არამკითხეს ინსტიტუტი საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით,
რომ სარგებლობს ალბათ ყველა დამეთანხმებით, თუმცა ბოლო დროს განსაკუთრებით სოციალური
ქსელების „გაპოპულარების“ შემდეგ მათი ოდენობა გაათმაგდა. ფეისბუქის ლაიქებიდან დაწყებული
ფორუმის თემების განხილვით დამთავრებული ყველა „სხვის ომში“ ბრძენობს და საკუთარ მჭერმეტყველებას
იმტკიცებს.
რაღა შორს წავიდე და გამოფორუმელებულთა საზოგადოების
შესახებ მინდა ორიოდ სიტყვა დავწერო. ეს განსხვავებული კასტა იმ „დაჯგუფებას“ მიეკუთვნება,
რომელის საფირმო სიტყვები „იცით მე ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ“ - წარმოადგენს.
მათი დილა გვიან იწყება, რადგან ღამით ბევრი იშრომეს და საკუთარი ნაჯაფი ინტერნეტ ქსელში
გამოფინეს.
საქმე ის არის რომ ამ ადამიანთა შორის გამოირჩევიან
კონკრეტული „ფეისები“, რომლებიც საკუთარ თავს სოციალური მედიის მამას თუ არა მამაშას
მაინც უწოდებს. ისინი შინაგანი პეროგარჭობილობით, მედიდური ლანძღვითა და საზოგადოებისადმი
ქილიკური დამოკიდებულებით თითქოს და საკუთარ უბრალოებასა და შინაგან კოპწიაობას უსვამენ
ხაზს. არა და ისინიც, როგორც სხვები „პონტის“ გამო ყველაფრისთვის არიან მზად... ვიღაცა
იტყვის რა პონტი? რის პონტიო... მარტივად ვიტყვი... რატომ არიან პონტის ხალხი? იმიტომ,
რომ ერთი ადამიანი რაღაც საჭორაო თემას ჩამოაგდებს და დანარჩენები სვავებივით დააცხრებიან.
ვაი და თუკი ვინმემ პასუხი დროულად არ დაწერა ან ცოტათი წაიბორძიკა... ვაი და თუ ვინმეს
სიტყვა გადაუბრუნდა... მაშინ იფთქებს ბრბო და „მარიტა“-სი არ იყოს ვირზე უკუღმა შესვამენ
და ქვის ნაცვლად ეთიკამოკლებულ, ქილიკნარევ, უკვეხი ტონით სავსე სიტყვების კორიანტელს
დაუშენენ. არიქა პონტი ავარდაო და უცებ გადაივსება თემა ათასგვარი რჩევებით, მოწოდებებითა
თუ ქადაგებებით.
საქილიკო რომ შემოაკლდებათ შემდეგ სოფლელ-ქალაქელობას,
სიმაღლე-სიმდაბლეს, თვალების ფერსა თუ ავატარად დაყენებულ ფოტოს მიწვდებიან, დიდ პოსტებს
მიუძღვნიან და გამოქვეყნების შემდეგ საკუთარი ნაჯაფით, პოემას მიმსგავსებული სიბრძნის
კონით ამაყნი პასუხს დაელოდებიან. თან იმას ნატრობენ, ვიღაცა აყვეს და ოხრად თავსსაყრელი
დრო მარტივად გაიყვანონ.
უმძიმესი სანახავი (უფრო წასაკითხია) საქმე თუ სიყვარულს
ეხება. წმინდა ვალენტინად ქცეულები „ბიჭი ჯობია თუ გოგო“-დან იწყებენ და ლამის პირველი
ღამის ოთახის მორთულობით აგვირგვინებენ. თემას შემოუვლის ხოლმე ვინმე შეყვარებულნაცვალი
და საკუთარი უირბლოებით გულმოსული ცდილობს მიწასთან გაასწოროს რომელიმე მხარე. ბოლომდე
უტევს და ცდილობს მასზე უფრო მძიმე მდგომარეობაშ ჩააყენოს. სიყვარულში უმწიკლოს თუ
დააინტერესა თემის სათაური და შეირბინა განხილვის ოთახში, უკანასკნელი ანთებული სანთელივით
გასცემს რჩევებს და დასცინის სხვებს. ეგ ღა უმაღლებთ მათ კვალიფიკაციას... ამითი თუ
ისწავლიან ან შეისწავლიან მოწინააღმდეგე (ან იქნებ თავისივე) სქესის პიროვნებას.
ეს ადამიანები არ აკუებენ, ტუალეტში არ დადიან და თქვენ
წარმოიდგინეთ ყველა სფეროში იმდენად ერკვევიან, რომ კომენტარზე არ ზარდებიან.
1 комментарий:
magaria Tato, zalian momecona da bevri vicine :D
Отправить комментарий