წინა პოსტში, რომელიც უკვე წინა წელს დაიწერა მოგახსნეთ, რომ ახალ წელს პრესკაფეში შევხდებოდი. საახალწლო კონცერტზე მივედი მეორედ და მინდოდა რამდენიმე წუთით მაინც მომესმინა ბოჩელისათვის... შესასვლელში რამდენიმე ატეული ადამიანი იდგა. მიკროფონი ამოვიღე და მოქალაქეებს ვთხოვე, რომ ჟურნალისტი ვიყავი და გავეტარებინე. გამატარეს და უცებ პოლიციელების ცოცხალ ჯაჭვთან აღმოვჩნდი. თორმეტის წუთები იყო. პოლიციელებს არც ჟურნალისტებისთვის ეცალათ და არც მოქალაქეებისთვის. გულში თავის ბედს წყველიდნენ, ასეთ ვითარებაში, რომ გვიხდება მუშაობაო.
- ბოდიში, გამატარეთ ჟურნალისტი ვარ-მეთქი ვუთხარი პოლიციელს და მიკროფონი ვაჩვენე.
- აკრედიტაცია გაქვს?
- აი, ცნობა რომ ნამდვილად ჟურნალისტი ვარ -და ცნობა ვაჩვენე.
- არა ამით ვერ შეგიშვებთ. სპეციალურად ამ კონცერტისთვის ცნობა გჭირდება - მიხსნის პოლიციის თანამშრომელი.
- ეს ცნობა არ არის? აი ნახე. სახუმაროდ და საბოდიალოდ კი არ ვარ მოსული. შემოშვით. დროს ვკარგავ.
- ლენინის კუთხიდან მიდით. იქედან შეგიშვებენ - მირჩია შსს-ს თანამშრომელმა.
დავუჯერე. ლენინისა (ანუ გამსაურდიას) და რუსთაველის კვეთაში ისევ ბარიკატები დამხვდა. იგივე აკრედიტაციის მოთხოვნით. პირველი ბარიკატი ვაი-ვაგლახით და ჩხუბით გავიარე. მეორე ბარიკატთან კი ზუსთად მთავრობის სახლის და საკონსტიტუციო სასამრთლოს წინ მოერე ბარიკატთან თავი გაიგიჟა ერთ-ერთმა პოლიცეილმა და არ შემიშვა. არ მაინგტერესებს ეგ ცნობა. არ გიშვებ და დამთავრდაო. არ ვიცი ეს მაერტოს მიკროფინის გამო იყო თუ პირადი განზრახვით.
მთხოვეს მიმდებარე ტერიტორია დამეტოვებინა და სხვა შესასვლელით შევსულიყავი. მემედ აბაშიძის ქუჩიდან არ შემიშვეს. ანუ კიდევ სამი შესასვლელია. ვფიქრობ და გზას მივუყვები. წვიმა და სიცივე ერთად მიტევს...
ბარათშვილისა და რუსთაველის კვეთიდან უარი მითხრეს. ჩემს ერთად რუსთავი 2-ის ცენტრალურის ჟურნალისტი და ოპერატორი მივიდნენ. იმატაც უარი. ნოდარ დუმბაძისა და რუსთაველის კვეთაში გადავედი. ისევ მიკროფონსა და სამუშაო ცნობის ტრიალით. იქაც უარი. მაყურებელი ვარ მეთქი. მაინც უარი. ამჯერად რუსთავი 2 თავისუფლად გაატარეს.
მემედ აბაშიძის და გიორგი ბრწყინვალეს კვეთასთან მივედი. ხალხმრავლობა იყო. მივაღწიე, როგორც იქნა. ისევ უარი. ნერვები უკვე აღარ მეყო და ხმის ტონს ავუწიე.
- ოპერატორამდე ვერ მივაღწიე. თემა უნდა მოვასწრო. გამატარეთ. გამჩხრიჯეთ, როგორც გუნდათ. დროს მაკარგვინებთ. ნუღარ ბავშვობთ.
- ვერ გაგიშვებთ. უფროსმა დამირეკოს და მითხრას და გაგიშვებთ, მითხრა ჯგუფის უფროსმა.
- კაცო შენი უფროსი თუ უფროსია, ჩემი ქანდაკებაა? დარჩი უმუშევარი თქვენს გამო - ვაცოდებ თავს.
უცებ უკან ვიღაც ამბობს
- ჟურნალისტია და გაატარეთ. მაინდა მაინც თქვენდა სასარგებლო არის უნდა იყოს?
მადლობა არ გადამიხდია იმ კაცისთვის, მაგრამ გულით დავლოცე.
პოლიციელს ამისათვის ყურადღება არ მიიუქცევია. აკრედიტაციას ითხოვდა.
იმის ახსნას ნამდვილად ვერ დავუწყებდი რა სიტუაციაა მაესტროში. რომ დირექტორი გადადგა და ა.შ. და რატომ მინდოდა ამ კონცეტის გადაღება.
ბარათაშვილიდან მოვუარე. ძალიან ბევრი ხალხი იყო. იქაც უარი მითხრეს და მთხოვეს, როგი არ დამეკავებინა. მაინც ვერ შემიშვებდნენ.
სხვა რა გზა მქონდა. უკვე თორმეტს წუთები აკლდა. მეგობარს დავურეკე, რომელიც თბილისიდან ჩამოვიდა ამ კონცერტისათვის და ისევ რესკაფეში წავედით.
არც ბოჩელის ნერვები მქონდა და არც ნიჯარაძის.
ისე, რომც ძალიან მდომებოდა არავინ არ შემიშვებდა.
ასეა, რომ არ იქნები მათი ჟურნალისტი, შენთვის ყველა კარი დახურული იქნება.
ისე კი დიდად არ მწყდება გული. ანდრეა ბოჩელი YOUTOBE--ზე მუდამაა. ასე, რომ...
Комментариев нет:
Отправить комментарий