4/16/2012

ბოზობა დაბრუნდა

ბათუმთან ვისაც აქვს შეხება ალბათ ყველას ემახსოვრება საკათედრო ტაძრის გვერდით ბორდელი. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი მკითხველისაგან, რომელიმე იყოს იქ სექსუალურად დაკმაყოფილებული, თუმცა გავლისას მაინც ექნება ნანახი ბათუმური სექს-ინდუსტრიის ცენტრი.
მოკლედ რამდენიმე წლის წინ, როგორც იქნა და მთავრობას აზრად მოუვიდა დაეშალა ეს ბარაკები და მეძავები მიმდებარე ტერიტორიიდან გაეყარა. ეს მშვენიერ დღესაც ჩატარდა რეიდი და „ხათრიანი დეიდები“ თავშესაფარის გარეშე დარჩნენ. ვერ გეტყვით სად წაიყვანეს ან რომელიმე მათგანი თუ დააკავეს, მაგრამ თითოეულ ბათუმელს გაეხარდა ამ ინდუსტრიის ნგრევა.
მოგვიანებით „ფუმფულა დეიდებმა“ პუშკინის ქუჩაზე გადაინაცვლეს და თითქმის ყველა კაფესა თუ ბარში, სასტუმროსა თუ ჰოტელებში დაიდეს ბინა.
ამ ეტაპზე მეც პუშკინის ქუჩაზე ვცხოვრობ, ერთ ერთ მასობრივად „ჩაყრილ“ მეძავების კვარტალში. იტყვით, მერე რა შენ რას გიშლიანო... მხოლოდ ერთ რამეში მიშლიან ხელს... ყოველ ღამე ჩხუბი რა ასატანია. მეორე სართულზე ვცხოვრობ და მშვიდი ძილის დასაფრთხობად ტრაილერების გრახა-გრუხიც მეყოფა, არა თუ მეძავენის და მათი კლიენტები ჩხუბს ვუსმინო. ყოველ ღამე ქალებს შორის, კაცებს შორის, ქალსა და კაცს შორის ჩხუბია. მოკლედ ვისი ვისსაშია ვერ გაიგებ.

ამას წინათ ჭავჭავაძეზე თიბისი ბაკთან უნდა გავსულიყავი. ასათაინით გადავედი ჭავჭავაძეზე, სადაც ქუჩის ერთ-ერთ მხარეს სატვირთო ავტომანქანების გაჩერებაა. მანქანებს შორის და წინ ათეულობით მეძავი იდგა. ყველა ასაკის, სიმაღლის და ფიზიკურობის მეძავი კლენტს ელოდებოდა. ვერ ვიყვი, რომ კლიენტების ნაკლებობას განიცდიდნენ. საკმაოდ ბევრი მამრი იყო ჩართული მათთან დიალოგში. ბანკომატთან მივედი, ფული ავიღე და უკან დავბრუნდი. დამაინტერესა ეკლესიის წინ, პარკშიც თუ იყვენენ მეძავები. პოლიცია ჩვეულებრივად პატრულირებდა, მაგრამ ამ ამბავს ყურადღებას არ აქცევდა.
ბოზობა დაბრუნდა, ისევ იქ, ისევ ქუჩაში. ისევ 5 ლარად, 10, 20, 30 ლარად. ისევ რამდენიმე დაავადების გადადების გარანტიით. პოლიცია ისევ დუმს.
ნეტა მთავრობა მაგათ დააკისრებდეს საშემოსავლოს გადახდას, ჩემს ხელფასს რო მისჩიჩინებია. რაც მაგათ კვირაში აქვს შემოსავალი, მე თვეშიც კი არ გამომდის ამდენი. იბოზე ერო, მოკვდი მტერო. JJJ

1 комментарий:

Giorgi Tserodze комментирует...

და პოლიციასთან რა გინდა? რა უნდა გააკეთოს? კანონით არ იკრძალება ჩვენში პროსტიტუცია :)