3/22/2011

როგორ მოატყუეს მერია?

სამი დიპლომი მიდევს სახლში, მაგრამ მარშუტკაზე ვმუშაობ მაინც - ამბობს გულდაწყვეტით რეზო.
ეხლა ტენდერი ჩაგვიტარეს და მარშუტკის რაოდენობის განახევრებით დაგვემუქრნენ. არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ლუკმა პურის დაკარგვა არ მინდოდა, ამიტომაც რაღაც უნდა მომეფიქრებინა.
ქართველების მოუგონებელი არაფერიაო, ხოდა მშირმა კუჭმა მიკარნახა რაც უნდა მექნა. ტენდერის პირობებს გადავხედე. ე.წ ტექპასპორტში ავტომობილის ფერი, სერიული ნომერი და მარკა წერია. მაგალითად თეთრი ფერის ფორდი JFF- 577. კონკურსს ფაქტიურად ამ სახელით გადის. იდეა მაქვს!!!...
„კოლეგებს“ გავაცანი იდეა და ყველამ ლამის გმირად გამომაცხადა.
ტენდერი რამდენიმე დღე გრძელდებოდა და ავტომობილები რიგრიგობით გადიოდნენ შემოწმებას. სალონი, ჭერის სიმაღლე, სავარძლების მდგომარეობა და სხვა ტექნიკური საკითხები მოწმდებოდა.
ჩემი რიგი, როცა მოვიდა მეგობარს გამოვართვი თეთრი ფერის ფორდი. ჩემი სერიული ნომერი გადავიტნე და ამაყად მივედი შემოწმებაზე. ყველფერი წესრიგში იყო და ტენდერიც გადავლახე. შემდეგ ნომერი ისევე ჩემს „ჯაბახანაზე“ გადავიტანე და ტენდერგავლილმა მუშაობა გავაგრძელე.
მე მომბაძეს სხვებმაც და ერთი მარშუტკით ათეულობით ადამიანმა გავიარეთ ტენდერი.
როცა ყველაფერი დამთავრდა ყველა გაკვირვებული იყო, როგორ გაიარა ჩემმა „ლურჯამ“ ტექნიკური შემოწმება. არა და მე ყველა შესაბამისი დოკუმენტი ხელთ მქონდა. მეორე დღეს ისევ "ჩავპრესე" ხალხი ჩემს მარჩენალში და ძველი მარშრუტით გავაგრძელე გზა.
ხო, მართლა ეხლა თუ გააუქმებენ ტენდერის შედეგებს, სხვა რამეს მოვიფიქრებ... იმიტომ, რომ კრეატივი ვარ... ხა ხა ხა 

Комментариев нет: