სიმართლე, რომ გითხრათ მათი სტუმრობა კაფე ბარებში დიდად არ ახარებთ. რატომ? მიზეზი რამდნეიმეა და ობიექტური.
პირველ რიგში არ უყვართ იმიტომ, რომ ისინი როგორც წესი "მალალიტრაშკები" არიან და მცირეოდენი ალკოჰოლიც კი ათრობთ. ეს თავადაც კარგად იციან და მცირე ოდენობის ალკოჰოლს იღებენ.
როგორც წესი (ჩემი დაკვირვებით) ერთ ბოთლ ლუდით რამდენიმე საათიანი დიალოგი გარანტირებული აქვთ. 2 ან 3 უცხოელი პედაგოგი გაუთავებლად "ლაქლაქებს" მშობლიურ ენაზე. ეს კი მომსახურე პერსონალისთვის არც თუ სასიამოვნოა.
მეორე მიზეზი, რის გამოც არ უყვართ მათი სტუმრობა არის ანგარიშსწორება. ისინი როგორც წესი, იხდიან მხოლოდ იმ თანხას რაც მიირთვეს. მათთვის უცხოა ე.წ. "ჩაი". იშვიათად ტოვებენ ზედმეტ თანხას, მიუხედავად იმისა თუ როგორ მოემსახურა მიმტანი. ასეთი "კლიენტები" მიმტანებს დიდად არ მოწონთ. განსაკუთრებით ეს თურქებს ეხებათ, რომლებიც ყველაზე წუწურაქები არიან ამ საკითხში.
მესამე დისკომფორტული მომენტი არის მათი ენის ბარიერი. ისინი მუდმივად ინგლისურად საუბრობენ და ეს გარკვეულწილად მძიმე მომენტია, მით უფრო თუ ენა კარგად ან საერთოდ არ იცი.
საკუთარი დაკვირვებიდან გამომდინარე უცხოელი პედაგოგები ძირითადად პრესკაფეში, ერედელის ბარში და ვინილში დიდიან. მათ ნაკლებად მოწონთ ფუფუნებით სასვე გარემო და პატარა კაფე-ბარებზე აკეთებენ, არჩევანს სადაც თავს უფრო კომფორტულად გრძნოვენ და იაფად შეუძლიათ დროის გატარება.
აჭარაში მომუშავე პედაგოგების ნაწილმა ქართული ნაწილობრივ აითვისა, თუმცა რა თქმა უნდა აქცენტით. "ბიჭო-ბიჭო", "დეიცაი და" და სხვა ჟარგონული ტერმინები მათთვის ქართული ენის ძირითადი სიტყვებია და ქართულის ცოდნის დამტკიცების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს.
ჩემი სამდღიანი მიმტანობის პრაქტიკიდან გამომდინარე მუდმივად მცდილობ, რომ ნებისმიერ კაფეში დავტოვო "ჩაინოი" თანხა, რა თქმა უნდა შესაძლებლობიდან გამომდინარე. კლიენტისთვის ერთი ლარი შეიძლება დიდს არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ასე თითო-თითო ლარით მიმტანს დღის ბოლოს ნორმლური ანაზღაურება გამოსდის, ასე რომ ვიყოთ მეტად ჰუმანურები და ნაკლებად წუწურაქები. თუ გვინდა რომ მიმტანებმა მეტად ყურადღებით მოგვექცნენ და მათთვის სასურველი სტუმრები გავხდეთ დავტოვოთ "ჩაი" :):):)
1 комментарий:
მე რაღაც არ შემიმჩნევია რო ეგ ხალხი ვინმეს არ უყვარდეს ან სძულდეს
Отправить комментарий