
საღამოს 22:55 მატარებელს ბათუმისკენ მოვყვები და და ამ პოსტს ვწერ. ძალია მეზარება და ამიტომ, არც გრამატიკულ სიზუსტეს ვაქცევ ყურადღებას და არც სხვა დეტალებს. უბრალოდ მგზავრის ჩანაწერია, რომელსაც ეზარება...

Комментариев нет: