1/11/2011

ახალი მეჩეთი და 60 სართულიანი სასტუმრო ბათუმში

9 იანვარს, საღამოს მომდევნო დღის სამუშაო გეგმა შევადგინე და დრო გავთვალე სად რამდენი ხნით უნდა ვყოფილიყავი და ვინ უნდა მენახა. დილით დათქმულ დროსთან შედარებით ნახევარი საათით გვიან 11:00 გავიღვიძე. წინა საღამოს მშვიდი ძილის მოტივით გამორთული ტელეფონი ჩავრთე და პირველმა ზარმაც არ დააყოვნა. ტელევიზიიდან რეგიონების კოორდინატორი, მირანდა მირეკავდა. თბილი საყვედური მივიღე ტელეფონის გამორთვის გამო და დღე დავგეგმეთ. მე იდეაში ლეიბორისტების ბრიფინგი მქონდა, რომელიც ბულვარის განადგურებას ეხებოდა და ძალიან მაინტერესებდა რა იგულისხმებოდა განადგურებაში... მირანდამ ბათუმში ახალი მეჩეთის შესაძლო აშენებასა და ამ თემის გარშემო საკითხების მოკვლევა მთხოვა. ლეიბორისტების საკითხი კი მეორე იქნებოდა თემებს შორის. ანუ დღეს ორი თემის მომზადება მიხდებოდა.



ახალი სასტუმრო ბულვარის ცენტრში
12 საათზე ბათუმში ვეტერანთა სახლთან ლეიბორისტების აჭარის ორგანიზაციის წევრები და ჟურნალისტები შევიკრიბეთ. ყველაზე ბოლოს ჩემი ოპერატორი მოვიდა... ჩავწერეთ... საკითხი ცენტრალურ ბულვარში კოლონადების გვერდით (აბაშიძის დროს პირამიდა, რომ იდგა და შემდეგ მიშა ოპერას, რომ აშენებდა) საზაფხულო თეატრის მიდამოებში 9 ჰექტარ ტერიტორიაზე 60 სართულიანი სასტუმროს აშენებას ეხებოდა. ვერ გეტყვით, როგორ გაუძლებს 60 სარტულს ბათუმის ჭაობიანი ნიადაგი, მაგრამ პროექტი აშკარად ლამაზია, თუმცა ისიც, როგორც შერატონი მეჩეთს წააგავს.
თემა ბოლომდე ვერ მივიყვანე, რადგან სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული მეზღვაურთა მშობლებსა და ახლობლებს მთავრობის სახლთან მორიგი აქცია ჰქონდათ, პარალელურად თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებდა ამ საკითხზე კომენტარს. ჩემებმაც (ასე ვეძახი ტელევიზიის ნებისმიერ თანამშრომელს) არჩევანი ამ თემაზე გააკეთეს.
მეზღვაურთა ახლობელების სინქრონები ჩავწერეთ და პროფკავშირებში დარეკვისას ყოველ ზარზე 1 საათში მეცლება და შეგხვდებითო ეს იყო მხოლოდ პასუხი.
აზზიეს მეჩეთი ბათუმში
ბათუმში მეჩეთის შესაძლო აშენებასთან დაკავშირებით წავედი გადაღებაზე. მურმან დუმბაძე ჩავწერე. შემდეგ მოქალაქეებს ვემუდარე (პირდაპირი მნიშვნელობით) კომენტარის გაკეთება და 20დან მხოლოდ ორი დამთანხმდა. გიორგი კირთაძესთან მივედი. გიორგიმ იდეალური კომენტარი გააკეთა. წინასწარ შეთანხმების გარეშე 30 წამში მითხრა ის რაც მე და ჩემს მაყურებელს გვჭირდებოდა.
ისევ დავრეკე მეზღვაურთა პროფკავშირებში. ისევ 1 საათში ეცლებათ. ამჯერად ქალაქიდან იყვნენ გასული და სადაცაა ბრუნდებოდნენ.
სიუჟეტები დავამონტაჟე და ამოვისუნთქე... შემდეგ ოპერატორს მივუბრუნდი, რომელმაც 10 დღიანი დასვენება არ იკმარა და მუშაობა ეზარებოდა და კატეგორიული ტონით ვუთხარი "არ გინდა წადი, თუ არა და იმუშავე ისე, როგორც საჭიროა". არაფერი თქვა. მერე კი მითხრა. მე ვერ ვახერხებ და ვინმე სხვა აიყვანეო. ჩემი საქმეები და პრობლემები მაქვსო.
აუფ... უოპერატოროდ დავრჩი... წავიდა და აპარატურა თან დამიტოვა. კამერა, შტატივი და ლეპტოპის ჩანთა გადავიკიდე... 10 კილოზე მეტი იქნებოდა. პრესკაფეში წავედი. მასალის გადაგზავნა დავიწყე. ნახევარზე მეტი, რომ გადავგზავნე დამირეკეს და იმ ადგილის გადაღება მთხოვეს სადაც მეჩეთი უნდა აშენდეს. ყველაფერი ადგილზე დავყარე და გადასაღებად გავიქეცი. გადავიღე კადრები და ისიც გადავგზავნე.
ამ დროს მედია სკოლაში ლექცია მქონდა... მოდი და მოუყევი რა დღეშიც ვარ... დამიჯერებენ? მგონი არა...
ხო მეჩეთს მივუბრუნდეთ. თეატრის უკან იუნკერების სასაფლაოს მიდამოებში მე-19 საუკუნეში იყო აზიზიეს მეჩეთი, რომელიც 1865 წელს დაიყვა. ის ორსართულიანი ნაგებოდა იყო და ხისაგან იყო დამზადებული. აზიზიეს მეჩეთი პირველი მეჩეთი იყო ბათუმში. საქართველოსა და თურქეთის კულტურის სამინისტროებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აღდგენის სანაცვლოდ ოშკის, იშხანისა და ხახულის რესტავრაციის უფლებას მისცემენ.
დეტალები ნახეთ სიუჟეტში...




Комментариев нет: