11/29/2012

უნიღბოდ დარჩენილი მედია და პოლიტიკა

სასწაულების ეპოქაში ვცოვრობთ. ყოველდღიური სასწაული თითქოს ჩვეულებრივ მოვლენად გვექცა.
გულწრფელად ვიტყვი, რომ ამ არჩევნებზე ძალიან გამიჭირდა. მეტისმეტად ბევრი რამ მოხდა, იმისთვის, რომ ადვილად გადამეხარშა. ხელისუფლების ცვლილებას არ ვგულისხმობ, მის თანმდევ მოვლენებზე მაქვს საუბარი.
მოკლედ რამდენიმე მათგანს გამოვყოფ:

1. პირველად ვნახე ადამიანები, ვინც ზემოდან დაგვყურებდნენ, დაგვცინოდნენ, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ, არ გვეწერებოდნენ და ა.შ. ასეთი დამდაბლებულები, უშუალოები, მეგობრულები, თბილები;
2. პირველად ვნახე ადამიანები ვინც მეგობრები მეგონა და ვისთან ერთადაც წლებია ვმუშაობ და საკმაოდ კარგად ვიცნობ - გაუცხოებულები, უცებ აღმარტეს ურთიერთობებში ყინულის ბარიერი, უცებ ჩაიკეტნენ, "ეს ასე არ გამიშუქო", "ასე არ გააკეთო" - ამ ფრაზებით დამიწყეს საუბარი;
3. პირველად ვნახე ადამიანები ვინც სხვას აკრიტიკებდა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება და ახლა ძალაუფლებისა და "სკამის" მიღების შემდეგ მათ საკრიტიკო სუბიექტებზე უარესად იქცევიან. ახალი ირმა ნადირაშვილები, ბოკერიები და მერაბიშვილები გამოცხვნენ;
4. პირველად ვნახე დასაქმების მომლოდინე გამგელებული ადამიანები. ყველას, რომ გადათელავენ, გადაუვლიან ოღონდ დასაქმდნენ;
5. პირველად ვნახე სამუშაოს დაკარგვით შეშინებული ადამიანები, რომლებიც შვლის თვალებით შეჰყურებენ ყველას და "ოჯახის სარჩენ ლუკმა-პურს ნუ დამაკარგვინებო" - თვალებით რო გეუბნებიან;
და ბოლოს პირველად ვნახე პრინციპებისათვის მებრძოლი უპრინციპები, ნიღბებჩამოხსნილი პოლიტიკა და მედია სექტორის წარმომადგენლები. დავინახე და შემეზიზღა. ძალიან დასახიჩრებული და საზიზღარი სახეა - რომელიც ცოტა ზიზღს, ცოტა შიშს და მათგან შორს ყოფნის სურვილს ბადებს.

Комментариев нет: