1/04/2011

ბათუმი ახალი ეპიდემიის ზღვარზეა

ბათუმში ახალი დაავადების კერა გაჩნდა. დაავადება ადვილად გადამდებია და განსაკუთრებით სუსტი ნებისმყოფისა და ნერვული სისტემის პრობლემის მქონე პირებისათვის.
დაავადების შესახებ:


დაავადება წარმოადგენს ნერვული სისტემის დაძაბულობასა და მძაფრ დეპრესიას, რის შედეგადაც ადამიანი გულგრილად ექცევა სამუშაოს და გარშემომყოფთ. ადვილად და მძაფრად აღიქვამს მინიმალურ პრობლემასაც კი.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოქალაქეები იშვიათად მიმართავენ ფსიქოლოგს.
დაავადება ფართოდ ვრცელდება მოქალაქეებში და გადამდებია პირადი ურთიერთობით, ჩანაწერების წაკითხვითა და სხვა მხრივ კონტაქტით.
რა არის ფსიქიკური პრობლემების დაწყების მიზეზი?
1, ზამთარში ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის. ეს კვების თავისებურებით აიხსნება - წელიწადის ამ დროს ადამიანი ვერ იღებს სრულფასოვან საკვებს, იმდენ ხილსა და ბოსტნეულს, რამდენიც ნორმალური ცხოველქმედებისთვის სჭირდება. ასე რომ, ორგანიზმი გაზაფხულს ვიტამინების დეფიციტით ხვდება, რაც, უწინარეს ყოვლისა, ზამთრისეული კვების თავისებურებით აიხსნება.
2, მაგნიტური ქარიშხლის დროს ორგანიზმში, უწინარეს ყოვლისა, სისხლის მიმოქცევა იცვლება. მაგნიტური გამოსხივება სისხლს რამდენადმე ასქელებს და ისიც სათანადო სიჩქარით ვეღარ მიედინება სისხლძარღვებში. ორგანოებს საჭირო ოდენობის სისხლი დროულად ვეღარ მიეწოდება. ამ მხრივ არც თავის ტვინია გამონაკლისი, ამიტომ მაგნიტური ქარიშხლებისას ადამიანს თავის ტკივილი, შაკიკის შეტევები, სწრაფი და თითქოსდა უმიზეზო დაღლილობა, არტერიული წნევის თამაში აღენიშნება. ამავე მიზეზით გაზაფხულზე გულსისხლძარღვოვანი კატასტროფები - მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და მძიმე ჰიპერტონიული კრიზები უმეტესად მაგნიტურქარიშხლიან დღეებში ხდება.
ასე ხსნიან ფსიქოლოგები წელიწადის ამ დროს ფსიქიკური სიმყარის დარღვევას. მაგრამ  ჩემი 7 რჩევა იქნება:
1. დაიკიდე ყველაფერი;
2. კარგად გამოიძინე;
3. მოუსმინე სასიამოვნო მუსიკას და უყურე საყვარელ ფილმებს;
4. გადი ბუნებაში. ზღვასთან, ტბასთან, მდინარესთან განმარტოვდი;
5. არ ჩამორჩე საქმეს;
6. ეცადე ყველაფერში დაინახო კარგი და არ ჩამოიდო გულში ბოღმა;
7. გული გადაუშალე ვინმეს.
იმ მეგობრების საყურადღებოდ კი ვინც ამ დაავადებამ უკვე "წაგვართვა" ხელიდან, ვთხოვ კატეგორიულად ნებისმიერი ფორმით და საშუალებით თავი დააღწიონ და "დაგვიბრუნდნენ". 

Комментариев нет: