ჩემი, როგორც ამ ფესტივალის მაყურებლის და რიგითი ბათუმელის აზრით ფესტივალი თანდათან კარგავს მაყურებელსა და ხარისხს. ეს იმიტომ, რომ ფესტივალის ტექნიკური ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება. გახმოვანება ძალიან ცუდი აქვს. ფილმების საჩვენებლად პირობები არაა და ა.შ.
მაყურებელი ამ ყველაფრის შესახებ თვალს დახუჭავდა, თუ კი მას ჰკითხავდნენ აზრს და აგრძნობინებდნენ, რომ ეს ფესტივალი არა კონკრეტული პიროვნებების არამედ საზოგადოების საკუთრებაა. მაგრამ საზოგაოების აზრი არავის აინტერესებს, ამიტომაც საზოგადოებაც ასევე იქცევა ფესტივალის მიმართ. მასზე მხოლოდ ის ადამიანები დადიან ვინც ორგანიზატორებთან დაახლოებული პირები არიან, ან უბრალოდ დრო ჰქონდათ და უფასოდ არჩიეს დიდ ეკრანზე ფილმის ნახვა. მესამე კატეგორია კი ფესტივალით და ფილმის ხარისხით დაინტერესებული პირები არიან. სამზუხაროდ მაყურებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს.
როდესაც ფესტივალი ჩამოყალიბდა და დაიწყო ჩვენებები მოქალაქეები ჩვენებაზე მოსახვედრად საათობით იდგნენ, ეხლა კი კარი ღიაა და შემსვლელი არავინაა.
გუშინ ფეისბუქის ერთ-ერთ ფრენდს ბათუმის კინოთეატრის შენობის კედლის ნგრევაზე ეწერა სტატუსი. კომენტარებს მეც გამოვეხმაურე და საბოლოოდ კინოთეატრიდან კინოფესტივალზე გადავედით, შემდეგ ისევ უკან და ასე გაგრძელდა ათეულობით კომენტარი. მე ვამბობდი, რომ ფესტივალი უნდა იქცეს რეგიონში მაყურებლის გემოვნების ჩამოყალიბების საფუძველი და უნდა იზრუნოს ხარისხიანი ფილმების ჩვენებასა და მაყურებლის გემოვნების ამაღლებაზე. ხარვეზები რომელიც აქვს ფესტივალს და შესძლებელია მოგვარდეს, დროულად უნდა მოხდეს მისი გადაწყვეტა და მენეჯმენტმაც ხალხის აზრიც უნდა გაიგოს, რა მოწონთ ფესტივალში, რა არა და რას ისურვებდნენ. შემდეგ დაეკითხონ ამ საქმის ექსპერტებს და მომდევნო ფესტივალი უკეთესი გახადონ.
დღეს კი, ის სტატუსი აღარ იყო. ავტორს წაეშალა. ხოლო ავტორის კედელზე ფესტივალის მენეჯერის კომენტარი იყო, სადაც აპროტესტებდა სტატუსის წაშლას, ხოლო მე "ჭკვიან" ტარიელს და ჩემს კომენტარებს უაზროს უწოდებდა.
როგორც აღმოჩნდა ელიზიანი ძალიან გამწარდა, როცა ფესტივალის შესახებ უარყოფითი აზრი წაიკითხა. შემდეგ მე, როგორც "ინტრიგანმა" გამოვეხმაურე ამ სტატუსს და დაიწყო დიდი "კომენტ-ომი".
ავიად ელიზიანი, რომელიც ფესტივალის მენეჯერია ამბობდა, რომ მას არ აინტერესებდა მასის (ანუ საზოგადოების) აზრი და განსაკუთრებით ჩემი აზრი. მერე კი ცინიკური და ბრჭყალებში ჩასმული შექებებით იჯერა გული.
ვერ გეტყვით, რა ბედი ელის ფესტივალს, რომლის ხელმძღვანელობასაც ხალხის აზრი არ აინტერესებს და ვისზე იქნება გათვილი ფესტივალი. თავად ნახეთ ეს ჩანაწერები და აზრის გამოტანაც თქვენზე მომინდია...
14 комментариев:
ტარიელ, კინოფესტივალს მაყურებელი არ აკლდება - ეს ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი. მისი არსებობის დღიდან ვაშუქებ ფესტივალს და ეგ ნამდვილად დამეჯერება, არც კრიტიკა დამიკლია სხვათაშორის, იმის მიუხედავად რომ ზვიადი ჩემი მეგობარია.
