ელემენტი: 115
აღმომჩენი: ადამი
ატომური მასა: 60 კგ. ასევე გვხდება იზოტოპები 40-250 კგ.
გავრცელება: ძალიან გავრცელებული.
ფიზიკური თვისებები:
დნება გარკვეული თვისებების შედეგად, თვითნებურად დუღდება და უმიზეზოდ ცივდება.
გაფართოების კოეფიციენტი: ფართოვდება ასაკთან ერთად.
ქიმიური თვისებები:
ძალიან კარგად ურთიერთობს Au, Ag, Pl და სხვა კეთილშობილ ლითონებთან.
განსაკუთრებული რაოდენობით ნთქავს ძვირადღირებულ ნივთებს .
შეიძლება მოულოდნელად აფეთქდეს.
აქტიურობა იზრდება დღის სხვადასხვა პერიოდში.
შენიშვნა:
ფართოდ გამოიყენება დეკორატიული კუთხით, განსაკუთრებით სპორტულ ავტომობილებში და სათბობი კუთხით საწოლში.
წარმოადგენს წმენდის და რეცხვის ეფექტურ საშუალებას.
ხელს უწყობს მოდუნებას და სტრესის მოხსნას.
მზვანედ იფერება, როცა მასზე მაღალი ხარისხის ნიმუშის გვერდით ხდება.
სიფრთხილის ღონისძიებები:
გამოუცდელ ხელში მოხვედრის შემთხვევაში წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს.
აკრძალულია ერთზე მეტი ეგზემპლარის ქონა-ყოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ურთიერთთანხვედრა.
ეს პოსტი ჩემი არ არის. ვაქვეყნებ საავტორო უფლებების დაცვით. გუგლში მონახვის შემდეგ აღმოვაჩინე აღნიშნულ ლინკზე. ვერ გეტყვით ავტორი დანამდვილებით ვინაა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, მადლობა!
Комментариев нет:
Отправить комментарий