10/30/2011

ბანკირ გოგონებში დამალული სექსუალურობა


კლასიკური ჩაცმულობა, სტანდარტული ვარცხნილობით, ცოტათი მკაცრი იმიჯი და მომღიმარი სახე - ეს ბანკის თანამშრომელი გოგონების სავიზიტო სახეა.
სხვადასხვა ბანკი ცდილობს მომხმარებლების მიზიდვას დაბალი საპროცენტო განაკვეთისა და სხვა შეთავაზებების გარდა კარგირგი იმიჯის მქონე გოგონებით ცდილობს. ბანკში ჩაცმულობა განსხვავდება ცენტრალურ ნაწილში მომუშავე თანამშრომლებსა და ე.წ. „ბექ ოფისი“-ს თანაშრომლებს შორის.
ცენრალური ნაწილის მომუშავეებს დრესკოდის მიხედვით აცვიათ, ხოლო ბექ ოფისის თანამშრომლები თავისუფლები არიან ამ შეზღუდვისაგან. ბანკის თანამშრომლებს მედიის თანამშრომლებისთვის კომენტარის გაკეთება სპეციალური ნებართვის გარეშე ეკრძალებათ, შესაბამისად ჩვენს მასალაში კონკრეტული ბანკების და მათი თანამშრომლების დასახელებისაგან თავს შევიკავებთ.
ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი სუზი ანდღულაძე ამბობს, რომ მიუხედავად სამსახურში არსებული საერთო დრესკოდისა არის მაინც განსხვავება გოგნებს შორის.
მათთვის ეს სამუშაო მისაღებია და ამ პირობებს სწორედ ამიტომ დათანხმდნენ. ეს კი უკვე მათი ცხოვრების ნაწილი გახდა.


„საბანკო ჩაცმულობა და ყოველდღიური განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სტანდარტული გახდე. ინდივიდუალური ელემენტების შეტანა ყოველთვის შეგიძლია და ბანკი არ გზღუდავს ამაში.
ვარცხნილობის მხრივს არის გარკვეული აკრძალვები უშუალოდ ბანკის მხრიდან, მაგრამ მისაღებია ეს შეზღუდვები“.
ნატო ანთია კი ამბობს გოგონების იმიჯი უფრო ფსიქოლოგიური მომენტია. ბანკირი გოგონები უმეტეს დროს ატარებენ ბანკში და იცვამენ ისე როგორც ამას მოითხოვს მათი დრესკოდი რაც დადგენილია ბანკში მკაცრად. სამსახურის მერე მათ ფიზიკურად არ აქვთ დრო რომ გავიდნენ სახლში და გამოიცვალონ. გარდერობით ხომ არ ივლიან სამუშაოზე. გამოდის ძალაუნებურად არაფორმალურ ცხოვრებაშიც აქვთ ფორმალური ჩაცმულობა, მათი სურვილის მიუხედავად. ის რაშიც შენ დიდ დროს ატარებ ის ხდება მერე შენთვის კომფორტული და ირგებ შენზე. ქალური მომენტია, რომ ჩაცმულობაში რომელშიც ძირითად დროს ატარებს ხშირად იღებს კომპლიმენტებს და როცა არასამუშაო ვითარებშია ქალური მონეტიდანვე გამომდინარე გონია რომ იმ ჯინსებში და სხვა ჩასაცმელში ისეთი მიმზიდველი აღარაა.“ - ამბობს ნატო.
ნატოს მიაჩნია, რომ სწორედ ამ მომენტის გამო გოგონებინკარგავენ თავის ინდივიდიუალობას და ხდებიან მასის ნაწილი. ქალი კი თუკი ინდივიდუალური არაა სექსუალური ვერ იქნება - მიაჩნია ნატოს.
მამაკაცები ამბობენ, რომ ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ ბანკირ გოგონებს. მათი უმრავლესობა თანხმდება, რომ ლამაზსა და კარგად ჩაცმულ გოგონებთან უფრო უჩნდებათ საბანკო ოპერაციების განხორციელების სურვილი. მათ ნაწილში მკაცრი და კლასიკური იმიჯის გოგონები სექსუალურ ფანტაზიებსაც აღძრავს. მიუწვდომელი და მკაცრი ქალები მამაკაცებისათვის უფრო სასურველი ხდება.
ზვიად ბერაძე ამბობს, რომ ბანკირ გოგონებს დიდ ყურადღებას აქცევს და სიამოვნებით მოიყვანდა ცოლად რომელიმე მათგანს: „ვაქცევ ყურადღებას აბა რას ვშვები, ლამაზთან მივდივარ აუცილებლად. ძალიან მომწონს მასეთი სტილი, სერიოზული და საქმიანი  ადამიანის იმიჯია. ბანკი ზოოპარკი ხომ არაა ყველა განსხვავებული რომ იყოს. ერთი სამსახურია  და ერთი სტილი. სიამოვნებით მოვიყვანდი ცოლად ბანკირს.“

