ვაღიარებ, რომ ვარ ჟურნალისტი
ვაღიარებ, რომ რომ ხშირად ეროსის, გრეჩიხას, მაკა ასათიანის
ან მამუკა ღლონტის აგენტს მეძახიან.
ვაღიარებ. რომ ყოველთვის 2 ან 4 რესპოდენტი მყავს და
ვცდილობ ორივე მხარე მყავდეს.
ვაღიარებ, რომ საშინლად არ მიყვარს პოლიტიკა, თუმცა
ამ სფეროზე ვმუშაობ.
ვაღიარებ, რომ ხშირად ვბრაზდები როცა მატყუებენ (უფრო
ცდილობენ დამაბოლონ) და არ ვიმჩნევ.
ვაღიარებ, რომ ჩაწერის დროს პრეზიდენტის წინაშე მუხლებზე
ვმდგარვარ, ოპერატორებისვის კადრი რომ არ გამეფუჭებინა.
ვაღიარებ, რომ კარგი ურთიერთობები მაქვს პოზიციასა და
ოპოზიციასთან.
ვაღიარებ, რომ ხშირად ვბრაზდები როცა ბრიფინგის დროს
ორიოდე აბზაცსაც კითხულობენ.
ვაღიარებ, რომ შსს-ს თანამშრომლებთან ჯოკერში მოგებული
მაქვს ნაყინი, რომელიც არ ჩააბარეს.
ვაღიარებ, რომ
მე-10, მე-11 კლასებში ჩემს სკლაში 3 დირექტორი მოვახსნევინე.
ვაღიარებ, რომ მე-2 კურსზე გაზეთის რედაქტორი ვიყავი
და მეგობრები დამოუკიდებლად ისე ვუშვებდით გაზეთს რომ ჟურნალისტიკის შესახებ არც არაფერი
ვიცოდით.
ვაღიარებ, რომ ვარ #8 კენტის აქტიური მწეველი.
ვაღიარებ, რომ ვარ „პრივეტ იზ ბატუმა“-ს მომხმარებელი
და მივეძალები ტირამისუსა და ცეზარს.
ვაღიარებ, რომ ყველაზე ხშირად მაშინ ვიტყუები, როცა
ვამბობ, რომ გზაში ვარ.
ვაღიარებ, რომ საქართველოში არ მინდა ცხოვრება და ვოცნებობ
ნიუ-იორკში ცხოვრებაზე.
ვაღიარებ, რომ ხშირად ვოცნებობ და ამაში ვკარგავ დროს.
ვაღიარებ, რომ ფეხებზე მკიდია რას ფიქრობენ სხვები ჩემზე.
ვაღიარებ, რომ პოლიციის არც ერთ განყოფილებაში არ ვარ
ნამყოფი და მაინტერესებს რა ხდება შიგნით.(განსაკუთრებით გრიბოედოვის #2-ში უშუშრიებაში).
ვაღიარებ, რომ სულაც არ მინდა დამიჭორონ.
ვაღიარებ, რომ ჩემი ფიზიკურობიდან გამომდინარე, რომ
რამე ვერ გავუძლებ დაჭერის შემდეგ წვალებას და მალევე ვაღიარებ რაც უნდათ.
იმასაც ვაღიარებ, რომ სასამართლო სხდომაზე ტელეფონით
ჩუმად გადამიღია ვიდეო და შემდეგ მანდატურს გამოვუძევებივარ დარბაზიდან.
ვაღიარებ, რომ ვთანამშრომლობ სამთავრობო, არასამთავრობო,
ოპოზიციურ, მედია და სხვა სახის ორგანიზაციებთან.
ვაღიარებ, რომ
არ ვიცი არც ერთი ენა ისე, რომ აგენტობა შევძლო.
ვაღიარებ, რომ ეს ყველაფერი თავად დავწერე და არავისგან
ყოფილა იძულება.
ვაღიარებ, რომ ზემოთ ჩემს მიერ აღიარებულებს კვლავ ჩავიდენ
და მას ექნება სისტემატიური ხასიათი.
Комментариев нет:
Отправить комментарий