7/04/2013

არსებობენ ტიპები, რომლებიც ტუზ კოზირით და ორი ჯოკერით "იხიშტებიან"

არსებობენ არარაობები, ვის გამოც ერთ მშვენიერ დღეს იღვიძებ და საერთოდ არაფრის
კეთება არ გინდა...
არსებობენ სრულიად უცხო ადამიანები, რომლებიც გულწრფელად გირჩევენ, რომ არარაობის გამო არ ღირს საყვარელ საქმეზე ხელის ჩაქნევა.
არსებობენ უთავმოყვარეო ამაზრზენებიც - ვერ გიტანენ მაგრამ "საჭირო" ხარ და "გეტენებიან", ფაქტიურად გაძალებენ "მეგობრობას", და ეზიზღები იმის გამო რომ "სხვა გზა არ აქვთ" და უნდა "შეგეტენონ"... მერე, ძალიან თუ გაიშიფრნენ, "დროულად" ბოდიშს გიხდიან და კიდევ უფრო ვერ გიტანენ ამ ბოდიშის გამო... მერე, ანონიმურ მესიჯში, შენი სიკვდილის დეტალურად და მხატვრულად აღწერილ "სცენარს" გიგზავნიან;

არსებობენ "კეთილისმსურველებიც". ისინი "მეგობრულად" შენს გულწრფელად ნათქვამ ყველა სიტყვას სასარგებლო მომენტში შენსავე საწინააღმდეგოდ იყენებენ;
არსებობენ ლუზერები, რომლებიც ვერ გიტანენ მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ ერევიან "შავ პალასას" ისე, როგორც ამას შენ ახერხებ... რომლებსაც ის კი არ უხარიათ რომ ეღირსათ და უკვე ცუდად ხარ, არამედ იმის გამო ეზიზღები, რომ პრობლემამ ვერ გაგტეხა, და თავად ამას ვერ "ქაჩავენ";
არსებობენ ტიპები, რომლებიც ტუზ კოზირით და ორი ჯოკერით "იხიშტებიან";
არსებობენ ტიპები რომლებიც შენგან ყველა სიკეთეზე ჩუმად ცოფდებიან მხოლოდ იმის გამო რომ "რა ჭირთ შენი დასახმარებელი";
არსებობენ ფსევდო მეგობრები, რომლებიც მხოლოდ შენი ვიღაცისმიერ მოგონილი კრეტინული სტატუსის გამო "მოვიდნენ" და სანამ ხოდზე ხარ გეყოლებიან;
...და არსებობენ თითზე ჩამოსათვლელი, ნამდვილი მეგობრები, რომლებიც ყველაზე მძიმე მომენტში გვერდში გიდგანან და შენთან ერთად აკვირდებიან მოვლენებს...
მე კი ამ ყველაფერზე ხან მეცინება, ხან მეტირება...

ტექსტის ავტორი ვინ არის არ ვიცი. 

Комментариев нет: