"facebook" რაც საზოგადოებაში დამკვიდრდა მოქალაქეები მასზე მიჯაჭულები გახდნენ. ეს მიჯაჭვულობა თანდათან უფრო მძაფრდება. "facebook"-ელთა უმრავლესობის დილა გვერდის შემოწმებით, იწყება და იგივე მოქმედებით სრულდება.
"facebook"-ელები ერთმანეთს ვიდეოებს, ფოტოებს და მოსაზრებებს უზიარებენ. და-tag-ვა უკვე იმდენად დამკვიდრდა, როგორც მონიშვნის და გაზიარების ტერმინი, რომ აღარ საჭიროებს განმარტებას.
ფოტოზე რატომ არ დამ-tag-ე? "აუ გუშინ შენი tag-ი ვნახე, მაგარია". ასეა, თუ ისე... სრულიად მსოფლიო გამოფეისბუქდა. ხალხი "ბედნიერია" Mark Zuckerberg- ი მდიდარი.
ბოლოს რაც ძალიან მაოცებს ეს არის "facebook"-ზე ნეკროლოგის დაწერა. "გარდაიცვალა ადამ ევაძე. გასვენება სამოთხის კარიბჭე #2". მსგავსი განცხადებები დღითი დღე მომრავლდა. რაც ყველაზე გასაოცარია ნაწილი ამას like-ს უკეთებს. ვერ გეტყვით ადამიანის გარდაცვალება მოსწონთ, თუ თანაგრძნობის გამოხატულებაა. მალე უკვე გარდაცვლილის ფოტოს დადებენ და გაზიარებას მისცემენ. თუკი tag-ში მოხვდი ქელეხზე ხარ დაპათიჟებული. პანაშვიდზე ან გასვენებაში წასვლას ვერ ახერხებ? - შეგიძლია დაა-like-ო და ჭირისუფალი ნახავს და თანაგრძნობად ჩაგეთვლება.
ისე კი მაინტერესებს თუკი "facebook" გაუქმდება, რა ბედი ელით გამო-"facebook"-ებულ ადამიანებს? ამბობენ მარტიდან "facebook" აღარ იქნებაოოოოო..
დღეს ჩატში ეს მივიღე. კითხვით თავი დიდად არ შემიწუხებია. ვისაც სურვილი აქვს თარგმნოს:
Facebook is recently becoming very overpopulated. There have been many members complaining that Facebook is becoming very slow. Records show that the reason is that there are many active Facebook members and, on the other side, many new Facebook members.
We will be sending this message around to see if members are active or not. If you are active please send to at least 15 other users using Copy+ Paste to show that you are still active. *Those who do not send this message within 2 weeks will be deleted without hesitation to create more space.*
Send this message to all your friends and to show me that your still active and you will not be deleted.
Founder of Facebook,
Mark Zuckerberg
Комментариев нет:
Отправить комментарий