ქალთა უფლებები
და გენდერული საკითხები ბოლო დროის ქართული რეალობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემას წარმოადგენს.
საპარლამენტო განხილვები, საჯარო დისკუსიები და თემატური არასამთავრობო ორგანიზაციების
მხრიდან გენდერული თანასწორობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, თემის აქტუალობაზე და
მნიშვნელობაზე მიუთითებს. განსაკუთრებული მნიშნელობა ენიჭება ქალთა საჯარო პოლიტიკაში
ჩართულობის უზრუნველყოფას. განიხილება სხვადასხვა მექანიზმები, მათ შორის კვოტირების
მექანიზმი. ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის უპირობო მხარდაჭერის მიუხედავად, ავტორს მიზანშეწონილად
არ მიაჩნის ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის უზრუნველყოფა კვოტირების გზით.
კანონმდებლობაში
კონკრეტული სქესის მითითება, სამსახურების მიხედვით კვოტების დაწესების შემთხვევაში,
წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან
და არის დისკრიმინაცია მეორე სქესის მიმართ.
საქართვლოს კონსტიტუცია ამბობს, „ყველა ადამიანი თანასწორია განურჩევლად
რასისა,
კანის
ფერისა,
ენისა,
სქესისა,
რელიგიისა,
პოლიტიკური
და
სხვა
შეხედულებებისა,
ეროვნული,
ეთნიკური
და
სოციალური
კუთვნილებისა,
წარმოშობისა,
ქონებრივი
და
წოდებრივი
მდგომარეობისა,
საცხოვრებელი
ადგილისა“ [საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 14]. გაეროს
1948 წლის კონვენციაც ასევე კრძალავს ადამიანის დისკრიმინაციას.
საარჩევნო კოდექსით
გენდერული კვოტირების დაწესება, ასევე დისკირიმაციულია არჩევნებში მონაწილე სხვა სქესის
წარმომადგენელთა მიმართ, ვინაიდან არღვევს თანასწორობის პრინციპს. არჩევნებში მონაწილე
სუბიექტებსა თუ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ თანასწორი წინა საარჩევნო პირობები. სქესის
ნიშნით დეპუტატთა თანაბარი რაოდენობის არჩევის მოთხოვნა ნიშნავს, რომ ერთი კონკრეტული
სქესის წარმომადგენელი შეიძლება არჩეულ იქნას სქესის გამო და არა მის მიმართ ამომრჩეველთა
ნდობის გამო. ყველაზე სახიფათო კი ამ შემთხვევაში ისაა, რომ ამომრჩეველი, ისევე როგორც
დეპუტატობის კანდიდატები ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს წინა საარჩევნო პროგრამას. ეს
იმასაც ნიშნავს, რომ თანაბარი პირობებში და თანაბარი მონაცემების ორი კანდიდატიდან
ერთ-ერთი სქესის გამო გაიმარჯვებს.
ქალის არჩევა
დეპუტატად სქესის გამო და არა წინასაარჩევნო დაპირებისა თუ მისი ავტორიტეტის გამო,
მის მიმართაც დისკრიმინაციაა. ასეთ შემთხვევაში მას ირჩევენ სქესის გამო და არა შესაძლებლობების
ან უნარების გამო. მნიშვნელოვანი უნდა იყოს
მისი პიროვნული თუ პროფესიული შესაძლებლობები და არა სქესი. სქესით მანიპულირება ისეთივე
დისკრიმინაციაა, როგორც იმ ადამიანების მოსაზრება, ვინც ამბობს, რომ ქალთა ადგილი პოლიტიკაში
არაა და ეს მამაკაცების საქმეა.
გენდერული კვოტირების
მომხარეები ამბობენ, რომ თუკი არ მოხდება საკანონდებლო დონეზე კვიტირების დაწესება,
ქალთა უფლებები და თანასწორობა ვერ იქნება დაცული. კვოტირების მოწინააღმდეგეების არგუმენტს
კი იმით პასუხობენ, რომ პოზიტიური დისკრიმინაცია დროებითი მოქმედების აქტია, რომელიც
დაიცავს ქალთა უფლებებს. დისკრიმინაცია, რომელიც თუნდაც დროებითი და პოზიტიური სახისა
იყოს, მიღებელია, რადგან ერთის დაჩაგრვა მეორის ხარჯზე დემოკრატიული წყობილების ფუნდამენტის
რღვევაა.
ქალთა პოლიტიკაში
ჩართულობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც იმასაც გულისხმობს, რომ საფუძვლიანი
მსჯელობის ხარჯზე მოხდეს იმ მექანიზმების შემუშავება, რაც ამ ჩართულობას უზრუნველყობს.
იმისათვის, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ჰქოდეთ თანაბარი საარჩევნო თუ სამუშაო
გარემო, უფრო მნიშვნელოვანი იქნება, მოხდეს მათი წახალისება და გააქტიურება და მომზადება,
იმგვარად, რომ ამომრჩეველმა დეპუტატის მანდატი მიანიჭოს არა სქესის, არამედ ნიჭისა
თუ შესაძლებლობის გამო. აქტიური მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იქნება მეტად კონკურენტუნარიანი,
თავდაჯერებული და მიზანსწრაფული და მეტად შეუწყობს ხელს დემოკრატიული ღირებულებების
დამკვიდრებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий