9/26/2011

რაზე წუწუნებენ ყველაზე ხშირად ფეისბუქში


ყველაზე გლობალურ სოციალურ ქსელში 561 340 ქართველი მომხმარებელია რეგისტრირებული. როგორგ კვლევები გვიჩვენებს მათი ძირითადი ნაწილი დღის განმავლობაში  2-3 საათს მაინც ატარებს ამ სოციალურ ქსელში.
მომხმარებელთა უმრავლესობა სოციალურ ქსელში სტატუსების წერით, ჩათაობით და ფოტოების თვალიერებითაა დაკავებული. საკმაოდ ბევრია ადამიანი, რომელიც საკუთარ გულისწუხილს საჯაროდ გამოხატავს და სტატუსის სახით კონკრეტულ ადამიანთან გზავნის საჯაროდ აგზავნის.
მასალაზე მუშაობის დროს ჩავატარეთ გამოკითხვა, თუ რის შესახებ წუწუნებენ ხოლმე ფეისბუქის მომხმარებლები. 


გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა სამსახურის შესახებ წუწუნმა მიიღო. მას გამოკითხვაში 42% ერგო. გამოკითხულთა 20% აღნიშნა, რომ ყველაზე ხშირად მათი ფრენდები წუწუნებენ ხასიათის არ ქონის შესახებ. თანაბარი 14-14% მიიღო „მშია“ და „დრო არ მაქვს“ შინაარსის წუწუნმა. დანარჩენი 10% კი სხვა სახის საწუწუნო სტატუსებმა მიიღო.
ერთ-ერთი აქტიური მომხმარებელი სტატუსების განახლების თვალსაზრისით სულხან მესხიძეა. ერთ-ერთი ყველაზე პასიური დღის განმავლობაშ მისი სტატუსები შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
11:57 აუუ როგორ მეზარება დღეს სამსახურში წასვლა:(:(
11:59 ტელეფონი გამიფუჭდა:( ვინ შემიკეთებს ან ვინ მიყიდის ახალს?:):) პირადში მომწერეთ:)
12:51 ჩემი თავისუფლების ბოლო წუთებს ვითვლი:( :( მშობლები ბრუნდებიან სახლში:(
16:00 დავიღალე უკვე ჩემი ცვალებადი ხასიათით:( კიდევ კარგი სიყვარულთან მიმართებაში არ ვარ ასეთი...
17:18 ოცნებები ყოველთვის მისრულდება:) ახლა მხოლოდ ერთი ოცნებაღა დამრჩა...
18:45 წავედი სოფელში:( იძულება, თორემ...
ჟურნალისტი ნათია კოპალიანი სტატუსებს არც ისე ხშირად ანახლებს, თუმცა მის სტატუსებზე ხშირად იგრძნობა დეპრესიულობა:
14 სექტემბერი, 21:50  - „არ ვიცი შეიძლება თუ არა მტერი გიყვარდეს, მაგრამ არ მძულს ... მე ვძულვარ და ვიცი :)))) რა მაგარია, როცა არავინ არ გძულს.....ხანდახან მინდა ახლოს მივიდე და უთხრა მებრალები, იმიტომ , რომ შენ სიძულვილით ცხოვრობ და არ იცი რა კარგია ცხოვრება სიძულვილის გარეშე :))))
28 აგვისტო, 18:41 - „დამიჯერეთ ხალხნო, ადამიანი გაცილებით ბოროტია ვიდრე მეგონა, გაცილებით ბოროტია...
აქტიურ მოწუწუნეთა რიგს მიეკუთვნება კახა ტრეტიაკოვიც. ის თავის კედელზე ხშირად აპროტესტებს სხვადასხვა ფილმის, მუსიკისა თუ სიახლის შესახებ.
ტრენაჟორების დარბაზი არავინ იცით ნორმალური? მარინა, ბათუმი პლაზა, შერატონი და ეგეთები გამორიცხეთ
FB შარშანდელ ცოდვებს მახსენებს ))“.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სოციალურ ქსელში გამოხატული საკუთარი აზრი და გრძნობები ადამიანებს ეხმარება დაძლიოს სტრესი, რადგან მომხმარებელს, რომელიც სტატუსს საჯაროდ აშეარებს მისთვის მეგობრისათვის თავისი გასაჭირის მოყოლის მაგვარი შვება აქვს. თუმცა ხშირი და გაუთავებელი წუწუნი, შესაძლოა თქვენი ფეისბუქის ფრენდების დაკარგვის მიზეზი გახდეს.

გამოქვეყნებულია გაზეთ "ბათუმელებში"

Комментариев нет: