11/07/2015

ქრისტეს დასახვედრად საქართველოში გადმოსახლებული გერმანელები

კაცობრიობა აღსასრულს რამდენჯერ ელოდა. შიში იმისა, რომ სამყაროს აღსასრული მოდის ძირითადად მრგვალ თარიღებს უკავშირდება. მაგალითად 2000 წელს, 2012 წელს და .. აღსასრულის თარიღი იმდენჯერ დაანონსნდა, შეიძლება, სათვალავიც აგერიოთ.   ჩვენს წინაპრებს  ესქატოლოგიური თეორიების შეთხზვა ნამეტანი ჰყვარდათ. ჯერ იყო და 1000 წელს უცქერდნენ ეჭვის თვალითისეთი მრგვალია, მშვიდობიანად არ ჩაივლისო, მერე – 1037-, 1492-, 1666- და..
სამყაროს აღსასრულის შიშით შეპყრობილ ლუთერანთა ნაწილმა ცალკე რელიგიური სექტა შექმნა. ამ სექტის წარმომადგენლები ორ ნაწილად იყოფოდნენსეპარატისტებიდაბეპლენისტები“. ისინი თვილიდნენ, რომ საზოგადოება ღირსი უნდა იყოს ქრისტეს დაბრუნების და ყველა პირობა უნდა შეექმნათ ქრისტეს დახვედრისათვის.  მათ სურდათ  ადამიანები ყოფილიყვნენწმინდადასრულყოფილებირათა ქრისტეს მიეცა კაცობრიობისათვის ახალი ათასწლეული  და მშვიდობიანი სამეფო დედამიწაზე.  ასე დაიწყეს  კომუნაჰარმონია“- შექმნა, სადაც ყველა მშვიდობიანად იცხოვრებდა და იქნებოდნენ ღირსი ქრისტეს მეორედ მოსვლას შეხვედროდნენ.
ასევე ამ სექტის წარმომადგენლებს  სჯეროდათ, რომ ღმერთმა შექმნა ადამი, რომელიც იყო სრულყოფილი, ქალისა და კაცის ორგანოებით. შემდეგ ღმერთმა მისი ნაწილებისგან შექმნა ქალი, ხოლო ქორწინება არის მცდელობა იმისა, რომ ადამის სრულყოფილებას მიაღწიონ.
სექტანტებმა სამყაროს აღსასრულის და  ქრისტეს დასახვედრად კავკასიაში წმინდა მთა არარატთან დაბანაკება და სწორედ იქ შეექმნათ კომუნაჰარმონიის’. შექმნა გადაწყვიტეს. ამაზე იმ დრინდელმა მქადაგებლებმა - ბენგელმა და შტილინგმა - იქონიეს გავლენა, რომლებიც  წინასწარმეტყველებდნენ სამყაროს დასასრულის მოახლოებას და არწმუნებდნენ "სეპარატისტებს" თავის გადარჩენა სამშობლოს გარეთ, კავკასიაში, არარატის მთასთან ახლოს ეძებნათ. შეშინებულმა სექტანტებმა კავკასიაში გამოგზავნეს "განსაკუთრებული მზვერავებიადგილის დასათვალიერებლად და კოლონიზაციისათვის ხელსაყრელი გარემოს შესარჩევად. რუსეთის ხელისუფლება დათანხმდა გერმანელების ჩამოსახლებას მათთვის სასურველ ადგილზე.
1818 წლისათვის გერმანელმაკოლონისტებმა კავკასიაში დააარსეს რვა დასახლება. მათ შორის დღევანდელ ასურეთში, კოლონია ელიზავეტტალი.

 საინტერესოა გერმანელი კოლონისტების ტრადიციები, თუმცა დღეს მხოლოდ და საფლავის ქვის სიმბოლიკის შესახებ მოგითხრობთ. ამ თემით მას შემდეგ დავინტერესდი, როცა DVV International-ის ინიციატივით სოფელ ასურეთში გერმანელ კოლონისტთა მიერ დანატოვარ კულტურული მემკვიდრეობას გავეცანით. ჩემი განსაკუთრებული ინტერესი საფლავის ქვის სიმბოლოებმა მიიქცია.

დაკრძალვა
დაკრძალვისა მიცვალებულების დასამარხავად გერმანელ კოლონისტებს ჰქონდათ სასაფლაო, რომელიც ეკლესიისაგან განცალკევებით, კოლონიის გარეთ მდებარეობდა. სასაფლაოს გარს ერტყა ქვის გალავანი ან მაგარი ხის მესერი. სასაფლაომდე კუბო აუცილებლად თავდახურული უნდა წაეღოთ სპეციალური კატაფალკით. მიცვალებულს გალობით მიჰყვებოდნენ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, მას უკანასკნელ გზაზე თითქმის მთელი კოლონია აცილებდა. არ იმართებოდა ქელეხი, არ აღინიშნებოდა მეორმოცე დღე და წლისთავი. უბედურების (სიკვდილის, დასახიჩრების, მოსავლის განადგურების, ხანძრის და სხვ.) შემთხვევაში კოლონისტები მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ დაზარალებულ თანასოფლელს.



