2/14/2012

მე შენ მიყვარხარ!

ვალენტინობა არა კვახი... არ ვაღიარებ ამ დღესასწაულს, რადგან ჩემთვის ამ დღესასწაულს არანაირი დანიშნულება არ აქვს... ჩემთვის ყოველი დღე ვლენტინობაა და საყვარელ ადამიანთან შეხვედრა ყოველთვის დღესასწაულია.
ამ ვალენტინობას განსხვავებულად შევხვდი. სიმართლე, რომ გითხრათ ცხოვრებაში მეორედ ვარ შეყვარებული. პირველი წარუმატებელი აღმოჩნდა, რიგი ფაქტორების გამო და არც ვნანობ დაშრებას. ახლა მას ქმარი ყავს და ბედნიერებას ვუსურვებ...
ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა თუ შეყვარებული ხარ მაშინ რატომ ხარ მარტო?
საქართველოში არ არის და რა ვქნა... სამუშაოს გამო საქართველოდან წავიდა და მხოლოდ სოციალური ქსელით თუ მაქვს შეხება. 
დიდხანს ვგეგმავდი თუ როგორ მიმელოცა პირველი ვალენტინობა, მაგრამ არაფერიც არ გამომივიდა... მანძილი, ოხ ეს ოხერი მანძილი...
დღეს სრული დეპრესია მაქვს. სრულად წაშლილი სახე, საშინელი ხასითი და არანაირი განწყობა. ისეთ მდგომარეობაში ვარ არ ალკოჰოლიც კი არ მომცემს მცირედ შვებასაც კი. 
ვზივარ "ერედელის ბარში' და ვსვამ ჩაის... საღამოს ალბათ "ვინილში" "Single ფართი'-ზე წავალ. მერე და რა თუ გული არ მაქვს Single... ჩემს მდგომარეობაში მყოფ მარტოსულებთან, მარტოხელებთან ან დროებით მარტოხელებთან ან კიდევ რა რავი... ჩამოვჯდები და დარდს ალკოჰოლით ჩავიხრშობ... 
ხო და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ "მიყვარხარ" და არამარტო ეს დღესასწაული არის ჩემთვის დეპრესიის და სტრესის მომტანი... უბრალოდ ხალისი არ მაქვს არაფრის... 

Комментариев нет: