ალბათ ყველა თქვენთაგანს გყვარებიათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც. სკოლაში, უნივერსიტეტში, ზოგს ბაღშიც კი. რა ჯობია, როცა გიყვარს... როცა ცხოვრება გიხარია... ყველაფერი ლაღი და ნათელ ფერებშია... მაგრამ უცებ...
უცებ ამჩნევ, რომ ის "ის" არ არის არჩევანში შეცდი. მერე ამჩნევ იმას რასაც აქამდე ვერ ხედავდი, ან ხედავ იმას რაც აქამდე შეიძლება არც კი ყოფილა და მხოლოდ შენი ფანტაზიის ნაყოფია.
გინდა აპატიო და ვერ პატიობ... გინდა დაივიწყო და ვერ ივიწყებ... გინდა ხმამაღლა იყვირო და ვერ ყვირიხარ... გინდა მოკლა, მაგრამ მაინც ვერ იმეტებ...
ეს არის განშორების გრძნობები... ტკივილები... შფოთვები...
მერე საკუთარ თავში იკეტები. არავის და არაფრის დანახვა არ გინდა. გაურბიხარ ყველაფერს... მაგრამ რატომღაც მაინც არ გშველის...
გამოსავალს ეძებ და ვერ პოულობ...
გაქვს უპასუხოდ დარჩენილი კითხვები:
რატომ?
რა დავაშავე?
სად შევცდი?
მერე რა იქნება?
შევძლებ კი ცხოვრების მის გარეშე გაგრძელებას?
პასუხები არ გაქვს. ვერც ნახავ, იმიტომ, რომ გამოსავალს თავად არ ეძებ და ამიტომაც ვერ ხედავ.
დრო გადის...
ამ დროს აჯობებს თუ უფრო ბუნებასთან ახლოს იქნებით. მდინარის ჩხრიალი, ზღვისა ნაპირთან დუელის მოსმენა, ფოთლების შრიალი, წვიმის წკაპაწკუპი... მდინარეში გაგორებულ თითოეულ კენჭს, ნაპირზე შეჯახებულ თითოეულ ტალღას, ხიდან ჩამოვარდნილ თითოეულ ფოთოლს და წვიმის თითოეულ წვეთს მიაქვს დარდი და ვარამი. მიაქვს პრობლემა და მოაქვს იმედი... ენერგიით ივსები... იმუხტები და მზად ხარ გაუმკლავდე პრობლემებს...
არ უნდა გაჩერდე... ცხოვრების დინებას არ ჩამორჩე... აი ეს არის სიყვარულისაგან გულგატეხილობის უებარი წამალი...
ისე მაინც ჩემი თუ არ გჯერათ თავად სცადეთ და თუკი არ გაამართლებს ცოტა ხნით მაინც დაისვენებთ.
4 комментария:
ამ ზამთარში სად უნდა ეძებოს ახლა გულგატეხილმა ადამიანმა მდინარისპირას ფოთლების შრიალი დაგრილი ნიავი!? :)
ისე, სცადონ. ეგებ და გამოუვიდეთ... ყოველ შემთხვევაში გაციება გადაატანინებთ ყურადღებას :)
დაინტერესებულ პირებს: გამოიყენეთ ეს რჩევები, გამომიცდია და დამერწმუნეთ სრული ჭეშმარიტებაა..
daviT zgva tavis adgilasaa da mdinareebi... survili tkvi tore... fotoli da ylorti mtlad pirdapiri mnishvnelobit ki araa...
scadon da tu rame gripi mainc gankurnavs :):):):)
marikuna getyoba gamocdili xar. me mishvela ise :):):):) anu ori kacs ukve aqvs gamocdili da gaamartla... danarchenmac scadet...
Отправить комментарий