10/18/2011

რატი წითელაძის ბნელი მხარე


24 წლის რატი წითელაძემ კარატეში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ მსახიობობა და ფოტო მოდელობა გადაწყვიტა. 2009 წელს კარატისტთა მსოფლიო ვარსკვლავთა ხუთეულში მოხვედრის მოუხედავად მან შეჯიბრებებში მონაწილეობას თავი მიანება და გეზი შოუ ბიზნესისკენ აიღო. სოციალურ ქსელ ფეისბუქში მის  გვერდს 17 ათასამდე ფანი ჰყავს. ქსელში განთავსებული პიკანტური ფოტოების გამო მას სხვადასხვა სახის ურთიერთობებს არამხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგელები სთავაზობენ.


რატი წითელაძე ხევაჩაურის რაიონის სოფელ კირნათში დაიბადა. სპორტით 6 წლის დაიტერედა. 15 წლის ასაკში კი ბათმიდან თბილისში გადავიდა და მოღვაწეობა იქ გააგრძელა. მალე მსოფლიო ჩემპიონი გახდა კარატეში, რასაც მომდევნო წელს  ევროპის ჩემპიონობა მოყვა. ჰოლანდიაში K1-ის სტანდარტებით შეჯიბრში (რაც ბოქსისა და ფეხების ერთდროულ ჩართულობას გულისხმობს) პროფესიონალების კატეგორიაში მოიგო. ამ გამარჯვების შემდეგ იგი საქართველოში დაბრუნდადა შეჯიბრებებში მონაწილეობაზე უარი თქვა. მისთვის საკმარისი აღმოჩნდა  K1-ს, კიოკუშინის, კინბოქსის, კონფუს, გოჯურიოს და კონტაქტური კარატის სხვა სახეობებში მოპოვებული
„ბოლო ორი წელია შეჯიბრებებზე აღარ გამოვდივარ. ვარჯიშით ვვარჯიშობ, მაგრამ ეხლა მხოლოდ მსახიობებით და ფოტო გადაღებებით ვარ დაკავებული. რომ ვჩხუბობდი და ვიგებდი ამბობდნენ, რომ ამომავალი ვარკვლავი ვიყავი სპორტში, თუმცა  ახლა სხვა სფერომ დამაინტერესა. ეხლა ტრენაჟორებზე ვარ გადართული, ანუ მხოლოდ სხეულის გაკაჟებით ვარ დაკავებული. ახლა სპორტსმენობაზე მეტად მსახიობობა მინდა და ამისთვის ბევრს ვმუშაობ.“ - ამბობს რატი.
თითქმის ყოველდღიურად ფოტოსესიებითაა დაკავებული. ფოტოებს სხვადასხვა ჟურნალებისთვის იღებს.  www.versusfotos.com - სახეა. აქვს  ქართულ კლიპებში მონაწილეობის შემოთავაზებებიც.
რომან სომონიანის რეჟისორობით რამდენიმე თვეა ახალ ფილმს „Darck side“ (ბნელი მხარე) იღებენ, სადაც რატი მთავარ როლშია. როგორც თვითონ ამბობს, დოკუმენენტურ-ფსიქოლოგიური ფილმი იქნება, ცოტაოდენი ფანტასტიკის ელემენტებით. ფილმი  ადამიანის ბნელ მხარეზე მოგვითხრობს. მოქმედი გმირი ჩემპიონია, როომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერია, თუმცა ფიზიკურ სიძლიერის მიუხედავად მას სუსტი მხარებიც აქვს. გმირი საკუთარ თავთან რჩება მარტო და ცდილობს დაამარცხოს ბოროტი მხარე. ფილმის ძირითადი ნაწილი აჭარის ყველაზე კარგ ადგილებშია გადაღებული. გადაღებები ყაზბეგში  და სურამში გრძელდება. რამდენიმე ეპიზოდს კი თბილისში გადაიღებენ.
მრავალტიტულოვანი სპორტსმენი ამბობს, რომ მისაბაძი სპორტსმენი არ ჰყავს. თუკი ვინმე მასზე ძლიერის შესახებ სმენია სურს, რომ დაამარცხოს. მას მუდამ პირველობის სურვილი აქვს და მიზნის მისაღწევას ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.
ფოტო და ვიდეო გადაღებების შემდეგ რატი სოციალურ ქსელებს უთმობს დროს. ამბობს, რომ იქ განთავსებული ფოტოებზე ხშირად სილვესტერ სტალონეს, ზოგიც  ჯეკი ჩანი, ზოგი კი  ჩაკ ნორისს ადარებს. არ ჯერათ, რომ ქართველია.
რატი წითელაძის თქმით ფან ფეიჯსა და პირად გვერდზე ხშირად აქტიურობენ გოგონები. თუმცა ყურადღება არც ბიჭების მხრიდან აკლია. „საქართველოსთვის ცოტა უცხო არის ჩემი ფოტოები. მართალია მაცვია, მაგრამ მაინც საქართველოსთვის შიშვლად ვითვლები.  ყველა ისე მწერს, როგორ გითხრა... მე არ მაქვს ტელეფონი, არ ვხდები არავის, ძალიან იშვიათად რომ ვინმეს შევხდე. არ მიყვარს ურთიერთობები. მირჩევნია ჩემს თავზე ვიმუშაო. არ ვკარგავ დროს. ბევრს გონია, რომ თავში ავარდნილი მაქვს. ბევრს არ სჯერა, რომ მე ქართველი ვარ. არ ჯერათ, რომ მე ვაკონტროლებს ამ გვერდს.
ძალიან ბევრი ქართველი ბიჭი მწერს. უცხოელები მამაკაცებიც მრავლად. ბევრი შემოთავაზება მაქვს, ვფიქრობს ხომ არ დავიწყო ბიზნესი :):):)  ნუ ისეთი შემოთავაზებებია ცუდად ვხდები ხოლმე, რომ ვკითხულობ. არის მატერიალური შემოთავაზებები. და ა.შ.არ ვიცი ყველაფერს მთავაზობენ, ნუ ავიწყე ცხოვრება რა :):):)“
რატის მარტო ცხოვრება უყვარს და საქმეშიც ინდივიდუალურად მოქმედებს. ფოტოსესიებში თითქმის მარტოა, ფილმში კი მას პარტნიორობას მხოლოდ ერთი მოხუცი მამაკაცი და  ერთი გოგო იქნება. -  მთელი ცხოვრება ვარ მარტო და ამ ფილმშიც ვიქნები მარტო - ამბობს რატი.
2 წელია მას ტრენერი აღარ ჰყავს და ვარჯიშს ინდივიდუალურად აგრძელებს. ოჯახს რაც შეეხება, რატი თბილისში Darck side-ის გადამღებ ჯგუფთან ერთად ცხოვრობს. მისი ოჯახი კი ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში ცხოვრობს. „სულ ვმოგზაურობ. მეგობრებთან ერთად ვცხოვრობ, ვინც ამ ფილმს იღებს. არ მაქვს ჩემი ბინა და საერთოდ არაფერი გამაჩნია, თუმცა ბევრს გონია, რომ ძალიან მდიდარი ვარ. მინდა ამერიკაში  წავიდე, ჰოლივუდში. ინგლისურის ვსწავლობ. იქ უფრო მეტი შესაძებლობებია და ამიტომაც ჩემი გეგმებიც სწორედ ამერიკას უკავშრდება. არ მინდა ერთ ადგილას გავიყინო.“
რატის არც შეყვარებული ჰყავს. ამბობს, რომ სიყვარული დროს მოითხოვს, მას კი თავისუფალი დრო არ აქვს. ჯერ მთლიანად კარიერაზე ორიენტირებული. უახლოეს მომავალში არც ოჯახის შექმნას აპირებს. „არა არავისი არ მჯერა. როგორ გითხრა არავინ არ მომწონებია ისე, რომ შემყვარებოდა. ძალიან ლამაზები არიან, მაგრამ სიყვარული ჯერ არ მწვევია. უბრალოდ, სიყვარული რაღაცნაირად ხელისშემშლელიცაა. იმას დრო უნდა. ოჯახს თუ შექმნი მერე საქმისთვის ნაკლები დრო დაგრჩება. არ მინდა, რომ ყველას მიყვარხარ ვეძახო. მაგრამ ალბათ მაგის დროც მოვა“ - ამბობს სიცილით რატი წითლიძე.


2 комментария:

Saafree комментирует...
Этот комментарий был удален автором.
Saafree комментирует...

ეს ბოქვენამდე ჩამოწეული ქვედა ტანი (შორტები) არ შემიძლია რა ! :დ