1/25/2011

პრეზიდენტი და კიტრის მჟავე

მკერდდიდი და სქელდუნდულა კოლეგისაგან განსხვავებით (იმედია მიხვდით ვისზეც ვამბობ) ეს პოსტი "მე და ჩემი პრეზიდენტი"-ს შინაარსის არ იქნება. მაშ ასე...
ბოლო დროს 2 სურვილი ამეკვიატა. პირველი იყო ე.წ. "პიკული" მინდოდა მეჭამა (აქვე თუ ვინმემ არ იცის პიკული არის კიტრის მჟავე). არ ვიცი რატომ, მაგრამ რამდენიმე თვე ვერ მოვახერხე ვერც ყიდვა და ვერც ჭამა. დღეს ბათუმელებში ვიყავი მისული. სანამ რესპოდენტს მეათედ დავურეკავდი, კოლეგებს საჭმელის საყიდლად წასვლა შევთავაზე.

ზოგმა რა დამაბარა ზოგმა კიდევ რა. პოპულში ერთი ქილა პიკული ვიყიდე და რედაქციაში დავბრუდი. პიკულის დანახვაზე რამდენიმე კოლეგა სამზარეულოში გამომყვა და გემრიელად შევახრამუნეთ კიტრი. ისეთი გემრიელი იყო წვენიც კი დავლიე და ქილა გვერდით მივდე.
ეხლა მეორე აკვიატებული სურვილი მქონდა. რაც მაესტროში დავიწყე მუშაობა ჩემი პრეზიდენტი ბათუმს მხოლოდ ერთხელ ეწვია. 2 იანვარს ბედობაზე ერას მოედანზე გიგანტური აჭარულის ჭამის შემდეგ, ვერ გეტყვით კუჭი აეშალა და გაგვინაწყენდა თუ რაიმე სხვა მიზეზი იყო, მაგრამ ქალაქში აღარ გამოჩენილა... 1-10 იანვარს მაესტროში არდადეგები იყო და შესაბამისად მიშას ვიზიტი არ გამიშუქებია. არა და სულის კაწკაწით მაინტერესებდა მომცემდნენ თუ არა გაშუქების უფლებას.
დღეს სურვილების ასრულების დღე მქონდა და როგორ შეიძლებოდა მიშას ნახვის ჟინი არ დამეკმაყოფილებინა.
სანდო წყარომ (მაშინ როცა პოპულიდან კიტრის მჟავით ხელდამშვენებული რედაქციაში ვბრუნდებოდი) მითხრა, რომ 6 საათზე პრეზიდენტი ადლიის ტერმინალს ხსნიდა. მეც კიტრის ჭამის სურვილის მოკვლის შემდეგ ადლიისაკენ გავარდი.
ახალ ეკონომიკურ ზონაში მისვლის შემდეგ ჯერ ჩხრეკა გავიარეთ, მერე კი იქაური მზვერავების ფეისკონტროლი. დარბაზში შესვლის შემდეგ კოლეგების გვერდით დავდექი და პრეზიდენტის დასახვედრად მოვემზადე.
ნათია ბანძელაძემ ერთი კი ამათვალ-ჩამათვალიერა, მაესტრო აქ რაღამ ჩამოიტანაო, მაგრამ "გაატარა" და  თავის საქმეს მიხედა.
პრეზიდენტიც გამოჩნდა. დარბაზში უკანა კარებიდან შემოიბინა და საბრალო დაცვისა თანამშრომლები და თანმხლები პირები სულ ქლოშინით უკან დაიდევნა.
შემოსვლის შემდეგ წინა კარებიდან, სადაც მოქალაქეების იდგნენ და შემოსვლის უფლებას არ აძლევდნენ, ერთ-ერთმა ქალბატონი დაცვას გამოუსხლტა და კარებში შემოვიდა.
- ბატონო პრეზიდენტო! ერთი წუთით მომისმინეთ.- იკივლა ქალმა.
მიშა შეცბა. არ ელოდა. ნათია ბანძელაძემ თავისთვის ჩაილაპარაკა "ეს ვინ გაიჩითა ტო".
