3/21/2011

გასკდით გულზე არა ბათუმელებო :)


სექტემბრიდან - 11 სექტემბერის ჩათვლით, საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსიGolden Talent 2011-Batimi უმასპინძლებს მსოფლიოს  25  ქვეყნის პოპულიარულ   შემსრულებლებს.
წარმოგიდგენთ მონაწილეებს თავისი საკონკურსო ნომრებით:


იტალია
გუერინო პაპა - 31 წლის
დაიბადებულია  1979 წლის  27 სექტემბერს, ქ. ტარანტოში (პუგლია). ადრეულ ასაკში, გამოხატავდა დიდ სიყვარულს მუსიკისადმი. 16 წლის ასაკში მღეროდა კონცერტებზე. მისი სიმღერის პედაგოგი იყო ცნობილი სოპრანო ქალბატონი ადელე ნიკოლეტი. გუერინო  ასრულებს სხვა და სხვა ჟანრის რეპერტუარს, აგრეთვე ახალ ჟანრს, რომელსაც ეწოდება „პოპ ლირიკა" - პოპის და ლირიული ჟანრის სინთეზი,  ცნობილი მომღერლების მაგ. ანდრეა ბოჩელის და ალესანდრო საფინას რეპერტუარიდან.  გუერინო პაპა ავტორ  შემსრულებელია, მას  ხშირად იწვევენ პსიფლიოს  სხვა და სხვა  პრესტიჟულ  კულტურულ ღონისძიებებზე, მაგალითად 2006 წ. „Portici d'estate" სადაც გუერინოს სურათები  გამოფენილია ცნობილ პიროვნებებთან ერთად, მაგალითად- კატია რიკიარელი, ედუარდო გუარნერა, ჰონგ მეი, გოდესე დ. ჯეკსონი, დონ ბექი, ჯენი ბ., სანდი მარტონი და ზერო ასოლუტო. 2006 წელიდან  თანამშრომლობს ცნობილ პროდუსერთან და კომპოზიტორთან ფრანჩესკო კოლასანტოსთან; გუერინო პაპა მსოფლიოს  მრავალი საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული  და  ლაურეატია.  ის  ახალი მიმართულების - „პოპ ლირიკის" ვარსკვლვია, აქტიურად მოგზაურობს სოლო  კონცერტებით ევროპის  და  ეს-ენ -გეს  ქვეყნებში.



ბოსნია და ჰერცეგოვინა
ვუკაშინ  ბრაიჩი - 27 წლის

დაბადა 1984 წლის  9 თებერვალს, ინდივიდუალურად შეისწავლა  გიტარაზე და ფორტეპიანოზე დაკვრა,  იყო დრამატული წრის  და საცეკვაო ჯგუფის „Luna"-ს წევრი,  მღეროდა მუსიკალური  აკადემიის  გუნდში.
ქალაქ ნეგოტინის  მუსიკალური  აკადემიის  დამთავრების შემდეგ  ჩამოაყალიბა   როკ ჯგუფი „Affect" - ი, მუსიკოსებთან  დ. ნიკოდიევიჩთან და ნ. ანდელკოვიჩთან ერთად. ჯგუფმა  დიდ  წარმატებებს  მიაღწია, მათი  შემოქმედება ლიდერობს  ქვეყნის  რადიო  და  სატელევიზიო ჰიტ - პარადებში. 2007 წელს ვუკაშინმა შეასრულა აკუსტიკური დუეტი მარკო მარიჩთან ერთად „Lucky Luke". მას  მიღებული  აქვს  მუსიკალური განათლება პროფესორ ტანია ანდრეიჩთან.
2008-2009 წელს  გახდა  სატელევიზიო პროექტის  „Operation Triumph" -ის გამარჯვებული, რომელშიც  მონაწილეობას  იღებდნენ   ბოსნია და ჰერცეგოვინას, სერბეთის, ხორვატიის, მონტენეგროს და მაკედონიის  საუკეთესო მუსიკოს  შემსრულებლები. ამ პოპულარული შოუს შემდეგ, ვუკაშინი  გახდა „OT Band"- ის წევრი.
2010 წელს ვუკაშინ  ბრაიჩი  წარმოადგენდა ბოსნია და ჰერცეგოვინას
საერთაშორისო სატელევიზიო  სიმღერის კონკურსზე „Eurovision  2010"



