ფოტოს ავტორი: გურამ მურადოვი |
საღამოს 9-ის ნახევრისათვის თამარის დასახლებაში ბათუმის
კულტურის ცენტრის მიმართულებით ტაქსით წავედით. ქალაქიდან გამავალ ცენტრალურ მაგისტრალზე
რამდენიმე ასეულ მეტრზე საცობი იყო. რივი ვაი ვაგლახით მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს.
რუსი ეროვნების ტაქსისტი ვერ მალავდა აღფრთოვანებას კულტურის ცენტრის განახლებული შენობის
სილამაზეზე. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მანქანის გაჩერების
საშუალებას არ გვაძლევდნენ, ამიტომაც ლამის მიმავალი მანქანიდან ჩამოვხტი. კულტურის
ცენტრის ეზოში ქართული ელიტა ირეოდა. მაღალი ქუსლები, საზაფხულო ფერებში გადაწყვეტილი
საგამოსვლო კაბები, საგულდაგულოდ დავარცხნილ თმას რამდენიმე საათიანი წვალება ემჩნეოდა.
შენობაში შესასვლელად საგულდაგულო შემოწმება გავიარეთ
და ცენტრალური შადრევანის გარშემო შეკრებილ ელიტურ საზოგადოებას შევუერთდით.
კონცერტი რა თქმა უნდა კონცერტი დაგვიანებით დაიწყო,
რადგან პრეზიდენტი დაგვიანებით მოვიდა. საოცარი იყო პრეზიდენტის მობრძანების კადრიც.
უცებ ელიტა ორად გაიყო და გამოჩნდა სახეგაბრწყინებული პრეზიდენტი, რომელიც პატრიარქს
შენობის დიდებულებას აცნობდა. მათ თავიანთი ადგილეი დაიკავეს, რაც იმას ნიშნავდა რომ
ელიტა მზად იყო ენახა დოის (დავით დოიაშვილის)
ახალი საოცრება.
სოფო, ნიკა, ნანი, ნინო, სწიოპა, ეკა და სხვა 200მდე
მსახიობი ქეთოსა და კოტეს გათანამედროვებულ ვერსიას სპეციალურად შექმნილ მუსიკითა და
კოსტიუმბით ქმნიდა.
პირველი მოქმედების დასრულების შემდეგ ელიტა კვლავ დერეფანში
გამოვიდა თამბაქოს კვამლის ფონზე შთაბეჭდილებების გაზიარებით ცდილობდა დროის მოკვლას.
„ვაიმე ვიცოდი დოი რო მაგარი იყო მაგრამ ეს მართლა ზღაპარია... არ მჯერა საქართველოში
რომ ხდება ეს. ვაიმე რა მაგარიაა“ - ეს იყო თითქმის ყველას რეაქცია.
ტელევიზიებისათვის კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმაც.
მან სპექტაკლით დაიწყო, შენობის დიდებულებით გააგრძელა და შენობის შიგნით და გარეთ
დადგმული შადრევნებით დაასრულა.
15 წუთში სპექტაკლის მეორე მოქმედება დაიწყო. სცენაზე
მეტი თანამედროვეობისათვის სოფო ნიჟარაძეს 6 ჩემოდანი და ვერტმფრენიც კი ლუი ვილტონის
სიმბოლოებით იყო აჭრელებული. ქეთოს კაპიტალი 10 მილიონს შეადგენდა და მამა ცნობილი
ბიზნესმენი იყო.
ისტორიას რა თქმა უნდა ნაცნობი დასასრული ქონდა... სიყვარულმა
გაიმარჯვა...
სპექტაკლის დასრულების შემდეგ ალკოჰოლით გადმთვრალი
დოი, გახარებულ-ბედნიერი მსახიობები ჩავწერეთ და სადაცაა სახლის გზას უნდა დავდგომოდით,
როცა მითხრეს რომ ირმა ნადირაშვილი მეძებდა. (პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი).
ირმა პრეზიდენტის პირად ოპერატორთან ერთად მოვიდა და
მთხოვა მეჩვენებინა პრეზიდენტის კომენტარის დროს როგორი უკანა ფონი მქონდა. როგორც
აღმოჩნდა სხვა ტელევიზიებს ე.წ. „მოჭრილად“
ქონდათ ჩაწერილი, ხოლო ჩემს ოპერატორის ფართო ხედით ქონდა გადაღებული. მთხოვეს რომ
ჩემი კადრები ყველა სხვა ტელევიზიისათვის მიმეცა და თან გააფრთხილეს ყველა ოპერატორი
და ჟურნალისტი, რომ ტელეეთერით მხოლოდ ეს კადრები უნდა გასულიყო. მერე გამახსენდა რომ
პრეზიდენტი კომენტარში ამბობდა „რაც არ უნდა შადრევან პირველი მეძახონ, ეს არ არის
პირველი შადრევანი, ეს არის მეათასე და ჩვენ შადრევნებით დავიწყებთ, ქარხნებით გავაგრძელებს
... და ა.შ.“ - ანუშადრევნის ფონი სპეციალურად
შერჩეული ყოფილა და პრეზიდენტი ოპონენტებისათვის გზავნილის გაკეთებას აპირებდა.
ხალხი თანდათან დაიცალა. ყველა წავიდა. ზოგი სახლში,
ხოლო მსახიობები და მთავრობა „რივიერაში“ შედევრის
პრემიერის აღსანიშნავად.
კულტურის ცენტრი დარბაზში მხოლოდ ჟურნალისტები დავრჩით
და გულშ იმ შადრევანს ვწყევლიდით რომლის გამოც თითქმის ერთი საათი ღამის 2მდე გვიხდებოდა
მუშაობა.
მეორე დღეს ისევ კონცერტი იყო. ლეგრანის და გვერწითელის
„შერბურის ქოლგები“, პიაცას მოედანი და ისევ ის ელიტა, რომელისთვისაც ტარდება ეს კონცერტები.
ერთი და იგივე სახეები. სოფო, სოფო, ნიკა, ნანი, ნინო, სწიოპა, ეკა და სხვები... თუმცა
თითქმის არავინ ბათუმელი. არც მერი, არც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და არც სხვა
ბათუმელები. გუგუნია ბათუმში - ბათუმელების გარეშე...
Комментариев нет:
Отправить комментарий