 - გამოვალ ქალბატონოო - დაამშვიდა პრეზიდენტმა და იქვე მჯდომ ახალი ტერმინალის თანამშრომლებს მიუბრუნდა. გამოკითხა... გაუღიმა. სპეციალურად შემოყვანილ ვითომ განბაჟების მომლოდინეს გვერდით მიუჯდა და რეგისტრაცია ერთად გაიარეს. შემდეგ უნიფორმებში გამოწყობილ გოგო-ბიჭების წინ დადგა და სიტყვაც წარმოთქვა აყვავებულ ეკონომიკასა და ნათელ მომავალზე.
ხო მართლა, სანამ მიშა რეგისტრაციას გადიოდა, ნათია ბანძელაძე მომიახლოვდა. ჯერ მიკროფონს დახედა, მერე გამიღიმა და მთხოვა, მოდი ოპერატორებს შტატივები გავუმზადოთო. - კი შემოგევლე მეთქი.
 შტატივების დალაგების შემდეგ (იქაც იცღლუტა და მიხვდა, რომ ტელე 25-ის შტატივი მოცულობით პატარა იქნებოდა და რიგში ბოლოში დადო. მაესტროს შტატივი, ვერ იცნო, რადგან კამერაზე დიდი შტატივი გვაქვს :))  მადლობა გადამიხადა და კარგი ბიჭი ხარო დასძინა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მიშამ ნათია თავისთან მიიხმო და კითხა (უნებურად ყველაფერი მესმინება და განზრახ ახლოს ვდგები, ხოლმე ასეთ მომენტებში) გავიდე იმ ქალთან თუ არაო. შემდეგ ასეთი დიალოგი გაიმართა:
- არა, არ გახვიდე.
- იქნებ ვინმემ გადაიღო ის ქალი და ჯობია მაინც გავიდე.
- არა არავის გადაუღია. შანსი არ არის, ვერ მოასწრებდნენ.
- კარგი მაშინ. საიდან გავიდე ეხლა.
- ისევე უკანა მხრიდან გადი. მძღოლს ვეტყვი ისევ იქედან მოვიდეს.
ასე დატოვა დაცვის მიერ კუთხეში მიმწყვდეული და გარეთ გაყვანილი ქალბატონი ჩემმა პრეზიდენტმა და საიდანაც მოვიდა იქეთვე წავიდა.
ნათია იქვე დარჩა და ჟურნალისტებისთვის იმის ახსნა დაიწყო, ვის უნდა გადაეგზავნა მასალა პირველი და რამდენ წუთიანი სინქრონი უნდა ყოფილიყო თითოეული.
მე მივხდი, რომ იქ ჩემი ადგილი აღარ იყო და ოპერატორთან ერთად დარბაზი დავტოვე.
ასე ავისრულე ერთ დღეს ორი სურვილი. პიკულიც ვჭამე და პრეზიდენტიც ვნახე ჩვეულ ამპლუაში. ნუ მკითხავთ, რომელი უფრო მესიამოვნა... ორივე კარგი იყო, მაგრამ არა ყოველ დღე მისაღებად...

5 комментариев:

EREDELI комментирует...

გაიხარე ტარიელ :)

Unknown комментирует...

levan shabats nadshi vart? :D:D:D:D:D:D:D:D:D

Анонимный комментирует...

ho martla, pikulistvis madloba...
dzlivs ar gamogrchi racxas?! :D

გვირილა комментирует...

"ერთ-ერთმა ქალბატონმა დაცვას გამოუსხლტა და კარებში შემოვიდა" - გამართული ქართულით ილაპარაკე ამხელა ჟურნალისთმა კაცმა :-)

პოსტი კაი იყო, პიკულები უფრო, მაგრამ პრეზიდენტის და ბანძელაძის საუბარი ”არ მეჯერება” და ხომ მაპატიებ?;-)

Unknown комментирует...

გეფიცები ნამდვილად იყო ეგ საუბარი. გრამატიკული შეცდომა მიღებულია და გამოვასწორე :)