რაც შეეხება პროგრამის კრიტიკას- ესეც სრულიად უსაფუძვლოა, პროგრამა ყოველ წელს არის შესანიშნავი, ძალიან ბევრი რეტროსპექტივაა, დოკუმეტური კინო, ფილმები, რომლებსაც ტელევიზორში უბრალოდ ვერ ნახავ. ყველა გემოვნების მაყურებელს აძლევს ფესტივალი შესაძლებლობას ნახოს მისთვის საინტერესო ფილმები. რაც შეება საკონკურსო პროგრამას, ეგ შეიძლება ყბადაღებულ კანის კინოფესტივალზეც არ მოგეწონოს, ნუ რას იზამ, ცუდი „კინომოსავალია" ხანდახან, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და კინოფესტივალის ბრალი ნამდვილად არ არის.
ჩვენების ხარისხს რაც შეეხება, კი ბატონო, დაბალია ნამდვილად და ეგ ძალიან კარგად იციან ორგანიზატორებმა, მაგრამ ხარისხი ღირს ფული, ეს ხომ კარგად იცი?
პ.ს. კომენტარს ვწერ მხოლოდ ერთი მოსაზრებით, ვთვლი რომ ეს კინოფესტივალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ქალაქში, კი ბატონო, კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად არ გეთანხმები.
და კიდევ ერთი ტარიელ, ეს ის შემთხვევა არაა, როცა „ხალხის აზრი" წყვეტს ფესტივალში მონაწილე ფილმების ბედს. და არც უნდა იყოს რასაკვირველია.
არ გეთანხმები ნანა. მიუხედავად ჩემი შენდამი დიდი პატივისცემისა მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ ხარ ობიექტური. მე ჩემი აზრი გამოვხატე ფესტივალის მიმართ. ეგაა და ეგ....
კონკრეტულად რაში არ მეთანხმები? მაყურებლების რაოდენობაში თუ პროგრამის მრავალფეროვნებაში შეგაქვს ეჭვი?
რაში არ გეთანხმები და ხალხის აზრი არაა მნიშვნელოვანიო. მე არ ვამბობ, რომ ფილმის ჟანრი შაერჩიოს მაყურებელმა ან რეჟისორი. მაყურებელი უნდა ჩართო ყველაფერში, რომ შეუყვარდეს. ფესტივალი მხოლოდ ის კი არაა ვიღაც მივიდეს, უყუროს და წავიდეს. იქ დაჩენის სურვილი უნდა გაუღვივო. ხარისხიანი ფილმის მნიშვნელობა უნდა აჩვენო... შეაყვარო უნდა. ბათუმში ხალხს კინოთეატრი წლებია ენატრება. ბევრმა არც იცის კინოთეატრში ფილმის ხილვის ფასი და სწორედ მათ უნდა შეაყვარო. ვალდებულების მოხდის მიზნით ფილმის ჩვენებას აზრი არ აქვს...
ტარეილ, შენ გინდა რო ეს ფესტივალი მასაზე იყოს გათვლილი, მე როგორც გავიგე.. და ზვიადმა აგიხსნა მგონი კარგად რო მასას აინტერესებს ჰოლივუდური , "პაპსა" ფილმები, ამ ფესტივალზე რომ ეგეთ ფილმები გაუშვან ეგრევე დაკარგავს ღირებულებას, რაც ძალიან გულდასაწყვეტი იქნება.
რაც შეეხება მაყურებლის (მასის) გემოვნების დახვეწას, ადვილი საქმე არაა ეგ .
და რატომ გგონიათ, რომ მაინც და მაინც ჰოლივუდურ ბლოგბასტერზე გაკეთდება არჩევანი? კვლევა ჩატარდა? ხალხს ვინმემ კითხა? თ უბრალოდ ერთი-ორი კაცი ფიქრობს ასე და ამიტომ ასე არის? ჯერ კითხე და გამოკითხვის შედეგებს რომ დადებ ვეღარავინ შემოგედავება... წინასწარი პროგნოზები არავის აინტერესებს, მით უფრო ზვიადის...
მე ირადად საკუტარი აზრი მივაწოდე, 90 % იყო უარყოფითი.
დანაღცენი იციან ცემი დმაოკიდებულება.
ეს არის არაკომერციული კინოჩვენებები.
კინომოყვარულებისატის და მსიამვონებს რაც არ უნდ აცუდი აბსტანოკა და ტექნიკური მხარე იყოს. :-)))
აღსანიშნავია სიიც რომ კინოთეატრი არ გვაქს.
მერიის მიერ გაღებული თანხა არის მზიერული მსგავსი მასშტბის კინოფესტივალებისატის.
კიეროსტამმა არ აჩვენა თავისი ფილმი "ბნელ" ფონზე. :-)))
პ.ს დილეტანტი ხარ ამ საკითხში. :-)))
მაგრამ ზვიადს საქციელს ვერ ვუწონებ... :-))
ტარიელ, როგორ წარმოგიდგენია ეგ კვლევა შეგიძლია მითხრა?? ან პრეცედენტი არსებობს, რომ რომელიმე კინოფესტივალი ატარებს კვლევას, რა ფილმების ნახვა უნდა მაყურებელს? ეს არ არის რიტორიკული შეკითხვა,შეიძლება ასეთი რამ არის პრაქტიკაში და მე არ ვიცი, რა ვიცი აბა... თუ არის - ძალიან დამავალებ თუ მიმითითებ წყაროს.
კინოფესტივალი აჩვენებს უკვე არსებულ კინოპროდუქტს, კინოფესტივალი ვერ გაითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნას და ასე შემდეგ. მისი მიზანი უნდა იყოს კინობაზარზე არსებული სიტუაციის ანალიზის საშუალება მისცეს მაყურებელს.
tato.. tu ginda ro festivali sazogadoebis gemovnebis gaumjobesebaze mushaobdes... mashin am "daxvewil gemovnebiani" sazogadoebis azri, programis shesaxeb, cota ar iyos da zedmetia.. ara?!
p.s. mesmis sheni gulistkivili, Zaan dagtuqsa zviadma :D
:) ეხლა ვნახე ეგ სტატია :). მოკლედ ისე ჩარჩა ტარელის ეტყობა რო ბლოგზე სტატიადაც გამოაქვეყნა - ცხადია სკანდალური სათაურით :).
ცოტა ხნის წინ გვქონდა შეხვედრის დროს მეც და ჩემს მეგობარასაც (ერთად ვატარებთ ფესტივალს) და მგონი გასაგები იყო ტარიელისთვის რა პრობლემები აქვს საქართველოში ფესივალის ჩატარებას და მგონი იმის გაცნობიერებაც მოხდა რო ის რაც "დილენატის" თვალით ჩანს - არცთუ მთლად ისეა როგორც "დილეტანტი" თვლის.
- აქ "დილეტანტი" არ გულისხმობს ნეგატიურ შეფასებას - უბრალოდ არ იცის ადამიანმა კიონფესივალის სპეციფიკა და გასაგებია.
და არადილეტანტების და პროფესიონალების აზრს რაც შეეხება (ვინც სხვაგან როგორ ტარდბეა, როგორ ირჩევა ფილმები და ა.შ. ანუ ტარიელისთვის საინტერესო საკითხები ესმის - თუ ჩვენ არ გვენდობა) - გოგი გვახარიას აზრი მგონი გაცილებით კომპეტენტურია:
http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2155072.html
ჟურანლისტიკა/პროფესიონალიზმი ესაა - კრიტიკაც არის, რაც ნაკლია იმასაც ხედავს, არესებული რეალობის პრობლემასაც ხვდება რაც ნაკლოვანებებს განაპირობებს და იმ დადებითსაც ამჩვენს რაც ბათუმის კინოფესტივალს ააქვს.
მოკლედ - ბოლოდროინდელი საუბრის შემდეგ მგონი ცოტა გასაგები იყო ტარიელისთვის რაღაც საკითხები და ნათქვამი იყო რო ბევრი რამ შეიძლება არ იცოდეს კინოს და ფესტივალის სპეციფიკაში ჩაუხედავმა ჟურნალისტმა და როგორც კინოფესტივალისთვის ყველაფერი წინაა და ბევრი რამ გამოსწორდება (ტექნიკური მხარე მაგალითად), ისე ჟურნალისტმაც შეიძლება უფრო მეტად ჩაიხედოს საკითხში და უფრო კომპეტენტურად დაწერსო.
თუმცა - ის რო ფეისბუქის კომენტარები სტატიაში (თუ ბლოგიზე) იქნა დადებული არ ვიცი რამდენად ჯდება "ჟურნალისტური" დავარქვათ თუ "ბლოგ" ეთიკაში :). თუმცა ისევ და ისევ ყველაფერი წინაა და დროსთან ერთად გამოციდელბაც მოვა
Отправить комментарий