დიდი ბრიტანეთი
KETTA - 25 წლის


KETTA  ასრულებს  მთავარ როლს მიუზიკლში „Les Miserables";
გამოშვებული  აქვს  საკუთარი ალბომი „Hydropsische instabilis";
2009 წელს  მონაწილეობდა სიმღერის  კონკურსზე  „Eurovision";
2009 წელს გახდა  პირველი  ადგილის  მფლობელი  საესტრადო შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსზე „Barza de Cristal";
2009  წელს გახდა  პირველი  ადგილის  მფლობელი  საესტრადო შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსზე "Golden Wings";
2010  წელს გახდა  მესამე  ადგილის  მფლობელი  საესტრადო შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსზე "Golden Voices";
ამჟამად KETTA  მუშაობს   ახალი  სოლო  ალბომის   გამოშვებაზე ;
KETTA  დიდი  ბრიტანეთის  
მუსიკალური აკადემიის "Guildhall" - ის სტუდენტია.



 რუმინეთი
კატალინ ჟოსანი - 24 წლის


 კატალინი დაიბადა 1987 წლის 4 მარტს, მოლდოვაში. დაამთავრა ჩიპრიანა პორიუმბესკუს სახელობის მუსიკალური სკოლა, შეისწავლა ფორტეპიანო. მან ინდივიდუალურად შეისწავლა გიტარაზე დაკვრა. დაამთავრა ქ. კიშინოვის თეატრისა და სახვითი ხელოვნების მუსიკალური აკადემია, აკადემიური ვოკალის ფაკულტეტი.
     ამჟამად კატალინი ცხოვრობს  რუმინეთის  რესპუბლიკაში, ქალაქ ბუქარესტში.
2006 წელს - მონაწილეობას იღებდა მუსიკალური კონკურსის «Мegastar»-ის შესარცევ ტურში (რუმინეთი), წარმატებული შესრულებისთვის ხელი მოეწერა კონტრაქტს «Universalmusic»-თან (რუმინეთი).
      2007 წელს - მოხვდა რუმინეთის  ევროვიზიის ნაციონალურ ფინალში. ის გახდა ერთად ერთი შემსრულებელი, რომელმაც წარმოადგინა ორი სხვა და სხვა ნაწარმოებები: "Run Away" da "When We're Together". აღნიშნული ორივე სიმღერა შესულია მის სადებიუტო ალბომში «Мegastar»-ში, რომელშიც აგრეთვე შესულია რუმინეთის უამრავი კომპოზიტორების კომპოზიციები.
    2009 წელს - გამოუშვა ჰიტი, ყველაზე პოპულარული სიმღერის, «Мegastar»-ის  ალბომიდან - «Big Brown Eyes» მარი მარინესკუს მონაწილეობით, ამავე წელს გადაიღო კლიპი სიმღერაზე -«Veronica Demonica».
     2009 წელს -მოხვდა რუმინეთის  ევროვიზიის ნაციონალურ ფინალში, სიმღერით - «Stop» და  გახდა მეორე ადგილის  მფლობელი.
     2009 წელს -  დაიწყო მუშაობა  ახალ ალბომზე
     2010 წელს - მისი საავტორო სიმღერა «Around Around» მოხვდა რუმინეთის ევროვიზიის  ნაციონალურ ფინალში
     კატალინ  ჟოსანი  რუმინეთის  ვარსკვლავია, იმყოფება რადიო  და  ტელევიზიის  საუკეთესო ტოპში,  აქტიურად  მოგზაურობს  სოლო კონცერტებით ევროპის ქალაქებში.
    


სლოვენია
ალია - 28 წლის


ალია  პატარა გოგონა იყო როდესაც სიმღერა დაიწყო და ფორტეპიანოზე დაკვრა ისწავლა. მომავალში მან 4 ბიჭთან ერთად შექმნა საკუთარი  ბენდი.
   მისი  პირველი შემოქმედება გახლდათ „radio Hit festival  in 2001" - ში მონაწილეობა, სიმღერით „Mr. Pozelenja „ სადაც ის  მეორე საპრიზო  ადგილით დაჯილოვდა.
   ალიას  სიმღერებმა  დიდი  აჟიოტაჟი  გამოიწვია,  ლიდერობდა სხვა და სხვა რადიოს მუსიკალურ რეიტინგებში, განსაკუთრებით კი  ჰიტით „Igra", რომლის პრემიერაც  2002 წელს, სლოვენიის სუპერმოდელების შოუში გაიმართა.
    ალიამ აქტიური  საკონცერტო  მოღვაწეობა  დაიწყო, მიიღო მონაწილეობა სლოვენიის  „Euro Song Contests (EMA) - ის  კონკურსზე  და  პირველ საპრიზოა ადგილზე  გავიდა.
      2004 წლის აპრილში  Menart" - მა  გამოუშვა  ალიას  პირველი ალბომი  - „Alya".  გამოუშვეს როგორც ოქროს ალბომის  ასევე პლატინის ალბომის  გამოცემაც. ვიდეო  „Alya",  „Zvezda vecera „ და„საღამოს ვარსკვლავები" MTV -ის რეიტინგებში ღებულობდა მონაწილეობას და საკმაოდ პოპულარული  გახდა.
  2004 წელს, საუკეთესო სიმღერის კონკურსზე „S.R.F. (Slovenian Radio Festival)" ალიას  ერთ ერთმა ჰიტმა „Fluid" -მა მიიღო პრესტიჟული ჯილდო. 
    ალიამ  აგრეთვე  მოიპოვა საუკეთესო სტილის მქონე ქალბატონის ტიტული და გაიმარჯვა „The statue of Modna Jana"- ში.  
    ჟურნალი „FHM (For Him Magazine)" -ის მკითხველმა, ალია დაასახელა მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ ქალად  და  სლოვენიის  ყველაზე დიდმა ინტერნეტ მაძიებელმა „Najdi.si" - მა  ალია  აღიარა ყველაზე მოთხოვნად ხელოვნად ინტერნეტში.
    2005 წელს, სლოვენიის  ჟურნალისტებმა  ალია დაასახელეს წლის საუკეთესო მომღერლად.
    2006 წელს, ალია  გახდა „Wrigley" -ს წლის სარეკლამო სახე და სლოვენიის  უდიდეს მობილური ქსელის კომპანია  „Mobitel" -ის სარეკლამო ხელშემწყობი.
    2008 წელს, მან ჩაწერა  კომპოზიტორ  ჟან პლესტენიაკის     სიმღერა  „A veš". ჰიტი  ნომინირებული იყო  2008 წლის საუკეთესო სიმღერაზე. მან აგრეთვე ჩაწერა სიმღერა, სატელევიზიო რეალიტი შოუ „Big Brother 2008" -ისთვის სახელად „Zelo naglas-არ მაინტერესებს".
     2009 წლის მაისში ალიამ გამოუშვა ახალი ალბომი „Non Stop!" , ალბომს პროდუსერობა გაუწია „Horus Sound Studio" - მ  ჰანოვერში , ხოლო გიტარის ელემენტებით მხარდაჭერა  ჰენინგ რუმენაპის  - მა  (Guano Apes) უზრუნველყო.
     2009 წელს  ალიამ 250  სოლო კონცერტი  გამართა, მათ შორის ლეგენდარულ ჯგუფ „Beach Boys"- სთან ერთად.
    ალიას ახასიათებს მაღალი ტემპერამენტი, ის მიმზიდველი და სექსუალურია.   მედია,  ალიას  მუსიკას  და  თავად  მომღერალს  ცნობს როგორც სექსუალურ და ორიგინალურ  ვარსკვლავ  შემსრულებელს.