იასე ცინცაძე ზვიადის მსგავსად დიდ ყურადღებას აქცევს გოგონების ვიზუალურ მხარეს. - „ კარგ გოგონებს როგორ არ ვაქცევ ყურადღებას, განსაკითრებით გარეგნულად თუ კარგები არიან.  ჩაცმულობას, ვარცხნილობას და დახვეწილ მანერებს არა მარტო ბანკში, არამედ ყველა დაწესებულებაში აქვს მნიშვნელობა ორგანიზაციის იმიჯზე მოქმედებს იმის შესაბამისად თუ რამდენად მოწესრიგებული და კომპეტენტური ადამიანი გემსახურება. ისე ერთგავარად ჰომოს-ბანკირუს ჩამოყალიბდა და ცალკე კლასი გახდა“ - ამბობს იასე.
საბაკო საქმე და ფინანსების სპეციალისტი გია ბერიძე ამბობს, რომ გოგონების იმიჯი ბანკის იმიჯია. კარგი იმიჯი კი მომხმარებელთა მოზიდვას შეუწყობს ხელს. „ყოფილა შემთხვევა ,როდესაც კარგად გამოპრანჭული ბანკირისთვის უკან მივბრუნებულვარ 1- 2 დღის შემდეგ  და საბანკო პროდუქტებზე გამიგრძელებია  საუბარი, მაგრამ ბანკში ყველაზე მნიშვნელოვანია ის კარგად ჩაცმული გოგონა  რამდენად კომპეტენტურია“. გია კვალიფიკაციის ასამაღლებლად ლონდონშია წასული. ამბობს, რომ ქართული რეალობისაგან განსხვავებით დიდ ბრიტანეთში ბანკები არჩევანს გამოცდილებაზე აკეთებენ და არა სექსუალობაზე. „აქ შეიძლება ასაკოვან ქალებსაც შეხვდე ოპერატორად, რაც ქართულ რეალობაში თითქმის არ გვხდება“- ამბობს გია.
ნიკა ტუღუშისთვის კი კარგ ჩაცმულობასთან ერთად გოგონების ღიმილსაც აქვს მნიშვნელობა. „ბანკის თანამშრომელს თბილი გაღიმება უნდა შეეძლოს. თუკი ბანკში ძალიან კარგი ვიზუალურობის გოგონა დამხვდა, მაგრამ მკაცრი სახისაა და არ იღიმება და მის გვერდით თბილი ღიმილის და დადებით აურის გოგონა არის მე აუცილებლად მეორესთან მივალ“.
ქალებიცა და მამაკაცებიც ერთხმად თანხმდებიან, რომ ბანკში მთავარი არა ვიზუალური მხარე არამედ საქმის კარგად ცოდნაა, სხვა დანარჩენი კი ამის შემდეგ იძენს მნიშვნელობას.

Комментариев нет: