პრესკაფეში პარასკეობით ფილმის ჩვენება იმართება. დღევანდელი ფილმი ნაფიცმსაჯულის ინსტიტუტს შეეხებოდა. 12 ნაფიცმსაჯულიდან მხოლოდ ერთი მოეკიდება დაკისრებულ საქმეს პასუხისმგებლობით და შეძლებს დაარწმუნოს დანარჩენები ბრალდებულის უდანაშაულობაში.
ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მსვლელობაში მეგობრებთან გადავინაცვლე. წერო (გიორგი წეროძე), saa free (სალომე გეეგშიძე), dea diamond (დეა ნიქაბაძე) , ნინა (ნინო მასალკინა), დენიელი (daniel celvi) და მე ცალკე ავტონომია ჩამოვაყალიბეთ და გერბად კარტოფილი "ფრი" ავირჩიეთ.
3 პორცია ფრის და კოლა გაანადგურეთ. სალის ტელეფონმა სამჯერ დარეკა, რაც ნიშნავდა, რომ სახლში უნდა გამოცხადებულიყო.
კაფეში სიმშვიდე იყო. ჩენი მაგიდის გარდა მხოლოდ ნანა იყო შემორჩენილი. ლეპტოპში მუშაობის პარალელურად უგემრიელეს სპაგეტს შეექცეოდა. ბარმენი (სახელი არ მახსოვს) წინა ბარმენისაგან განსხვავებით არ "კლაუზნიკობს"... მიმტანი თამუნა მაგიდებზე სანთლებს ალაგებს და ინტერიერს აწესრიგებს. მე დალევა მინდა, მაგრამ სასმელის დანახვაც არ მინდა... ისიც არ ვიცი რა მინდა...
პრესკაფიდან კოსტავას ქუჩით წამოვედით, შემდეგ კი ქუთაისის ქუჩაზე გადავუხვიეთ. წინ წერო და სალი მიდიოდნენ, უკან მე და დეა. უცებ დეამ ისტერიული კივილი ატეხა. წინ ვიღაცის შავი ფერის ძაღლი ცელქობდა. ქუჩის ერთიდან მეორე მხარეს დახტოდა და პლასტმასის ბოთლს ეთამაშებოდა. დეას შიშისაგან თვალები გაუფართოვდა. ხელები სახეზე აიფარა და კივილი დაიწყო. ტუშის "წყალობით" თვალებიდან შავი ცრემლი წამოუვიდა და ადგილზე დაიწყო "კუნტრუში". წეროს გული ვერც დეას ცრემლმა მოიგო. უნდობლად ძაღლს დეასკენ მოუხმო, რის გამოც დეას ისტერიკა გაუმძაფრდა. ბოლოს კი მხსნელი გამოჩნდა და ძაღლს თავისთან მიუხმო. დეა ცრემლებს იწმენდდა და კანკალით მოდიოდა. ყველა ვეზიზრებოდით იმ წუთას... ძაღლიც, წეროც, სალიც და მეც...

10 комментариев:
mainc miyvarxart , dzaglis garda yvelani :)))) ox tariel shen pirshi mteri chavarda raaa :))))
chems pirshi ara chems klaviaturaze ukve :):):)
xo, principshi...ox tariel shentan ertad ro viknebi nebismieri fraza an kceva unda vakontrolo ukve :))))
rac ufro dakompleqsdebi mit uaresi... iyavi iseti, rogoric xar :*
macale shen me, vwer exla am postis pasuxs :D
ჰაა.. კაი იყო.. დეა, გუშინ ქუთაისის ქუჩაზე პატრული გამოუძახებიათ, ვიგაც გოგოს წიკვინი მყუდროებას გვირგვევსო.. მარა ვერ მოგვისწრო პატრულმა :))))))))))))
sadaa pasuxi?
kartofila (anu saa) kai iyo :):):):)
aa ravici shemezara pasuxis dawera, mara dagiwer tu ginda :)
styva sityvaa da datsereeeeeeeeee
xox tariel... shen da SHENI megobrebi... me da chemi mochvenebebi... ^_^
Отправить комментарий