სერბეთი
ოლივერ კატიჩი - 33 წლის


დაბადების თარიღი  1978 წლის 4 თებერვალი.
ოლივერი არის შემდგარი მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორი.  მიღებული აქვს  განათლება  საოპერო სიმღერას მუსიკალურ აკადემიაში   ქალაქ ნისის  და ქალაქ ბრუსელის  კონსერვატორიაში.  
მოღვაწეობდა კლასიკური მუსიკის ჟანრში ქ. სერბეთში და ქ. ბელგიაში.
2003 წლიდან  მოღვაწეობდა როგორც მომღერალი  და  გიტარისტი სერბეთის სხვა და სხვა ჯგუფებში.
2008 წლიდან ოლივერმა  დაიწყო სოლო კარიერა , მისი საავტორო შოუ - „Solo Acoustic Night"  დღესაც  აქტიურად  ტარდება სერბეთის კლუბებში.
2004 წელს, ოლივერმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე ქალაქ  ბუდვაში (მონტენეგრო) , ის  წარსდგა საკუთარი საავტორო სიმღერით  "Istina", ამ  კომპოზიციამ ოლივერს დიდი  წარმატება და აღიარება მოუტანა, გახდა ქვეყნის  ჰიტი  და  კომპანია „Loshpixel"-ის მხარდაჭერით  სიმღერის ვიდეოს ვერსიაც  შეიქმნა.
პოპ მუსიკის ფესტივალზე - „Beovizija"ოლივრი  წარსგა საკუთარი საავტორო სიმღერით  „Previse reci", ამ  კომპოზიციამაც   დიდი  წარმატება და აღიარება მოუტანა  და  გახდა ქვეყნის  ჰიტი.
2010 წელს წარმოაგენდა სერბეთს ბელორუსიის საერთაშორისო  მუსიკალურს ფესტივალზე  - „Витебск 2010".
ოლივერი საერთაშორისო  სიმღერის კონკურსის - "Eurovision-2010 - ის ფინალისტია.
ამჟამად ოლივერი  მუშაობს სოლო ალბომის გამოშვებაზე.


რუსეთი
 ვიქტორია ჩერენცოვა, 23 წლის

 2004 წელი - "არტ-პლათფორმა"- პირველი ადგილი ნომინაციაში: „არტ-ლიგა" 2005 წელი - „მე ვუერთდები ხელოვნების სამყაროს" - პირველი ადგილი 2005 წელი -„ არტ ხელოვანი" - პირველი ადგილი 2006 წელo - რუსეთის პრეზიდენტის ჯილდო, ნიჭით დაგილდოვებული ბავშვებისა და მოზარდებისათვის 2006 წელი- „სტუდენტური გაზაფხული"- პირველი ადგილი 2006 წელი-ვიქტორიამ გაიარა შესარჩევი ტური და მიწვეული იქნა პროექტში „Народный Артист", მაგრამ მან მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მისი სიტყვებით „უბრალოდ ამოწმებდა თავის შესაძლებლობებს" . 2008 წელი - მუსიკალური გამოფენის MIDEM-ის მონაწილე (საფრანგეთი, კანი). 2009 წელი - გახდა რადიო "Алла" - ას ფინალისტი და მიწვეული იქნა ალა პუგაჩოვას მიერ საშობაო შეხვედრებზე.



უკრაინა
NoraLasso

 სიყვარულის ნიმფა თავიდან ყველაფერი დაიწო ჯადოსნური ნიმფიდან, რომელმაც სასიყვარულო სასმელი დაალევინა ზევსს (ბერძნული მითოლოგია). სასჯელად იმისთვის, რომ მასში გაიღვიძა მძვინვარე ვნებამ, მისმა მეუღლემ გერამ გადააქცია ნიმფა „Вертишейка". ბერძნები მას მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და მის გავლენას აწერდნენ შეყვარებულებს. სწორედ მისი სახელს უწოდებდნენ სხვა-სხვა სასიყვარულო სასმელებს და შელოცვებს. ჯგუფის «NoraLasso» სასიყვარულო შელოცვები თავს იჩენენ ყველა სიმღერის თითქმის ყველა ტექსტსა და მელოდიაში. ვოკალის მიწოდება დაცულად ანელებს გულის ცემას და განაწყობს რომანტიზმზე. ეს შემოქმედებითი ალიანსი შექმნილია წრფელი სიყვარული პროპაგანდისთვის და თამამი ენერგეტიკისთვის. სწორედ „Вертишейка" გახდა მთავარ მთვარის სიმბოლოდ უძველეს სახელმწიფოში. ეს ფრინველი გამოსახეს ვერცხლის დისკზე, სადაც მიქონდათ ძღვენი სავსე მთვარის პერიოდში. «NoraLasso» მერწყულის ნიშნით, სავსე მთვარი დროს. მელოდიური და უჩვეულო სახელი, გამომდინარეობს, ყოველთვის მთვარის ჩრდილში ყოფნიდან. ცნობილმა დანიელმა ასტროლოგმა მას ყველაზე იდუმალი უწოდა ნაკლებად ცნობილებს შორის, იწინასწარმეტყველა ჯგუფის უთქმელი და ამოუცნობი სიმღერების სტილი. სახელწოდება „Вертишейка" მიიღო თავისი დამახასიათებელი ქცევის შედეგად, რომელსაც დემონსტაციას უკეთებდა სტრესულ სტუაციებში. ხელში აყვანილი, ან უეცრად შეპყრობილი, ჩიტი თავისი საქციელითა და უნიკალური ჟღერადობით ქმნის გველის ილუზიას. ერთი შეხედვით სიმსუბუქის ილუზია იქმნება «NoraLasso» მუსიკოსების შემოქმედებაში, ბალადების უფრო ყურადღებით მოსმენით კი აღმოჩნდება, რომ უფრო ღრმაა ვიდრე ჩანდა ერთი შეხედვით. რომანტიზმით ირღვევა გიტარის რიფები მათ ნაწარმოებებში. რაც არ უნდა ბევრი პარალელი ვავლოთ ჯგუფსა და ჩიტს შორის, მთავარია ერთი რამ: „Вертишейка" - ს საგაზაფხულო სიმღერში, თავისი ნიჭით და რიტმით სწორი არ ჰყავს..... როგორც «NoraLasso» - ს შემოქმედებას.



