სხვადადსხვა ტიპის ადამიანები, რომ არსებობენ ეს ჩემზე უკეთ იცით და რამდენად რთულია ყველას დაუმუღამო ეგეც მოგეხსენებათ.
საკმაოდ რთული ხასიათი მაქვს, მაგრამ ვერავინ დამაბრალებს უზრდელი და თავხედიაო. ყოველთვის ვცდილობ ადამიანებს ვასიამოვნო და გათავისებული მაქვს რა - მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცენ - ცხოვრებაშიც ვანხორციელებ.
და მერე რა? არც არაფერი. უბრალოდ გოიმი გამოვდივარ... მიუხედავად პრობლემისა, განწყობისა თუ საფიქრალისა ყველას გულთბილად ვუღიმი, ზრდილობიანად ველაპარაკები, თავის ამბებს გამოვკითხავ და რაც მთავარია რეალურად ვუსმენ და არა ვალის მოხდის მიზნით. როცა რამის გადაწყვეტა თავად მიჭირს სხვებს ვეკითხები და არ ვკომპლექსდები იმით, რომ არ ვიცი.
და რას ვიღებ სანაცვლოდ? დამოკიდებულებას, რომ უბრალოდ კიდიხარ... მისი მილიონი საქმე აქვს და შენი არც მოკითხვა ჭირდება და არც გაღიმება. ელაპარაკები და თავის ფიქრებშია... სხვა განზომილებაში...
ყველა ასეთი გახდა... მეგობრის პრობლემის მომსმენი აღარავინაა... არავინ გკითხავს რა გჭირს ან გიჭირს... ისე გაგლანძღავენ, გაგანადგურებენ არც კი მოიკითხავენ ამბობენ თუ არა სიმართლეს. იმიჯს გაგინადგურებენ, შეგაფურთხებენ, ძირს გამოგითხრიან.
რატომ?
არ ვიცი...
კონკურენცია? - მგონი არა.
პრობლემები? - არა. მეც მაქვს, მაგრამ არ გადამაქვს სხვაზე აგრესია და ბევრია ჩემს სიტუაციაში.
ბოღმა? -არც ეს მგონია, ან არ მინდა რომ ასე იყოს.
არ ვიცი...ვერ გეტყვით.
უბრალოდ ბევრჯერ იფიქრია, რომ დედამიწისთვის ზედმეტი 70 კილოგრამი ვარ, მეგობრებისთვის თვალში ჩავარდნილი კოღო, უცნობებისათვის "ვიღაც", კოლეგებისთვის ამბიციური უტვინო.
ბევრჯერ მწყენია მცირეოდენი დაყვირება ან გამოხედვა, ბევრჯერ ამიტანია დაცინვა და ნაძალადევად გამიცინია... ბევრჯერ მომიკვდა გული... და ალბათ კიდევ ბევრჯერ მომიკვდება... ბევრჯერ მიფიქრია სუიციდზე და ბევრჯერ გადამიფიქრებია...
უბრალოდ ერთი პატარა თხოვნა მექნება.... შეეცადეთ ისე მომექცეთ, როგორადაც მე გექცევით... სხვა არაფერი....
9 комментариев:
70 kilo??
dietaze arasdros gifiqria? :)))))
:iumori:
ara ar mifiqria. mgoni arc ise didi tsona maqvs...
xoda suicidze fiqrs jobia magaze ifiqro.. ra dros suicidia gadacema gvaqvs radioshi gasaketebeli :)
ra problemaa tqven egereve temas gachitavs mag ambavze :D:D:D:D
saa shen ukve achmaxeb :D:D:D:D shemarge suicidis ambebi :D:D:D
me vcdilob dagexmaro da tu ar ginda mashin xval wamomigegb toks :D
tariel minda gulit gitxra ro arachveulebrivi adamiani xar yovelgvari pirperobis gareshe,ase rom ubralod shearchie iseti adamiani vinc mogismens gachirvebis dros da shedzlebs dagexmaros :)))
ici ra, rom ar gismenen es upro mati problemaa, vidre sheni. Nu daixarjebi da nu moicyen imat gamo, vinc amas ar imsaxurebs! <3 <3 <3
daikide xalxi chuvak egre arian yvelas yvela kidia da roca rame siketis gaketeba ginda gaakete amas imito aketeb ro shen shen xar da ara vigac shexedavs is tu ara visac sikete gaukete araaqvs mnishvneloba (ise zogi iseti ylea tvalshi unda chatxaro titi) magashia siketis mugami ro ad daamadlo mere tu rame ar mogwons adeqi da shecvale egaa ra
Отправить комментарий