დიდი, მოცულობითი
ტუჩები ყოველთვის ითვლებოდა
სექსუალურობის სიმბოლოდ, რომლის
აშკარა მაგალითია მერლინ
მონრო - სექს-სიმბოლო,
რომელიც დღემდე სილამაზის
იდეალად ითვლება. მისი დიდი ტუჩები
სექსუალური სურვილის განხორციელება
იყო. ისინი
თითქოს მუდმივად მზად იყვნენ კოცნისთვის
და თავისდაუნებურად
აგიჟებდნენ მამაკაცებს. ამ უმშვენიერეს ქალს,
რომელიც საოცარი მოყვანილობის
ტუჩები ჰქონდა, მათთვის
მეტი სექსუალურობის
მისანიჭებლად კი მონრო პატარა ეშმაკობას
იყენებდა: თავდაპირველად ტუჩებზე
ფუნჯით საშუალო შეფერილობის
ტუჩსაცხს ისვამდა, შემდეგ
ტუჩების ცენტრში - უფრო მუქი ფერის
პომადას, ბოლოს კი კიდევ უფრო მუქი ტონით
ტუჩის კონტურებს
მოხაზავდა.
დღეს სოციალურ
ქსელებში უამრავალი მონროს
მიმბაძველი გოგონაა, რომლებიც
ტუჩების დემონტრირებით ცდილობენ
უფრო სექსუალურები
გამოჩდნენ. ამისათვის კი ისინი ფოტოებზე
ერთგვარი კოცნის მომენტს
ქმნიან.
20 წლის რუსა მოწყობილს
ფოტო ალბომში
უამრავი ფოტოა, სადაც
წინ წამოწეული
ტუჩები დომინირებს. რუსა ამბობს, რომ ის ტუჩებით სექსუალურობის დემონსტრირებას
არ ცდილობს,
თუმცა ხანდახან
ფოტოში კოცნის მომენტს
ქმნის: - „განზრახ ტუჩების
წინ წამოწევარ
არ ვცდილობ,
თავისით გამოდის. უბრალოდ
მგონია რომ სახე უფრო ლამაზი
იქნება ამ ჭრილში. ჩემს ტუჩების
დემონსტრირებას მხოლოდ
იმ შემთხვევაში
ვცდილობ, თუკი კოცნას
ვაგზავნი. ისე ტუჩის კონტურს ვიყენებ
და უფრო სქელი ტუჩები
ჩანს და ერთგვარად წინ წამოწეულს გავს.“
- ამბობს რუსა.
„პირადად
მე არც ისეთი ურიგო
ტუჩები მაქვს და თამამად შემიძლია
ვთქვა, რომ
ლამაზი ფორმისაა, უბრალოდ ზედა ტუჩს
გავიდიდებდი ცოტატი,
იმიტომ რომ
მიმაჩნია
უფრო ლამაზი
იქნება. "
ადამიანი და
ხასიათი"... ყველანი
ინდივიდუალურები
ვართ, ზოგს რა მოსწონს ქალში ზოგს რა. არ არის გამორიცხული
ტუჩებითაც
მოხიბლო ადამიანი“.
ფოტოგრაფი გურამ მურადოვი
ამბობს, რომ ფოტოებში ტუჩების არაბუნებრივად
წინ წამოწევა
მისთვის მიუღებელია და თუკი ამჩნევს,
რომ ადამიანს
ეს არაბუნებრიობა
არ უხდება
პირდაპირ ეუბნება და ფოტოს არ უღებს.
„გააჩნია როგორ წამოწევენ ტუჩებს. არაბუნებრივად წინ წამოწეული ტუჩებ ეს ჩემთვის უფრო უტვინო გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებს ვიდრე სექსუალურის. მე პირადად გადაღების დროს ვითხოვ, რომ ტუჩები ქონდეთ თავისუფლად, ბუნებრივად და ისუნთქონ თავისუფლად. დაძაბული ტუჩები და ისეთი ნაოჭები მერე ულვაშები, რომ გეგონება ან რაღაცა კოცნის მომენტის შთაბეჭდილება რომ არის. ალბათ უფრო პრანჭიაობის მომენტია“.
სოციალურ ქსელ ფეისბუქზე შექმნილია სპეციალური გვერდი სახელწოდებით „ტუჩების
პრუწვა“, სადაც იმ გოგონების ფოტოების რომლების ერთგვარი კოცნის მომენტის შექმნით ცდილობენ
ტუჩების დემონსტრირებას. გვერდი ამ მომენტისათვის 228 ადამიანს მოწონს. ამ გვერდზე
ქართველ გოგონების წინ წამოწეული ტუჩებთან ერთად შეგიძლიათ ჯოკონდას კარიკატურაც იხილოთ.
მეცნიერები ამბობენ, რომ სხვილი ტუჩები სექსუალურობის და მგრძნობიარობის მაჩვენებელი ადამიანში. უფრო თხელი ტუჩები მქონე
ადამიანები
შედარებით ჩაკეტილნი და ნაკლებად კონტაქტურები არიან. ეს ადამიანები ცხოვრებაში ბევრს შრომობენ,იძულებული არიან მოითმინონ დაცინვა,ამიტომ შინაგანად არიან დაძაბული. ზედა ტუჩი ოდნავ წინ წამოწეული მიგვანიშნებს მიზანდასახულ ადამიანზე, რომელმაც იცის საკუთარი თავის ფასი. მისმათავმოყვარეობა შეიძლება მიაღწიოს მაქსიმუმს და ამის შედეგად - უგულვებელყოფს სხვის აზრს დადარწმუნებულია თავისი სიწორეში.
ქვედა ტუჩი ოდნავ დიდი - მეტყველებს ეგოიზმის მაღალ დონეზე, გაუწონასწორებელ და მერყევი ხასიათის ადამიანზე. ასეთადამიანებთან ურთიერთობა რთულია, ისინი ყოველვის ცდილობენ დომინირება მოახდინონ სხვაზე. მკვეთრად მოხაზული კონტურის ტუჩების მქონე ადამინები კი ეკუთვნიან არა ამბიციურ ადამიანთა რიცხვს, რომლებსაც აქვთ ნაკლებიმოთხოვნილებები და შეუძლიათ იკმარონ მცირედი. არ აგებენ ოცნების კოშკებს და საკმაოდკონსერვატულები არიან. ხშირად ვარდებიან დეპრესიაში და ასევე ხშირად არ აფასებენ თავს სათანადოთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий