ზოგს ჯერა, რომ სიგარეტის ფერფლი შამპანიურში უნდა ჩაყრო და დალიო, მაგრამ მეეჭვება ეს სიმართლე ანუ გამართლებული იყოს. სულ თუ არაფერი არაჰიგიენურია და არასასიამოვნო დასალევი.
კიდევ ერთი ცრურწმენაა ახალი ცოცხი უნდა იყიდო და იმით დაალაგო სახლიო. თუ არ გაამართლებს ცოცხი მაინც დაგრჩებათ.
საფულეში დაფნის ფოთოლი უნდა ჩადო და შეინახოო. ფული იცისო. მსგავსი არის ვროზეულის კაკლის შესახებ.
ასევე გამიგია, რომ ახალ წელს ყურძენი უნდა ჩაიდო პირში და სურვილი ჩაიფიქრო და ასრულდებაო. სცადეთ გესიამოვნებათ მაინც ჭამა.
მე რაც გამოვცადე და გაამართლა უკვე რამდენიმე წელია, ეს არის ახალ წელს როდესაც ზუსტად 12:00 გახდება პატარა ფურცელზე უნდა დაწერო რამდენიმე სურვილი და დაწვა. ფერფლი შამპანიურში ან ღვინოში ჩაყარო და დალიო. რამდენჯერმე გავაკეთე და უკვე მესამე წელია მაქსიმუმ 3 თვეში მისრულდება სურვილი. ამ პროცესის განხორციელება თავისუფლად ხერხდება 1 წუთში.
მთლად ცრურწმენის იმედად ნუ ჩაიფიქრებთ არარეალურს. გახსოვდეთ სანტა კლაუსი და თოვლის ბაბუა არ არსებობს და იმედგაცრუებული არ დარჩეთ.
სცადეთ რომელიმე საშუალება და იმედი იქონიეთ, რომ აგისრულდებათ. გახსოვდეთ რწმენა და იმედი უდიდესი ძალის მატარებელია.
გისურვებთ წარმატებულ წელს!
შევხდებით მომავალ წელს....
Комментариев нет:
Отправить комментарий