2 იანვარს "ბათუმობის" ტრადიციის დამკვირდების მომდევნო მცდელობა იყო. ერას მოედანზე გამოსულ ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს აჭარის სხვადასხვა რაიონის და რესტორნის მენიუს გაცნობის და დაგემოვნების საშუალება ჰქონდა.
მოედანზე გასულს ჭეშმარიტი ქართული გარემო დაგვხდებოდა.
სპეციალურად გაკეთებულ ადგილებში მწვადი შიშხინებდა... გოჭი იწვებოდა... თევზს ამზადებდნენ... იქვე იყო უკვე მომზადბული საჭმელები... ნამცხვრები...
ყველა რაღაცას, ან ვიღაცას ელოდა... მაგიდებთან მისულებს ეუბნებოდნენ, ჯერ არ გახსნილა. დეალოდეთო.
მოედანზე, სცენის მხრიდან პრეზიდენტი და ლევან ვარშალომიძე შემოვიდნენ. პრეზიდენტმა პირველი "გიგანტურ აჭარულ ხაჭაპურთან" მივიდა. ბავშვებს მოუხმო და ხაჭაპურს "ბორტი" მოატეხა, ყველში "ამოავლო" და ერთ-ერთ ბავშვს მიაწოდა. შემდეგ მეორე... მესამე... თითები დაესვარა... მადიანად ჩაილოკა და ისევ განაგრძო პატარების დაპურება.
დაცვამ ანიშნა საკმარისიაო... უკვე კომენტარის დრო იყო... ჟურნალისტებს მიუბრუნდა და ახალი წელი და რეგიონის განვითარება შეაფასა.
შემდეგ ყველა რაიონის და რესტორნის მენიუ შეამოწმა.
მოედანზე სამი კატეგორიის მოსახლეობა იყო გამოსული. ერთნი ვინც რაიმე გემრიელის შესანსვლის და პახმელიის გასაკეთებლად იყო, მეორენი კი იმაში დასარწმუნებლად, რომ ქართველებს ბოჩელი კი არა ბოჩოლაც კი უნდა ანატრო. მესამენი კი სამსახურის გამო, იძულებულნი იყვნენ იქ მდგარიყვნენ.
"სეირის" საყურებლად გამოსულები ამბობდნენ, რომ ჯერ პრეზიდენტმა უნდა ჩაყოს ბაჟეში პირველმა თითი, ამოუსვას ტორი აჭარულში, ჩაკბიჩოს ან ალოკოს ნამცხვარი და მერე იქნება ხსნილი სხვებისთვისო.
საჭმელად გამოსულები რიგში, მოწინავე პოზიციებზე იდგნენ და თეფშისა და ჩანგლის ხაჭახუჭით და კბილების ღრაჭაღრუჭით ელოდნენ სიტყვებს მიირთვითო.
პრეზიდენტმა უცებ შემოირბინა მოედანი და უცებვე ისეთი აურზაური ატყდა, აღარავის ახსოვდა პრეზიდენტი და ზრდილობა.
მოქალაქეები მაგიდებიდან უხვად იღებდნენ საჭმელსა და ნამცხვრებს. უმრავლესობა ადგილზევე მიირთმევენ, ნაწილი კი საჭმელს ჩანთავში ალაგებდა.
ნახევარ საათში ერას მოედანი ბრძოლის ველს დამსგავსა. ძირში ჭიქები, თეფშები და სხვა ნარჩენები ეყარა.
ბათუმელებმა და ბათუმის სტუმრებმა პახმელია მშვენივრად გააკეთეს...
ტრადიცია კი, რომელიც სამი წელია ყალიბდება და შესაძლოა "ბათუმობის" აღმნიშვნელ დრესასწაულადაც კი ჩამოყალიბდეს, ქართულ ჭამა-სმის წესებს და მის შედეგებს სრულად ითვალისწინებს...
ვნახოთ, როგორი ბათუმობა გვექნება მომავალ წელს...
Комментариев нет:
Отправить комментарий