ლატვია
სამანტა ტინა - 22 წლის

 სამანტა დაიბადა 1989 წლის 31 მარტს. მისი პირველი სცენა იყო პატარა სკამი სამზარეულოში და მიკროფონს სახტუნაო ჯოხები ცვლიდნენ, დროთა განმავლობაში პატარა სკამი შეცვალა დიდმა სცენამ. ლატვიაში, სამანტას აღმოჩენა მოხდა რეალითი შოუს "O!Kartes Akademija"-ს დახმარებით, აღმოჩენა და შეყვარება. სამანტამ ამ შოუშს გამარჯვებული გახდა! სამანტა 3 წლის ასაკიდან აქტიურად შეისწავლიდა მუსიკას. მისი უპირველესი გამარჯვება იყო სიმღერის კონკურსში ტუკმსას მაცხოვრებლებს შორის, სწორედ მაშინ პირველად მიხვდა 12 წლის სამანტა, თუ რა იქნებოდა მისთვის მთავარი - მუსიკა!. ის წარმატებით მონაწილეობდა ლატვიისა და საერთაშორისო კონკურსებსა და შოუებში. სამანტამ პირველი ალბომი ჩაწერა 15 წლის ასაკში, პოლონელ ჯგუფთან "Etanis" ერთად. სამანტამ ასევე გამარჯვება მოიპოვა რუმინეთის „Georgio Gregorio Festival"-ის საერთაშორისო კონკურსზე. განათლება მიიღო დიდ ბრიტანეთის პრესტიჟულ აკადემიაში - „Tech Music School" -ში. ამჯერად სამანტა მუშაობს სოლო ალბომზე და აქტიურად მოღვაწეობს სოლო კონცერტებით ქვეყნის მაშტაბით.

 

აზერბაიჯანი
ემინ გასანი - 31 წლის

ემინ გასანი(გასანოვი) დაიბადა ქალაქ ბაქოში. განათლება მიიღო აზერბაიჯანის კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1998 წელს გახდა სატელევიზიო შოუს „ ოწროს გასაღები„ -ს გამარჯვებული. ემინი სხვა და სხვა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია. "Славянский Базар -98", ბელორუსია "Golden Shlager-2000" , ბელორუსია "SEA SONGS -2008" , უკრაინა "Golden stag -2009", რუმინეთი "Golden Voices -2010" , მოლდოვა - მაყურებლის სიმპატია "AMBERSTAR-2010", ლატვია - საუკეთესო შემსრულებელი, ნოინაციასში „Best Show" 2009-2011 წლებში - „ევროვიზიის" ნაციონალირი კონკურსის
 ფინალისტი.

 

ესპანეთი
ტინა რიობო - 29 წლის



ესტონეთი
როლფ როსალუ - 29 წლის



მაკედონია
ლოზანო - 26 წლის



ლიტვა
VILIJA & ONA

1 комментарий:

Dato trapaidze комментирует...

იფ. მშვენიერია მართლა