1/09/2011

ბოჩელი რა მორიდებული ყოფილა, ხალხს თვალებში ვერ უყურებდა

საახალწლო ერთკვირიანი დავენებისა და ლოთობის შემდეგ სოფელში წავედი. მშობლიური გარემო და სოფლის სუფთა ჰაერი ძალზედ მომნატრებია.
ღრმა "ნაპასებით" ვსუნთქავდი სოფლის ჰაერს. დავეწაფე ანკარა წყაროს და მოვირბინე ოღრო-ჩოღრო გზები.
ბათუმიდან 15 კილომეტრში მდებარეობს ჩემი სოფელი. ჩემი სახლი ორი სოფლის ჩაისუბანისა და სოფელ ჩაქვის საზღვარზეა, ისევე, როგორც საქართველოა ევროპისა და აზიის საზღვარზე.
ჩემი სახლი მტირალას ეროვნული პარკის ერთ-ერთ ფერდობზეა და ზედ ზღვას გადაჰყურებს...
ჩემი სახლის მარცხნივ სოფელი ჩაქვია სადაც საოცრად ორიგინალური სახელის სოფლებია : "1-ლი სკლონი", "მე-2 სკლონი", მე-3 სკლონი" და "სახალვაშო". მარჯვნივ კი სოფელ ჩაისუბნის ქვესოფლები "ყურშუბაძეები", "ჩიბურდანიძეები", ფილიალი" (ეს უკანასკნელი კომუნისტების დროს პრესტიჟული იყო, რადგან მას "მოსკოვის ფილიალი" ერქვა და აქ მოწეულ ციტრუსს რუსულ ელიტას უგზავნიდნენ.)



ჩაისუბანის მცხოვრებთა 90% ადგილობრივი ქობულეთელებისგანაა დასახლებლი, ხოლო სოფელ ჩაქვში აბსულუტური უმრავლესობა მაღალმთიანი აჭარიდან ძალით თუ ნებით ჩამოსახლებულები არიან. მახსოვს ბავშვობაში ჩაისუბნელობა პრესტიჟი იყო... ეხლა ყველას კიდია სოფლის რომელ მხარეს ცხოვრობ. ველა მაინც გარბის სოფლიდან...
სოფელში მხოლოდ ერთი ღამით ავედი. 2 თვის განმავლობაში რატომღაც აქვე ვერ მოვახერხე ასვლა. მარშუტკიდან დაწყებული სახლში შესვლამდე ყველა ერთი და იგივეს მეკითხებოდა. პირველი კითხვა იყო "როგორ ხარ?" და მეორე "რა იქნა "მაესტრო"? მოგვარდა პრობლემები? უმუშევარი ხომ არ დარჩი?"
სოფელში რატომღაც მიაჩნით, რომ რადგან ჟურნალისტი ხარ შეგიძლია ყველას დაეხმარო, რომ ხმა მიაწოდონ მინისტრებს და პრეზიდენტსაც კი. როცა უხსნი, რომ შენ უშუალოდ არ ხარ შუამავალი მაგალითად სოციალურ სააგენტოსა და მოქალაქეს შორის და შეგიძლია უბრალო კომპეტენტურ პირთან ან ორგანოში გაუშვა, არ გიჯერებენ. "გეზარება შენ და მაგიტო ამბობ მაგას. შეისწავლე ჩემი საქმე. მეწყერი ჩამოწვა. ძროხა ჩაიყოლა. სოციალური დახმარება არ მაქვს. რაცხა ქენი და დამეხმარე." - კარგი მესმის, რომ ამ შემთხვევაში შემიძლია სუჟეტი გავაკეთო მაგრამ ეს ყველაფერი 2 წლის წინ მოხდა და ეხლა გაახსენდა, რომ დახმარება სჭირდებოდა. არ მესმის თანასოფლელების ნაწილის და რა ვქნა...
საღამოს მეზობლები შეიკრიბნენ და როგორ წესი პოლიტიკაზე და არა მარტო მასზე ვისაუბრეთ. ჩემი სოფელი ერთადერთი ადგილია სადაც პოლიტიკაზე, მეზობლებისა და ფინჯანი ყავის ან ჭიქა ღვინოსთან ერთად ვსაუბრობ.
საახალწლო კონცერტი, განახლებული ბულვარი და მშენებარე ქალაქიც რა თქმა უნდა მოხვდა ჩვენი საუბრის თემებშიც.
ჩემი მეზობელი ნუგზარი არტაცებით საუბრობდა გალამაზებულ ქალაქსა და საახალწლო კონცერტზე. 3 ჭიქა ღვინის შემდეგ ნუგზარი ისე დაემთხვა, რომ იმედზე სოფო ნიჟარაძის და ანდრეა ბოჩელის დუეტი გადიოდა. ნუგზარი ამბობს "ნახე რა ინტელიგენტი კაცია. რა ზრდილობიანი. უყურებს ხალხი წვიმაში დგას მის მოსასმენად და მან სცენაზე თბილ ქურთუკშია და სირცხვილით სულ ძირში იყურებაო". . .
გეფიცებით ერთ სიტყვასაც თუ ვიტყუებოდე და ჩემი რეაქცია უნდა გენახათ. პირღია ვიჯექი ნახევარი საათი. ვერ მივხვდი, რომელი უფრო შემეცოდა, ანდრეა ბოჩელი თუ ჩემი მეზობელი ნუგზარი.
ეხ ანდრეა... რა მორიდებული და ინტელიგენტი ყოფილხარ... ვაი მე და ვუი ჩემს ბედკრულ სოფელს...


2 комментария:

ნან комментирует...

ნუგზარს მოკითხვა, ბევრი ვიცინე :D

აბა რა ქნას თუ არ იცის? :) აგეხსნა შენც!

Unknown комментирует...

me ki avuxseni mere magram imas brmad jeroda rom martla zedmetad inteligentobis gamo hqonda tavi daxrili. mere tavadac ki icina :D:D:D