12/31/2010

საახალწლო "დაშმონვა" ბათუმში

რამდენიმე წუთის წინ საახალწლო კონცერტის სამზადისის დასათვალიერებლად ერას (ევროპის) მოედანზე მივედი. ბარათაშვილის ქუჩიდან, ცირკის გვერდით სპეციალურ შესასვლელში შევლისას პოლიციის თანამშრომელმა "გაშმონვა" დაიწყო.


- ჩანთაში რა გიდევს?
- ლეპტოპი.
- გახსენი ჩანთა!
- ეს რა არის? - მეკითხება "მაესტროს" მიკროფონზე.
- ჟურნლისტი ვარ და მიკროფონია.
- სანთებელა და რაიმე სხვა ნივთი თუ გაქვს დატოვე.
- არ მაქვს - ვეუბნები და პოლიციელიც ბრმად მენდობა. ჩანთაში ორი სანთებელა მიდევს. ალბათ  ჟურნალისტის სტატუსმა გაჭრა და ჩხრეკა აღარ გაუგრძელებია. ჩემი მეგობარი კი ისე გაჩხრიკეს, შარვალშიც კი ჩაუყეს ხელი.
მოედანზე შესვლის შემდეგ პოლიციის თანამშრომლების რაოდენობა აშკარად მეტი იყო ვიდრე მაყურებლის.
წვიმა საკმაოდ ინტენსიურად რიხინებდა. სიცივე და სისველე ერთდროულად მიტევდა. ამიტომაც მოედანი მალე დავტოვე და მეგობრებთან ერთად ნაძვის ხესთან გადავინაცვლე. იქ აშკარად ხალხის ნაკლებობა იყო.
პირველი ახალი წელია როცა ახალ წელს ქუჩაში ვხდები...
ახალი წლის დადგომის შემდეგ პრესკაფეში წავალ... შემდეგ კი სახლში...
ვისაც კონცერტზე გინდათ გასვლა სანთებელა, ბოთლი და სხვა რაიმე აალებადი ან ასაფეთქებელი საშუალებები დატოვეთ.
ისე კი მაინტერესებს პოლიციის თანამშრომლებს, რომ დაუგროვდათ ასეულობით სანთებელები მერე სად უნდა წაიღონ? პატრონს როგორ იცნობენ?

Комментариев нет: