თოვლს დიდხანს ვნატრობდი, მაგრამ როცა თოვა დაიწყო თოვლი შემზიზღდა. თოვლი, როგორც ასეთი, მიყვარს, მაგრამ ბათუმური თოვლი ყველაფერია თოვლის გარდა. სხველი და მცირე რაოდენობის თოვლი ქალაქში რამდენიმე დღე თუ ძლებს.
წელს ყველაზე თბილი ზამთრის მერე ქალაქში ყველაზე ცუდი თოვლი მოვიდა. პირველ დილით მშვენიერი სანახაობა იყო, მაგრამ შემდეგ თოვლი გადათელეს, გაანადგურეს და მხოლოდ ტალახი და წყალი დარჩა.
13:00ზე უმაღლეს საბჭოში ქრისტიან დემოკრატებს ბრიფინგი ქონდათ. რამდენიმე წუთით ადრე წასვლა გადავწყვიტე. რედაქციის კიბეებზე ჩასვლისას ქვემოდან მომავალ თანამშრომელს ადგილი დავუთმე და გვერდით მივდექი. ამ დროს ფეხი დამიცურდა და კიბეზე ნახევრად გავიშხლართე. ჯანმრთელად კი ავდექი, მაგრამ ჩემს უბედურ ბატინკს ქუსლი და უკანა ნაწილი მოგლეჯილი ქონდა. დრო არ ითმენდა.ჩაწერაზე მაგვიანდებოდა. კოლეგები დაგვიანებისათვის ბევრს იწუწუნებდნენ და ამიტომ როგორმე უნდა მიმეღწია დროულად.
კოჭლობით მივაღწიე უმაღლეს საბჭოში. ჩავწერეთ და იქედან მოპასუხის ჩასაწერად მინისტრთა საბჭოში წავედით. ისევ მონგრეული ქუსლი და გაყინული ფეხები.ჩაწერის დამთავრების შემდეგ ტაქსით რედაქციაში მივედი. ვთოვე ისე გაეჩერებინა, რომ პირდაპირ ტროტუარზე ავსულიყავი. ტაქსისტმა ვერაო. მაღალი წყალია და ვერ გავაჩერებო. ამიტომაც ერთი კვეთით ქვემოთ ჩამომსვა.
რედაქციაში ავედი. მასალა გადავაგზავნე. ბატინკს სამახსოვრო ფოტო გადავუღე, შემდეგ სკოჩით მივამაგრე და ვალინკის საყიდლად ხოფისკენ გავარდი. გზად გამახსენდა, რომ საგადასახადო ინსპექციაში უნდა შემევლო და იქაც მივედი. ქუსლი უკვე საერთოდ მოძვრა. ხალხი გაოგნებული მიყურებდა. ამ ბომჟს რა უნდაო. საგადასახადოში ასლან ჭანიძე შემხვდა და იმ დალოცვილმა წამიყვანა ხოფაზე.
ხოფაზე ისეთი წყალლი დგას, ვენეციას არ ჩამოუვარდება. ვალინკების მაღაზიაში 30მდე მყიდველი ირევა. ვინ რომელს ფერსა და დიზაინს არჩევს ვერ მიხვდები. გავძვერ-გამოვძვერი და შევათვალიერე. ფასები 35 ლარიდან იწყებოდა და 120 ლარამდე ადიოდა. გააჩნია რამდენად ნავაროჩენი ვალინკი გინდოდა.
ფასი არ მაწყობდა. მაინც ვალინკია თქო და გზა განვაგრძე. ცოტათი ზემოთ კარგი ვალინკი ვნახე. 25 ლარი ღირდა. 41 მინდა თქო. არ გვაქვს მხოლოდ 40-ია და ეგეც ბოლოაო. წყალში უმოწყალოდ დავაბიჯებდი. სველი ფეხი. ყინულივით ცივი წყალი. გრძნობა დამეკარგა ფეხში. ბოლოს სასურველ ვალინკს მივადექი. მოვიზომე და კარგი იყო. თან შიდა მხარეს თბილი სარჩული ქონდა. ჩავიცვი. ბატინკები გამყიდველს დავუტოვე და ბედნიერი წამოვედი ისევ რედაქციისკენ.
გზაში ყველას გუბეში დავეხეტებოდი და მიხაროდა, რომ ფეხი თბილად მქონდა. უკვე საერთოდ აღარ მციოდა.
დედაჩემის დარიგება გამახსენდა. "მთავარია ფეხი გქონდეს თბილად. ერთ-ერთი ყველაზე მგდძნობიარე ადილია და გაცივბის პირველ წყაროს წარმოადგენსო".
ვაშა, მე წელს ავად აღარ გავხდები.
ხოო და...
ვისაც არა აქვს ვალინკა, იმას დაეწყო პანიკააააააააააა
Комментариев нет:
Отправить комментарий