ეს კითხვა ერთ-ერთმმა ნაცნობმა დამისვა. პასუხის ვერ
გავეცი, რადგან ვერაფერს ვერ ვგრძნობ როცა ტელევიზიის მიკროფონი მიჭირავს. და მაინც
რა არის ეხ მიკროფონი? მგონი არც არაფერ გარდა პასუხისმგებლობისა და საქმის დროულად
დასრულებისა.
რა განსხვავებაა გაზეთს, რადიოსა და ტელევიზიას შორის?
სამივე ტიპის მედია საშიალებაში მიმუშავია და შევეცდები
ვიპოვო რაღაც განსხვავებები. კითხვა რომელიც ხშირად გამიგია არის „რომელი უფრო რთულია
გაზეთი, ტელევიზია თუ რადიო?“. პასუხი ერთმნიშვნელოვანი არ არის.
აქაც როგორხ ბევრ შემთხვევაში გააჩნია ჟურნალისტს და
მისი აღქმის უნარს, რომელიც ამ საკითხთან მიმართებაში მეტწილად სუბიექტურია. ანუ მთავარი
კითხვა იმაზე უნდა გადავიტანოთ რომელ მედიასაშუალებაში უფრო კომფორტულად გრძნობს ჟურნალისტი
თავს.
როგორც გამოცდილი ჟურნალისტები ამბობენ ჯერ გაზეთით
უნდა დაიწყო, შემდეგ რადიოთი გააგრძელო და ბოლოს ტელევიზიით დაასრულო. მე ეს აზრი რატომღაც
მცდარად მეჩვენება. რატომ? მარტივი მიზეზის გამო... ჩემი მოკლე პრაქტიკიდან და არც
თუ ისე ხანგრძლივი დაკვირვებიდან გამომდინარე გამოვიტანე დასკვნა, რომ ტელევიზია ზარმაცების
საქმეა. თუკი არ არის ჟურნალისტი ზარმაცი მალევე გააზრამაცებს. ტელევიზიაში მხოლოდ
მარტივი საქმე გევალება... კარგი კადრები, რომელიც ოპერატორის ოსტატობაზეა დამოკიდებული,
სინქრონები, რომელიც რესპოდენტის მჭერმეტყველებაზეა დამოკიდებული და ტექსტის მომზადება,
რომელიც უშუალოდ ჟურნალისტის წერის და გადმოცემის მანერაზეა დამოკიდებული. ამ სამი
კომპონენტის შეწყმით მიიღებ შედეგს რომლითაც მაყურებელიც კმაყოფილი დარჩება და ავტორიც.
მომზადებული პროექტიც ისევე, როგორც ავტორის სიზარმაცეს
იწვევს, ზარმაცივე მაყურებელზეა გათვლილი, რომელიც დროის უქონლობას იმიზეზებს და ინფორმაციის
მიღება უცებ და მზა ურჩევნია ვიდრე ტვინის დატანება და ანალიზის გაკეთება.
მათ მედია გლეხის სტატუსი უნდა მივანიჭოთ.
ტელევიზიის დევიზი შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ
„ზარმაცები ზარმაცებისთვის“.
რაც შეეხება რადიოს. აქ სიტუაცია შედარებით რთულდება.
გვეხსნება ოპერატორის ოსტატობა და რჩება მხოლოდ კარგი რესპოდენტი და ჟურნალისტის კარგი
წერის მანერა და გადმოცემის უნარი. ამ შემთხვევაში მსმენელს უხდება თავად გააცოცხლოს
კადრები თვალწინ და ხმის საშუალებით ბოლომდე გაიაზროს მომხდარი. ეს მეტ ძალისხმევას
მოითხოვს. ამიტომაცაა რომ რადიოს ნაკლები მსმენელი ჰყავს. მისი მსმენელები უფრო გონებამახვილები
არიან და გაანალიზების და წარმოდგენის უნარი უფრო მეტად აქვთ. ისინი შეგვიძლია მედია
აზნაურებად ჩავთვალოთ.
მათი დევიზი კი შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ „მჭერმეყველები
გონებამახვილებისთვის“.
აი ვითომ ყველაზე მარტივი, სინამდვილეში კი ურთულესო
მედია სტრუქტურაა. რთულია არა მარტო ჟურნალისტისთვის არამედ მკითხველისათვის. ჟურნალისტი
ერთ მასალაზე რამდენიმე დღე მუშაობს და აკათებს ანალიზს. დეტალურ ჟურადღებას აქცევს
თითოეულ სიტყვას, მის განლაგებას... აღწერს ადგილს და მოვლენას. ანუ ჟურნალისტი თვითონ
აკეთებს ყველაფერს. მას არ ჰყავს დამხმარე არც ოპერატორი და არც მჭერმეტყველი რესპოდენტი,
რომელიც გააცოცხლებს მის კადრს ან სინქრონს. იგი რესპოდენტის ნალაპარაკევს თავად შიფრავს
და ალაგებს სტილისტურად. თან პრესა უფრო მეტ დროს მოითხოვს. თითოეული დეტალია მნიშვნელოვანი
და ყველაფერი ეს ჟურნალისტის ოსტატობას და ნიჭიერებას ემყარება. ტელეზიის მიერ გაშუქებული
ამბავი ერთხელ ან ერთი დღის განმალობაშ გავა... ისევე რადიოშიც... ხოლო პრესა შეიძლება
დღეები, თვეები და წლები დარჩეს. ამიტომაც არის, რომ ჟურნალისტმა ისე უნდა აწეროს,
რომ მისმა მასალამ წლების შემდეგაც არ დაკარგოს აქტუალობა და იყოს სასიამოვნო წასაკითხი.
მკითხველი თავად წარმოიდგენს ადგილს, სიტუაციას და რესპოდენტების ხმასაც კი...
ალბათ წარმოიდგენთ რამდენი შრომა სჭირსება ყოველიმე
ამას. ამიტომაც პრესის მითხველსა და ჟურნალისტებს შორის კავშირი უფრო მტკიცეა.
მათი დევიზი კი შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ
„არისტოკრატები არისტოკრატებისთვის“.
არ ვიცი რამდენად ობიექტურად ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი,
მაგრამ მე ყველა მედიასაშუალება ძალიან მიყვარს და თავს ყველგან კომფორტულად ვგრძნობ...
მაგრამ გაზეთი მაინც სულ სხვაა. ის უფრო დიდია ვიდრე სხვები. ის თავად მედია-მეფეა.
უპირველესი და უძლეველი!
აქვე სიყვარულით მოვიკითხავ გაზეთ „ბათუმელებს“, რადიო
„აჭარა“-ს და ტელეკომპანია მაესტროს!
Комментариев нет:
Отправить комментарий