სიტყვის, აზრის, გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც ასე
ხშირად ვიყენებთ სულაც არ ყოფილა კონსტიტუციური. ყველას გონია, რომ ჟურნალისტები ყველაზე
მეტად ვართ განებივრებულები ამ თავისუფლებებით, თუმცა მე საპირისპიროდ ვფიქრობ. მაშინ როდესაც მოქალაქეები ქვეყნის კონსტიტუციას
და სხვა კანონებს ემორჩილებიან, ჟურნალისტებს ემატება კიდევ ერთი მთავარი თვითკონტროლის საშუალება - ეთიკა. დაწერილი და დაუწერელი ქცევის
წესები, რომლის დაცვაც სავალდებულო თუ არა საჭირო მაინცაა.
ჟურნალისტებს ბევრი რამ გვეკრძალება. აი მაგალითად როდესაც
რომელიმე საჯარო მოხელე ან ოპოზიციის წარმომადგენელი შეურაწყოფას გაყენებს კონფლიქტში
შესვლა. ამტანი და გამტანი უნდა იყოო...
საღამოს როცა ტელევიზორს უყურებ, ან როცა გაზეთს კითხულობ
მზა პროდუქტი კარგია. თუ რაიმე არ მოგეწონება პულტს მოიმარჯვებ, ან გაზეთს სხვა გვერდზე
გადაშლი.
ჟურნალისტებს კი საკუთარი აზრის,პოზიციის საკუთარ თავში
ჩაკლის მოუხედავად სამუშაო პროცესში ათასობით პრობლემა აქვთ. პირველი და მთავარი ალბათ
საჯარო მოხელეთა დამოკიდებულებაა. როდესაც ყველა ზემოდან გიყურებს, ხშირად ძაღლადაც
არ გაგდებს... კითხვაზე პასუხს არ გცემს... როცა კარებს ცხვირ წინ მოგიჯახუნებენ -
შენ მხოლოდ ერთ გზა გრჩება... შენი დამოკიდებულება და ბრაზი გამოხატივის საშუალებებთან
ერთად შინაგანად ჩაიკლა და გაღიმებულმა დაიწყო გამოსავლის ძიება. საჯარო მოხელეები
ამ დროს ხელს პრესსამსახურებიკენ იშვერენ. მერე მათ უნდა „ეჩალიჩო“, რომ ალტერნატიული
საშუალების პოვნაში დაგეხმარონ. პრესსამსახურთან ცალკე გექმნება პრობლემები. ისინი
ან არ პასუხობენ სატელეფონო ზარებს ან მუდმივად ცდილობენ დრო გაიყვანონ.
რეგიონის და ქალაქის პირველი პირები კონკრეტული მედია
საშუალებებისათვის მუდმივად მიუწვდომელია. მათი ხილვის და ჩაწერის ნეტარება მხოლოდ
პრესსამსახურის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
ამ ქალაქში ყველა მეფობს... კონკრეტული მედიასაშუალებებიდან დაწყებული, ნებისმიერი საჯარო სამსახურის დაცვის თანამშრომლის ჩათვლით...
Комментариев нет:
Отправить комментарий