რაღაც მოწყენილი ვზივარ. სამუშაო დღე დამთავრდა და ეხლა პრესკაფეში უსაქმოდ ვზივარ და მუქთა ვაიფაის ვშთანთქავ. რამდენიმე წუთია სიმშვიდემ დაისადგურა. მანამდე კი ხალხმრავლობა იყო... როგორც იქნა ოპერატორი გავუშვი და თავი დავასვენე.
გვერდით მაგიდაზე ნანა კვაჭაძე, დათო ტრაპაიძე და ორი ჩემთვის უცნობი გოგო ზის. მხიარულება არ აკლიათ... თეთრი შურით მშურს რომ ასე ერთად არიან გამოსულები. აბა მე მეგობრები სახლიდან გარეთ ვერ გამომყავს.
კუთხეში ასლან ჭანიძე ლეპტოპს მიჯდომია და რაღაცას გულმოდგინედ ათვალიერებს... თან ყავას მიირთმევს.
ბართან ლევანი "ფოკუსებს" ატარებს და ბოთლებით და ფორთოხლებით ილეთებს "ამუღამებს. ბართან ბათუმელების თანამშრომელი ზის. სახელი არ მახსოვს მაგრამ გამარჯობით მაინც ვიცნობ.
მიმტანი გოგო, რომლის სახელიც ჩემდა სამარცხვინოდ არ ვიცი (ყოველ დღე ვსტუმრობ კაფეს და არც კი მიკითხავს) მთელ კაფეში ტრიალებს.
იქეთ კი ე.წ. V.P.მაგიდასთან 7 ადამიანი ზის. უცხოელები და ქართველები ...
კაფეში სასიამოვნო მუსიკა უკრავს... სიმშვიდეა, მაგრამ მე ვერ ვარ მშვიდათ... ნეტა რატო?
3 комментария:
ტარიელ გადმოჯექი შე კაცო.. ეს რა დღეში ყოფილხარ :) მოდი მოგვიჯექი :) გაგვიხარდება
ტატო, ეს იმ დRის გაგრძელება ხომ არაა, კინაღამ ექსკლუზივი რომ ამაცალე ხელიდან? :-D :-D
არა. სხვა დღეა...
Отправить комментарий