გერმანელი სექტანტი კოლონისტების საფლავის ქვის სიმბოლოები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ყველაზე ხშირად გამოყენებულია სიმბოლო "ღუზა", რაც ქრისტიანობაში მომავლის იმედის სიმბოლოს წარმოადგენს. ღუზა უძველესი დროიდან იყო როგორც უსაფრთხოების სიმბოლო. ქრისტე ქრისტიანებისათვის წარმოადგენს უცვლელ იმედსჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ეს სიბოლო გამოიყენებოდა, რასაც მოწმობს კატაკომბებში აღმოჩენილი სიმბოლოებიშეიძლება იგი განვიხილოთ სიმბოლოდ იმედისა, სიმტკიცეს, სიმშვიდესა და გაწონასწორებულობასა.

ასევე ხშირად გამოყენებულ სიმბოლოთა შორის არის ჯვარი და ჯვარცვა, რომელიც რა თქმა უნდა ქრისტეს ჯვარცმასთან ასოცირდება. იგი პოპულარული მესამე საუკუნეში გახდა და იყო ქრისტეს და ღვთის სიმბოლოდ აღიქმებოდა. კლიმენდ ალეექსანდრიელი მას უშიშრად უწოდებდა ღვთის სიმბოლოს და მორიდებით ეპყრობოდა მას. 
  


თევზის სიმბოლო 
იყენებდნენ ადრეულ ქრისტიანობაში. იგი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიმბოლოაიგი გარდა იმისა, რომ ასოცირდება ქრისტეს მიერ თევზითა და პურით მიმდევრების დაპურებას, იგი ძველ ბერძნულ ანბანში პირველ ხუთ სიმბოლოში შედიოდა.

ალფა და ომეგა  α/Ω

იგი უკავშირდება ბერძნულ ალფავიტს, სადაც ალფა და ომეგა ანბანის პირველი და ბოლო სიმბოლოებია. ასევე იგი დაკავშირებულია ქრისტეს სიტყვებთან „მე ვარ ალფა და ომეგა, მე ვარ დასაწყისი და დასასრული“. 


                                                                  ყვავილი
 ყვავილი, რომელსაც თავი აქვს დახრილი ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც აქ არის გარდაცვლილი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ნაადრევი გარდაცვალების სიმბოლოა. მსგავსი სიმბოლოების ასურეთში რამდენიმე საფლავზე გვხვდება. 




                                                              ყურძენი 
იგი არ წარმოადგენს მხოლოდ საქართველოში მცხოვრები გერმანელი კოლონისტების საფლავის სიმბოლიკას. ეს სიმბოლიკა გამოიყენება, ქრისტიანობაში  საუკუნეების მანძილზე. ყურძნის მტევნები ქრისტეს სისხლს აღნიშნავს და უკავშირდება ქრისტებს სიტყვებს, როცა მან წყალი ღვინოდ გადააქცია და მიმდევრებს მიმართა "ეს არის სისხლი ჩემი". 




                        პალმის  რტო 
ეს არის სიმბოლო სიკვდილზე გამარჯვებისა. ამის გარდა იგი დაკავშირებულია ქრისტეს დიდებით იერუსალიმში შესვლასთან დაკავშირებით, სადაც მას ზეთისხილის რტოებით დახვდნენ და ფეხქვეშ უგებდნენ. ამავე საფლავის ქვაზე გამოსახული ჯვარი, როგორც ზემოთ ავღნიშნე ქრისტეს სიმბოლოს წარმოადგენს. 

                                                              მუხის ფოთოლი 

ეს სიმბოლო ქრისტიანობაში გამოიყენება როგორც სიმტკიცის და ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლო. საფლავზე ამ სიმბოლოს გამოყენება, ნიშნავს, რომ აქ

დაკრძალული ადამიანი ხანგრძლივი ცხოვრებით გამოირჩეოდა. ასურეთში გერმანელი კოლონისტების რამდენიმე საფლავზე ვხვდებით ამ სიმბოლოს.


ჯვარი და ისარი
და ბოლოს, სექტანტების სიმბოლოს წარმოადგენდა ჯვარი, რომელსაც ქვემო ნაწილში გქონდა ისარი, რომელიც ორი მიმართულებით, თავით ზემოთ მიანიშნებდა. ეს სიმბოლო ხსნის მათი კავკასიაში გადმოსახლების მიზეზს. ისარი, არის როგორც სიცოცხლისა და მოძრაობის სიმბოლოა. ჯვარი კი ქრისტეს სიმბოლო. ეს ერთიანებობა კი ქრისტეს მეორედ მოსვლის ნიშნანია. 

Комментариев нет: