1/11/2011

ოჯახური კონფლიქტები და ბალიშის როლი

ამ პოსტის წერისას თავი არაკომპეტენტურად მიმაჩნია... დაოჯახება-განშორება-დაოჯახება... ეს მონაცვლეობა ჩემთვის უცნობია, ისევე, როგორც მისი რომელიმე დეტალი... მაგრამ ალბათ, როგორც იტყვიან საუკეთესო შემფასებელი მესამე თვალი, ანუ ისაა ვისაც თავად არ გადაუტანია მსგავსი შემთხვევა.
აპ პოსტში მე მოგითხრობთ თუ რატომ უნდათ დაოჯახება და რატომ შორდებიან წყვილები... როგორ და რის მიხედვით ირჩევენ წყვილები მეორე ნახევრებს და რა რეალობის წინაშე დგებიან ისინი.
თუ თემა არ დაგაინტერესებთ ნუ დააკლიკებთ წარწერას "გააგრძელე კითხვა" :)


მას ასე... ჩემი თაობის ადამიანები, რომელთანაც მე ყოველღიური შეხება მაქვს, ჩემი მეგობრები თუ უბრალოდ ნაცნობები, დაოჯახების საკითხებთან დაკავშირებით მოქმედებენ შემდეგი ფაქტორებით.

  •  ყველა ამბობს, რომ მისთვის ფიზიკურ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა საქმე-საქმეზე მიდის აღმოჩნდება რომ სწორედაც აქვს. მერე იწყებენ ფიქრს, რომ ეს ადამიანი, როგორი იქნება წლების შემდეგ. როგორი ბავშვენი ეყოლებათ და ა.შ. ეს მომავალ ურთიერთობაზე აუცილებლად აისახება;
  • მეორე საკითხია ფინანუსური მდგომარეობა. ორივე მხარე (როგორც ბიჭი, ისე გოგო) ყურადღებას აქცევს პოტენციური მეორე ნახევრის ფინანსურ სიმყარეს. გოგონები ძირითადად უზრუნლევყოფილ ცხოვრებაზე ფიქრობენ, ხოლო ბიჭები "გაქაჩავენ" თუ ვერა მეორე ნახევრის "შენახვას".
  • მსგავსია ასევე ოჯახის სიტუაცია. ანუ ვისი ოჯახიდან არის ის. რა ხმები დადის და რამდენად პატივსაცემია მისი ოჯახი. მშობლები, და-ძმა და ა.შ.
  • გავრცელებულია ასევე "ცნობადობის" სინდრომი. თუ პოტენციური მეუღლე ცნობილი ან შედარებით ცნობილია ფართო საზოგადოებაში, მიაჩნიათ რომ ის "კაი ტიპია". ურჩევნიათ ცნობილი ადამიანის (მაგ. თუნდაც ქალაქში ან სოფელში) მეორე ნახევრები იყვნენ. 
  • წყვილებს შორის ასევე მოქმედებს "განათლებულობის" ფაქტორი. განათლებული ცოლი  ბიჭების უმრავლესობისათვის სასურველია, რადგან შვილებს კარგად გაზრდის. გოგონებისთვის კი განათლებული ქმარი კარგ შემოსავალთან ასოცირდება.
დაოჯახების შემდეგ წყვილების ნაწილი აღმოაჩენს, რომ მისი მეორე ნახევარი სულაც არ ყოფილა ისეთი ყურადღებიანი და მზრუნველი, როგორიც დაოჯახებამდე იყო. შემდეგ იწყება ოჯახური საქმეები და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ვიღაცა მეტს აკეთებს, ვიღაცა ნაკლებს და იწყება ოჯახის შენახვისათვის ბრძოლა, რასაც თან ახლავს შინაგანი (ან გარეგანი) უკმაყოფილობა ზედმეტი საქმის თუ სულ უსაქმურობის შესახებ. 
ბევრი აღმოაჩენს, რომ "ის" არ ყოფილა ვისაც ეძებდა, რასაც მოყვება კონფლიქტები და ბოლო დროს ფართოდ გავრცელებული განქორწინებები.
ცოლის ჩაცმულობა... ქმრის სიმთვრალე... კონფლიქტები ძირითადი მიზეზებია.
ცოლს მიაჩნია, რომ ქმარი მის აზრსაც უნდა ითვალისწინებდეს და იმდენად გადაიზრდება ხოლმე ეს, რომ დომინანტობის სურვილი იბადება. "მე ხომ გთხოვე"-თი დაწყებული "შენ ჩემი თავი არ გიყვარს" დამთავრებული კონფლიქტები ბალიშზე ნაამბობი ქვითინის საბაბი ხდება. 
ისე, რამდენი კვნესის, შექების და ლანძღვის მსმენელი ხდება ერთი პატარა ბალიში. ბალიში ოჯახის სიმბოლო უნდა იყოს. 
მეტი რა გავაგრძელო... ალბათ დაიღლებოდით კიდეც ამ პოსტის კითხვით.
მოკლედ... 

გისურვებთ თქვენს ბალიშს მხოლოდ შექება, სიყვარული ხმები და გულწრფელი "მიყვარხარ",- "მეც მიყვარხარ" მოესმინოს!

Комментариев нет: