12/19/2010

ბათუმის უნივერსიტეტი იხურება?


საუბარი ამ საკითხზე დიდი ხანია დაიწყო. უნივერსიტეტი შეიძლება სხვა ადგილას გადავიდეს. კონკრეტულად სად ამის შესახებ ვერავინ იძლევა ზუსტ პასუხს. ერთ-ერთ შეხვედრაზე ლევან ვარშალომიძემ სტუდენტებს განუცხადა, რომ უნივერსიტეტი გადავიდოდა სხვა ადგილას. ამის შემდეგ კითხვაზე სად გადადის უნივერსიტეტი არარავინ პასუხობს. ფაქტია, რომ უნივერსიტეტის ტერიტორია ტურისტული მხრივ ძალზედ მიმზიდველია და იქ მშვენიერი მომგებიანი სასტუმრო აშენდეს.

 უნივერსიტეტის შესაძლო გადატანის საკითხზე საჯარო საუბრები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. გაზეთი "ბათუმელები", "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი", დემოკრატიის ინსტიტუტი" მართავს შეხვედრებს და საზოგადოების  წარმომადგენლებს დისკუსიებში იწვევს. ერთ-ერთი შეხვერდა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
შეხვედრაზე სტუდენტებმა განათლების ხარისხი გააპროტესტეს, პროფესორ-მასწალებლებმა ხელფასები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კი უნივერსიტეტის გადატანა.
"თუკი უნივერსიტეტი გადავა სხვა (უკეთეს - ასეთ პირობას იძლევიან) შენობაში რა იქნება ამ უნივერსიტეტის ადგილას?" - ისმის კითხვა.
ისტორიული შენობა რომელიც ჯერ ვაჟთა გიმნაზია იყო, შემდეგ ინსტიტუტი და ეხლა უნივერსიტეტია აშკარად ისტორიული ძეგლია. ამ ძეგლს კი გფრთხილება უნდა.
"საუბარს რა აზრი აქვს მთავრობა მაინც იმას გააკეთებს რაც უნდა" -იყო ასეთი პოზიციაც, მაგრამ ამას კონტრარგუმენტად ერთობის ძალა დაუყენეს.
"თუკი არ ვიქნებით ერთად ადვილად გავტყდებით".  - ამ სიტყვებზე ისრების შეკვრს ამბავი გამახსენდა. თითო ისარი ადვილად რომ დაამსხვრიეს, ხოლო ისრების შეკვრას ვერა დააკლეს რა.
"სტუდენტები საუნივერსიტეტო სხვოვრებაში ნაკლებად არიან ჩართულები" - განაცხადა ერთ-ერთმა დამსწრემ. და რა გასაკვირია რომ ყველა არიდებს თავს. ისეთი ზეწოლაა თავად პროფესორების მხრიდან, რომ სტუდენტებს ნიშნის "გაფუჭების" თუ სხვა დაბრკოლებების შიშით ხმა ვერ ამოუღიათ.
მახსოვს როდესაც ბათუმის უნივერსიტეტში ჩავაბარე როგორი აქტიურობა იყო და რა "სიცოცხლე ჩქეფდა". აი დამთავრებისას კი სხვა სიტუაცია იყო. სტუდენტები იმდენად დაარბიეს არა ხელკეტებით არამედ შიდა დაპირისპირებითა და მუქარით, რომ დღეს ყველა გაურბის საუბარს არა საჯაროდ არამედ საკუთარ თავთანაც კი.
ხმას ამოიღებ? - დაისჯები! - ეს უკვე ნიშნავს დაბეჩავებულ ახალგაზრდობას, რომელიც დღეს უნივერსიტეტში არ (ან ვერ) აქტიურობს, ხვალ საზოგადოებრივ ცხოვებაში არარ იაქტიურებს და მივიღებთ მასას, რომელსაც ერთი ლიდერის მორჩილება ექნება სისხლსა და ხორცში გამჯდარი და ყველას იქეთ წაიყვანს საითაც უკარნახებენ.


Комментариев нет: