მოდად ქცეული სიტყვები „მე ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ“
მეტისმეტად გავრცელდა და გახშირდა. თითქოს
და „ტელევიზორ მივიწყებული“ ხალხი, ხან ნანუკას შოუს გარეჩავში არიან, ხანაც პროფილის
ყურების ემოციებზე საუბრობენ. არც სპეციალური რეპორტაჟის დადგმული სპექტაკლები და შეთხზული
ამბების მოხსენიება ავიწყდებათ. თუკი საუბარს შეაწყვეტინებ და კითხავ „აკი არ ვუყურებო“? თამამაც მოგიგებენ, რომ მე საინფორმაციო
გამოშვებებს არ ვუყურებო.
არც მაგის არ მჯერა, რომ საინფორმაციო გამოშვებებს, არ უყურებენ.
უბრალოდ ურჩევნიათ „არ ვიცი“, „არ დამინახავს“, „არ გამიგონია“-ს პრინციპით გავიდნენ
ფონს, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირება და ტვინისათვის
ცოტა ძალის დატანება არ მოუხდეს.
ვინ როგორ აზროვნებს ჩემი საქმე ნამდვილად არაა, მაგრამ
იმ დიდი მონსტრის ზიზღი და სიყვარული არ მასვენებს, რასაც ტელევიზია ქვია...
მოდად იქცა, რომ თუკი ქვეყანაში რაიმე სათანადოდ ვერ
ხდება ჟურნალისტების და მთლიანად მედიის ბრალია. პოზიციაც ჟურნალისტებს ლანძღავს და
ოპოზიციაც. ხან ვიღაცის მონას გეძახიან, ხან არაპროფესიონალს და ხანდახან პანჩურსაც
კი ამოგარტყამენ.
იმის მტკიდებას ნამდვილად ვერ დავიწყებ, რომ ნაციონალური
მედია იდეოლოგიით არ არის გაჟღენთილი, მაგრამ ვისი ბრალია? - მგონი ხალხის.
ბოლო დროინდელი ამბების შემდეგ მშობლიურ სოფელში წავედი.
„მარშრუტკიდან“ დაწყებული ჩემი ოჯახით დამთავრებული ყველა 26 მაისის დარბევის და მისი
შედეგების შესახებ მსჯელობდა. ყველა, როგორც წესი ამ საქმის ექსპერტი და მცოდნე იყო.
ყველა მათგანი „რუსთავი 2“-ისა და „იმედი“-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციებით საზრდოობდა.
ნაციონალური მედიის იდეოლოგიის წყალობით სოფელში ყველა ამბობდა, რომ დარბეული ხალხი
უარესის ღირსი იყო. რომ თურმე არასანქცირებული მიტინგი იყო და მომიტინგეები იქვე რომ
ჩაეკლათ ეგეც ახი იქნებოდა. არავის გასჩენია კითხვა რატომ არ არსებობდა გასასვლელი
საიდანაც ხალხი შეძლებდა ტერიტორიის დატოვებას, არც იმით დაინტერესებულან თუკი მათ
მოლოტოვის კოქტეილები ქონდათ, რატომ არ გამოიყენეს? რატომ გაანადგურა კამერების წინ
პოლიციამ მტკიცებულება (პოლიციამ მოლოტოვის კოქტეილები ჯოხით იქვე დაამსხვრია. არსებობს
ასეთი კადრი) ? არსებობდა თუ არა საშუალება რომ ასეთი მკაცრი დარბევის გარეშე დაეშალათ
მომიტინგეები? და ა.შ.
მოკლედ არავის არ გასჩენია კითხვა და ყველას ის ეჯერა
რაც ტელე ეთერით ნახა.
ყველას აღლუმი ერჩივნა, ვიდრე რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე.
გლეხებისთვისაც ისევე, როგორც ბურჯანაძისთვის (როგორც ნაციონალური მედია ავრცელებს)
სულ ერთი იყო აქციაზე 1 მშვიდობიანი მომიტინგე დაიღუპებოდა თუ 1000. მათ
სერიალებში სექსის ყურება ირჩევნიათ, პორნო ფილმებს დამსგავსებული ქართული თოქშოუებისა
და გადაცემების ყურება ვიდრე რეალობისათვის თვალის გასწორება.
აჰა იდეოლოგია...
არ მუშაობს?
მგონი მუშაობს და თანაც როგორ...
მერე ოპოზიციას არჩევნების შედეგების არ ჯერა...
1 комментарий:
televizors rogor ar vukureb, magram politikas da brazilia-argentina da a.sh. serialebis atana ar maqvs
Отправить комментарий